საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევერესტი სწრაფი ტემპით იზრდება - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა მიზეზების შესწავლისას
ევერესტი სწრაფი ტემპით იზრდება - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა მიზეზების შესწავლისას

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მთა - ევე­რეს­ტი მო­ცუ­ლო­ბა­სა და სი­მაღ­ლე­ში სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბა. მკვლე­ვა­რე­ბის და­ან­გა­რი­შე­ბით, ბოლო 89 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთას 15-დან 50 მეტ­რამ­დე მო­ე­მა­ტა.

  • ჩი­ნე­თი-ნე­პა­ლის სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჰი­მა­ლა­ის მთის სის­ტე­მა და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­დე­საც ინ­დო­ე­თის ქვე­კონ­ტი­ნენ­ტი ევ­რა­ზი­ის ტექ­ტო­ნი­კურ ფირ­ფი­ტას შე­ე­ჯა­ხა - თუმ­ცა ბოლო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ამ ფირ­ფი­ტე­ბის კი­დე­ე­ბი მო­ცუ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა, მთის ქედი აგ­რძე­ლებს სი­მაღ­ლე­ში მა­ტე­ბას.

ექ­სპერ­ტებ­მა მი­ზეზს მი­აკ­ვლი­ეს - მათი თქმით, მთა მე­ზო­ბე­ლი მდი­ნა­რე­ე­ბის ერო­ზი­ის შე­დე­გად იზ­რდე­ბა.

“რა­ღაც ანო­მა­ლი­აა, ევე­რეს­ტის მწვერ­ვა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 250 მეტ­რით უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ჰი­მა­ლა­ის სხვა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მთე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტორ­მა, პე­კინ­ში ჩი­ნე­თის გე­ო­მეც­ნი­ე­რე­ბა­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, ჯინ­გენ დაიმ.

მათი შე­დე­გე­ბი ვა­რა­უ­დობს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 89 000 წლის წინ მდი­ნა­რე არუ­ნის ზემო მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ევე­რეს­ტის ჩრდი­ლო­ე­თით, და რო­მე­ლიც მი­ე­დი­ნე­ბო­და აღ­მო­სავ­ლე­თით ტი­ბე­ტის პლა­ტო­ზე, შე­ერ­წყა მის ქვე­და მო­ნაკ­ვეთს, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი ჩრდი­ლო­ე­თის­კენ გა­ი­შა­ლა. შე­დე­გად, მდი­ნა­რე არუ­ნი მდი­ნა­რე კო­სის სის­ტე­მის ნა­წი­ლი გახ­და.

ჯგუ­ფი ვა­რა­უ­დობს, რომ მარ­შრუ­ტის შეც­ვლამ, გა­მო­იწ­ვია მდი­ნა­რის ერო­ზი­ის ზრდა ევე­რესტთან და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ი­მა­ტა ყი­ნუ­ლის სა­ფარ­მა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ევერესტი სწრაფი ტემპით იზრდება - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა მიზეზების შესწავლისას

ევერესტი სწრაფი ტემპით იზრდება - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა მიზეზების შესწავლისას

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთა - ევერესტი მოცულობასა და სიმაღლეში სწრაფი ტემპით იზრდება. მკვლევარების დაანგარიშებით, ბოლო 89 000 წლის განმავლობაში მთას 15-დან 50 მეტრამდე მოემატა.

  • ჩინეთი-ნეპალის საზღვარზე არსებული ჰიმალაის მთის სისტემა დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც ინდოეთის ქვეკონტინენტი ევრაზიის ტექტონიკურ ფირფიტას შეეჯახა - თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ფირფიტების კიდეები მოცულობაში იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, მთის ქედი აგრძელებს სიმაღლეში მატებას.

ექსპერტებმა მიზეზს მიაკვლიეს - მათი თქმით, მთა მეზობელი მდინარეების ეროზიის შედეგად იზრდება.

“რაღაც ანომალიაა, ევერესტის მწვერვალი დაახლოებით 250 მეტრით უფრო მაღალია, ვიდრე ჰიმალაის სხვა ყველაზე მაღალი მთები“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, პეკინში ჩინეთის გეომეცნიერებათა უნივერსიტეტიდან, ჯინგენ დაიმ.

მათი შედეგები ვარაუდობს, რომ დაახლოებით 89 000 წლის წინ მდინარე არუნის ზემო მონაკვეთი, რომელიც მდებარეობს ევერესტის ჩრდილოეთით, და რომელიც მიედინებოდა აღმოსავლეთით ტიბეტის პლატოზე, შეერწყა მის ქვედა მონაკვეთს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ჩრდილოეთისკენ გაიშალა. შედეგად, მდინარე არუნი მდინარე კოსის სისტემის ნაწილი გახდა.

ჯგუფი ვარაუდობს, რომ მარშრუტის შეცვლამ, გამოიწვია მდინარის ეროზიის ზრდა ევერესტთან და შესაბამისად, მოიმატა ყინულის საფარმა.

წყარო