მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია, როდის დაიწყება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ
ცნობილია, როდის დაიწყება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ

გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უფა­სო ვაქ­ცი­ნის 200 000 დოზა ქვე­ყა­ნა­ში 15 ოქ­ტომ­ბრამ­დე შე­მო­ვა. ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში აც­რის გა­კე­თე­ბა ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნას, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქვე­ყა­ნა­ში ოთხკომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა.

“ჩვენ­თან გრი­პის სე­ზო­ნი იწყე­ბა ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან და გრძელ­დე­ბა მა­ი­სამ­დე, ამი­ტომ აც­რის სა­უ­კე­თე­სო დროა ოქ­ტომ­ბრის ბოლო, ნო­ემ­ბრის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი”, - აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­ძემ.

გრი­პის სე­ზო­ნურ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი რის­კის და სპე­ცი­ფი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბია: დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პი­რე­ბი; დი­ა­ლიზ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი; C ჰე­პა­ტი­ტის მქო­ნე პი­რე­ბი (მხო­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მყოფ­ნი), აივ ინ­ფექ­ცია/შიდსის მქო­ნე პი­რე­ბი; ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლი და მუ­კო­ვის­ცი­დო­ზის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი; ბავ­შვთა (მ.შ. მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის) და მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი და მათი მომ­ვლე­ლი პერ­სო­ნა­ლი; ორ­სუ­ლე­ბი; 60 წლის და უფ­რო­სი ასა­კის ხან­დაზ­მუ­ლი პი­რე­ბი; ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის (სკო­ლე­ბი) პე­და­გო­გე­ბი; სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და მის კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი; მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ცენ­ტრე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი; ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პერ­სო­ნა­ლი; ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი; თავ­დაც­ვის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი; პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი; ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ცნობილია, როდის დაიწყება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ

ცნობილია, როდის დაიწყება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა ქვეყანაში 15 ოქტომბრამდე შემოვა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.

  • მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრის გაკეთება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. რაც შეეხება ვაქცინას, როგორც ცნობილია, ქვეყანაში ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა.

“ჩვენთან გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის ბოლოდან და გრძელდება მაისამდე, ამიტომ აცრის საუკეთესო დროა ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის პირველი ნახევარი”, - აღნიშნა იმნაძემ.

გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფებია: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები; მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი; ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი; თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი; შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.