საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”რაც მეტს ვიკვლევთ, ის მით უფრო უცნაური ხდება” - საიდუმლოებით მოცული სტოუნჰენჯის დღემდე აუხსნელი მისია
”რაც მეტს ვიკვლევთ, ის მით უფრო უცნაური ხდება” - საიდუმლოებით მოცული სტოუნჰენჯის დღემდე აუხსნელი მისია

სტო­უ­ნ­ჰენ­ჯის ის­ტო­რია კი­დევ უფრო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი გახ­და მას მერე, რაც გა­ირ­კვა, რომ სა­კურ­თხევ­ლის მე­გა­ლი­თის წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლი არც ორკნე­ის კუნ­ძუ­ლე­ბია. ეს მკვლევ­რე­ბის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­მოდ­გა, მით უფრო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერ­თმა კვლე­ვამ უარ­ყო მე­გა­ლი­თის უელ­სუ­რი წარ­მო­შო­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ქვა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჩა­მო­ტა­ნი­ლი იყო ორკნე­ის კუნ­ძუ­ლე­ბი­დან, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი ამ ვერ­სი­ას ამ ეტაპ­ზე უკვე გა­მო­რი­ცხა­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ ახა­ლი ჰი­პო­თე­ზე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა მო­უ­წევთ.

  • ცნო­ბის­თვის:

ორკნე­ის კუნ­ძუ­ლე­ბი არის არ­ქი­პე­ლა­გი შოტ­ლან­დი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თი კი­დი­დან 16 კმ-ში, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 70-ზე მეტი კუნ­ძუ­ლის­გან. სა­ერ­თო ფარ­თო­ბია 1025 კმ², სა­ი­და­ნაც 523 კმ² ეკუთ­ვნის მა­ინ­ლენ­დის კუნ­ძულს, რომ­ლის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი და უდი­დე­სი და­სახ­ლე­ბა - კირ­კვა­ლი. არ­ქი­პე­ლა­გის კუნ­ძუ­ლებს შო­რის და­სახ­ლე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 -ია.

სტო­უ­ნ­ჰენ­ჯის სკუ­თხევ­ლის 6 - ტო­ნი­ა­ნი ქვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ნას­ტე­რი მას მერე აი­რია, რაც გე­ო­ლო­გებ­მა კვლე­ვის სენ­სა­ცი­უ­რი შე­დე­გი მი­ი­ღეს.

გა­სულ თვე­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ძი­ე­ბამ, ქვე­ბის ქი­მი­უ­რი და მი­ნე­რა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა შე­ის­წავ­ლა - ორკნე­ის კუბ­ძუ­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ქვის მარ­კე­რე­ბის შე­და­რე­ბამ სტო­უ­ნ­ჰენ­ჯის სა­კურ­თხევ­ლის ქვის მარ­კე­რებ­თან აჩ­ვე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბე­ბი. ამან გა­ნა­პი­რო­ბა დას­კვნა, რომ არ­ქი­პე­ლა­გი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მე­გა­ლი­თის წყა­რო.

”რაც უფრო მეტს ვიკ­ვლევთ სტო­უ­ნ­ჰენჯს, ის მით უფრო უც­ნა­უ­რი ხდე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა რობ აიქ­სერ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბობს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მტკი­ცებ­ნუ­ლე­ბა ორკნე­ის კუნ­ძუ­ლებ­სა და სტო­უ­ნ­ჰენჯს შო­რის კავ­ში­რე­ბის თა­ო­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ჩვ. წ. აღ-მდე 3000 წელს და მი­იჩ­ნე­ვა, რომ მთე­ლი რიგი საკ­ვან­ძო ინო­ვა­ცია ტექ­ნო­ლო­გი­ა­სა და კულ­ტუ­რა­ში სწო­რედ არ­ქი­პე­ლაგ­ში წარ­მო­იშ­ვა, ახა­ლი კვლე­ვით არ­ქი­პე­ლა­გი არ არის მე­გა­ლი­თის სამ­შობ­ლო.

