პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუნებრიობა მოდაში ბრუნდება - 57 წლის პამელა ანდერსონი კინოფესტივალზე მაკიაჟის გარეშე გამოცხადდა: "სიბერე ერთგვარი მოგზაურობაა. მირჩევნია, ჩემი ნაოჭები გამოვაჩინო"
ბუნებრიობა მოდაში ბრუნდება - 57 წლის პამელა ანდერსონი კინოფესტივალზე მაკიაჟის გარეშე გამოცხადდა: "სიბერე ერთგვარი მოგზაურობაა. მირჩევნია, ჩემი ნაოჭები გამოვაჩინო"

57 წლის მსა­ხი­ო­ბი და ვარ­სკვლა­ვი, პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა “მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლად“ მას შემ­დეგ აღი­ა­რეს, რაც ეს­პა­ნეთ­ში 2024 წლის სან სე­ბას­ტი­ა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, მისი მო­მა­ვა­ლი ფილ­მის, The Last Showgirl-ის წარ­დგე­ნა­ზე, მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე გა­მო­ცხად­და.

მას ეცვა გრძელმკლა­ვი­ა­ნი, ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი კაბა და კა­მე­რე­ბის წინ საკ­მა­ოდ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ჩან­და. ვარ­სკვლა­ვის აქ­სე­სუ­არს მხო­ლოდ პა­ტა­რა ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე შე­ად­გენ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე ან­დერ­სო­ნი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე Elie Saab -ის სადა, ვარ­დის­ფერ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გა­მოჩ­ნდა. მას ისევ არ ჰქონ­და მა­კი­ა­ჟი, თუმ­ცა, წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი ამ­შვე­ნებ­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბის ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ან­დერ­სო­ნის იმი­ჯ­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნა. თით­ქმის ყვე­ლამ ერ­თად აღი­ა­რა, რომ ის არის “ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქალი მსოფ­ლი­ო­ში“, რო­მელ­საც ასაკ­თან ერ­თად არ და­უ­კარ­გავს ელე­გან­ტუ­რო­ბა, ბუ­ნებ­რი­ო­ბა და სი­ლა­მა­ზე. ამას­თა­ნა­ვე, მსა­ხი­ო­ბი თავს არი­დებს ზედ­მეტ კოს­მე­ტი­კურ ჩა­რე­ვებს.

Baywatch-ის ვარ­სკვლა­ვი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში შარ­შან მო­ექ­ცა, რო­დე­საც წვე­უ­ლე­ბა­ზე მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე გა­მოჩ­ნდა.

  • "სა­სი­ა­მოვ­ნოა და­ბე­რე­ბა. ეს შვე­ბაა"

ან­დერ­სონ­მა Elle-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მის არ­ჩე­ვან­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი იმი­ჯი სი­ნამ­დვი­ლე­ში მჭიდ­რო კავ­შირ­შია მისი ახლო მე­გობ­რი­სა და ვი­ზა­ჟის­ტის, ალექ­სის ვო­გე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან. მისი თქმით, ალექ­სი იმ­დე­ნად კარ­გი იყო თა­ვის საქ­მე­ში, ცდი­ლობს ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მა­კი­ა­ჟი აღარ გა­ი­კე­თოს.

”ვფიქ­რობ, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი ვი­ღებთ ცოტა სა­სა­ცი­ლო გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას, რო­დე­საც ვბერ­დე­ბით. რა­ღაც­ნა­ი­რად მე­ცი­ნე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, როცა სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბი. ვე­უბ­ნე­ბი ჩემს თავს: “ნუთუ ეს მარ­თა­ლია... რა ხდე­ბა ჩემს თავს?" ეს არის ერ­თგვა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა. მირ­ჩევ­ნია ჩემი ნა­ო­ჭე­ბი გა­მო­ვა­ჩი­ნო. და­ბე­რე­ბა სა­ხა­ლი­სოა. ეს შვე­ბაა. გარ­კვე­ულ ასაკ­ში მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლად და სუფ­თად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით", - თქვა მსა­ხი­ობ­მა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ბუნებრიობა მოდაში ბრუნდება - 57 წლის პამელა ანდერსონი კინოფესტივალზე მაკიაჟის გარეშე გამოცხადდა: "სიბერე ერთგვარი მოგზაურობაა. მირჩევნია, ჩემი ნაოჭები გამოვაჩინო"

ბუნებრიობა მოდაში ბრუნდება - 57 წლის პამელა ანდერსონი კინოფესტივალზე მაკიაჟის გარეშე გამოცხადდა: "სიბერე ერთგვარი მოგზაურობაა. მირჩევნია, ჩემი ნაოჭები გამოვაჩინო"

57 წლის მსახიობი და ვარსკვლავი, პამელა ანდერსონი თაყვანისმცემლებმა “მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად“ მას შემდეგ აღიარეს, რაც ესპანეთში 2024 წლის სან სებასტიანის კინოფესტივალზე, მისი მომავალი ფილმის, The Last Showgirl-ის წარდგენაზე, მაკიაჟის გარეშე გამოცხადდა.

მას ეცვა გრძელმკლავიანი, ყვავილებიანი კაბა და კამერების წინ საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა. ვარსკვლავის აქსესუარს მხოლოდ პატარა ბრილიანტის საყურე შეადგენდა.

მოგვიანებით, ფილმის პრემიერაზე ანდერსონი წითელ ხალიჩაზე Elie Saab -ის სადა, ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. მას ისევ არ ჰქონდა მაკიაჟი, თუმცა, წითელი ტუჩსაცხი ამშვენებდა.

სოციალურ ქსელებში, ღონისძიების ფოტოების გავრცელებისთანავე, ანდერსონის იმიჯმა თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა. თითქმის ყველამ ერთად აღიარა, რომ ის არის “ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში“, რომელსაც ასაკთან ერთად არ დაუკარგავს ელეგანტურობა, ბუნებრიობა და სილამაზე. ამასთანავე, მსახიობი თავს არიდებს ზედმეტ კოსმეტიკურ ჩარევებს.

Baywatch-ის ვარსკვლავი ყურადღების ცენტრში შარშან მოექცა, როდესაც წვეულებაზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა.

  • "სასიამოვნოა დაბერება. ეს შვებაა"

ანდერსონმა Elle-თან ინტერვიუში მის არჩევანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი იმიჯი სინამდვილეში მჭიდრო კავშირშია მისი ახლო მეგობრისა და ვიზაჟისტის, ალექსის ვოგელის გარდაცვალებასთან. მისი თქმით, ალექსი იმდენად კარგი იყო თავის საქმეში, ცდილობს ტრაგედიის შემდეგ მაკიაჟი აღარ გაიკეთოს.

”ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ვიღებთ ცოტა სასაცილო გამომეტყველებას, როდესაც ვბერდებით. რაღაცნაირად მეცინება საკუთარ თავზე, როცა სარკეში ვიყურები. ვეუბნები ჩემს თავს: “ნუთუ ეს მართალია... რა ხდება ჩემს თავს?" ეს არის ერთგვარი მოგზაურობა. მირჩევნია ჩემი ნაოჭები გამოვაჩინო. დაბერება სახალისოა. ეს შვებაა. გარკვეულ ასაკში მაკიაჟის გარეშე უფრო ახალგაზრდულად და სუფთად გამოვიყურებით", - თქვა მსახიობმა.

წყარო

იხილეთ ასევე: