პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავამოწმეთ საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები და..." - რა განცხადებას ავრცელებს ცესკო ქეთევან გორჯესტანთან დაკავშირებით
"გადავამოწმეთ საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები და..." - რა განცხადებას ავრცელებს ცესკო ქეთევან გორჯესტანთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი, ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე დგას საფ­რან­გეთ­ში და რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს საფ­რან­გე­თი, რის გა­მოც ვერ მოხ­ვდა ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში, თუმ­ცა მისი მო­ნა­ცე­მე­ბი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლურ სი­ა­ში და ის შეძ­ლებს 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე ხმა მის­ცეს პა­რიზ­ში გახ­სნილ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე. ამის შე­სა­ხებ ცეს­კო-ს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

  • ცეს­კო მო­უ­წო­დებს ამომ­რჩე­ველს, დრო­უ­ლად გა­და­ა­მოწ­მონ მო­ნა­ცე­მე­ბი და უზუს­ტო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დნენ ცეს­კო-ს.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ გა­და­ა­მოწ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც დად­გინ­და, რომ ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე დგას საფ­რან­გეთ­ში და ასე­ვე რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლად (სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლად) მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს საფ­რან­გე­თი. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ვერ მოხ­ვდა ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში, თუმ­ცა მისი მო­ნა­ცე­მე­ბი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლურ სი­ა­ში და ის შეძ­ლებს 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე ხმა მის­ცეს საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ქა­ლაქ პა­რიზ­ში გახ­სნილ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე.

აქვე მივ­მარ­თავთ ამომ­რჩევ­ლებს, დრო­უ­ლად გა­და­ა­მოწ­მონ მო­ნა­ცე­მე­ბი ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში და უზუს­ტო­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ, რათა დრო­უ­ლად მოხ­დეს მათ­თვის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვი­ლი და ძმის­შვი­ლე­ბი არ არი­ან.

ავტორი:

"გადავამოწმეთ საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები და..." - რა განცხადებას ავრცელებს ცესკო ქეთევან გორჯესტანთან დაკავშირებით

"გადავამოწმეთ საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები და..." - რა განცხადებას ავრცელებს ცესკო ქეთევან გორჯესტანთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს საფრანგეთი, რის გამოც ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე. ამის შესახებ ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

  • ცესკო მოუწოდებს ამომრჩეველს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები და უზუსტობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცესკო-ს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე.

აქვე მივმართავთ ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ, რათა დროულად მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში სალომე ზურაბიშვილის შვილი და ძმისშვილები არ არიან.