ელი­სონ შე­რი­დან­მა, შოტ­ლან­დი­ის ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მე­ბის პრე­ის­ტო­რი­ის ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა კუ­რა­ტორ­მა, რო­მე­ლიც კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა, გა­ნა­ცხა­და, რომ დღე­საც იგი­ვე ხდე­ბა, რაც ხდე­ბო­და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სტო­უ­ნ­ჰენ­ჯის შემ­თხვე­ვა­ში, ანუ ბევ­რი რამ კვლა­ვაც სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ბუ­რუს­შია გახ­ვე­უ­ლი.

უც­ნო­ბია, რო­გორ უნდა გა­და­ე­ტა­ნათ ადა­მი­ა­ნებს ამ­ხე­ლა ლო­დე­ბი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის სი.

სტო­უ­ნ­ჰენ­ჯი ინ­გლი­სის ნე­ო­ლი­თი­სა და ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის მჭიდ­რო მო­ნუ­მენ­ტე­ბის კომ­პლექ­სია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ასე­უ­ლო­ბით სა­მარხ მი­წაყ­რილს. არ­ქე­ო­ლო­გე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ ეს წარ­მო­სა­დე­გი ქვის მო­ნუ­მენ­ტი ძვ. წ. 2500 წლე­ბის ფარ­გლებ­ში აღი­მარ­თა. მაგ­რამ არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა იგი ძვ. წ. 3000 წელ­ზე ად­რეა აღ­მარ­თუ­ლი. გარს შე­მოვ­ლე­ბუ­ლი მი­წაყ­რი­ლი, რო­მე­ლიც მო­ნუ­მენ­ტის ყვე­ლა­ზე ად­რე­ულ ეტაპს წარ­მო­ად­გენს, ძვ. წ. 3100 წლით თა­რიღ­დე­ბა.

2008 წელს არ­ქე­ო­ლო­გებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სტო­უ­ნ­ჰენ­ჯი ად­რე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­მარ­ხის როლს ას­რუ­ლებ­და. აღ­მო­ჩე­ნი­ლია ადა­მი­ა­ნის კრე­მა­ცი­ის ნარ­ჩე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ძვ. წ. 3000 წლით თა­რიღ­დე­ბა. ანუ იმ დრო­ით, რო­დე­საც სტო­უ­ნ­ჰენ­ჯის თავ­და­პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი - მი­წაყ­რი­ლე­ბი შექ­მნეს.

  • ვინ აა­შე­ნა ძეგლი?

მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი ამ ძეგლის აშე­ნე­ბას მი­ა­წერს ლე­გენ­და­რულ ბრი­ტა­ნელ დე­დო­ფალს ბო­ა­დი­ცას, რო­მელ­მაც მო­ა­წყო აჯან­ყე­ბა რო­მა­ელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ. ზოგი მას ბრი­ტა­ნელ მე­ფე­თა კო­რო­ნა­ცი­ის ად­გი­ლად მი­იჩ­ნევს, ზოგი კი - მი­თუ­რი, წარ­ღვნამ­დე­ლი გი­გან­ტე­ბის სამ­ყოფ­ლად; ზოგს ფი­ნი­კი­ე­ლე­ბის აგე­ბუ­ლი ჰგო­ნია, ზოგს ბელ­გე­ბი­სა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, სტო­უ­ნ­ჰენ­ჯი კელ­ტუ­რი წარ­მო­შო­ბის ლე­გენ­და­რულ­მა მოგ­ვმა და ჯა­დო­ქარ­მა მერ­ლინ­მა ააგო. ამის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს ლე­გენ­და რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მერ­ლი­ნის დროს საქ­სე­ბის წი­ნამ­ძღოლ­მა ჰენ­გის­ტმა თავი მო­უ­ყა­რა საქ­სებ­სა და ბრი­ტებს სოლზ­ბე­რი­ში და აქ გა­მარ­თუ­ლი დიდი საბ­ჭოს შემ­დეგ 460 ბრი­ტა­ნელ დი­დე­ბულს მუ­ხა­ნა­თუ­რად მოჰ­კვე­თა თავი. ამ დიდი სის­ხლისღვრის შემ­დეგ მერ­ლინს მო­ნა­ნი­ე­თათ­ვის უთ­ქვამს:

“თუ ოც­ნე­ბობთ და­ხო­ცი­ლე­ბის­თვის ძეგლის აგე­ბა­ზე, წა­ვი­დეთ “მო­ცეკ­ვა­ვე გი­გან­ტე­ბის” ქვე­ყა­ნა კი­ლა­რო­სა­ში, ირ­ლან­დი­ის მთა­ზე. უზარ­მა­ზა­რი ქვე­ბის დაძ­ვრა მხო­ლოდ მას ხე­ლე­წი­ფე­ბა, ვისი გო­ნე­ბაც მათს სი­დი­დეს შე­ე­ფარ­დე­ბა. აქ, სოლზ­ბე­რი­ში, და­ა­წყვეთ ისი­ნი წრი­უ­ლად და დას­ჯი­ლე­ბიც უკუ­ნი­სამ­დე მო­გი­ტე­ვე­ბენ”.

“მო­ცეკ­ვა­ვე გი­გან­ტე­ბის” ქვეყ­ნის­კენ 15-ათა­სი­ა­ნი ჯარი და სამ­ხედ­რო ფლო­ტი­ლია გა­ე­მარ­თა, მაგ­რამ უმ­ცი­რე­სი ქვაც კი ვერ დაძ­რეს ად­გი­ლი­დან. მა­შინ მერ­ლინ­მა “ეშ­მა­კუ­რი მან­ქა­ნე­ბის" მოშ­ვე­ლი­ე­ბით ქვე­ბი გემ­ზე აზი­და, სოლზ­ბე­რი­ში ჩა­ი­ტა­ნა და მათ­გან წრი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბა ააგო.

დღეს ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა, რომ მერ­ლი­ნი ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო და შე­საძ­ლოა უფრო გვი­ან მოღ­ვა­წე­ობ­და. მაგ­რამ სტო­უ­ნ­ჰენ­ჯის მშე­ნებ­ლო­ბა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეპო­ქას არაფ­რით უკავ­შირ­დე­ბა. XIV სა­უ­კუ­ნი­სათ­ვის სტო­უ­ნ­ჰენ­ჯი იმ­დე­ნად ძვე­ლი იყო, რომ მისი ჭეშ­მა­რი­ტი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არა­ვის ახ­სოვ­და.

დე­და­მი­წის ბრუნ­ვის ღერ­ძის ნელი პრე­ცე­სია იწ­ვევს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცაზე თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დე­ბის გან­ლა­გე­ბი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ხი­ლუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ნელ ცვა­ლე­ბა­დო­ბას. მეც­ნი­ერ­თა ვა­რა­უ­დით ეს ნა­გე­ბო­ბა სწო­რედ ამ ცვა­ლე­ბა­დო­ბის ასახ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ სტო­უ­ნ­ჰენ­ჯი იმ­დრო­ინ­დელ კომ­პი­უ­ტერს წარ­მო­ად­გენ­და.

სტო­უ­ნ­ჰენ­ჯი მზის კულტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი ტა­ძა­რია. ცნო­ბი­ლი ას­ტრო­ნო­მი გე­რალდ ჰო­კინ­სი მას ას­ტრო­ნო­მი­ულ ობ­სერ­ვა­ტო­რი­ა­დაც მი­იჩ­ნევს. ბრი­ტა­ნე­თის მე­გა­ლი­თუ­რი ძეგ­ლე­ბის აღ­წე­რის შემ­დეგ ჰო­კინსმა გა­ნა­ცხა­და, რომ სტო­უ­ნ­ჰენ­ჯი ერთი დიდი კომ­პლექ­სის ნა­წი­ლია.

მე­გა­ლი­თუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა, აგ­რეთ­ვე, საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, კრე­ტა­ზე, კორ­სი­კა­ზე, მალ­ტა­ზე… ის ფაქ­ტი, რომ მსოფ­ლი­ოს მე­გა­ლი­თუ­რი ძეგ­ლე­ბი მო­შო­რე­ბუ­ლია კა­რი­ე­რებს, მით უფრო, მათი ხე­ლოვ­ნურ კუნ­ძუ­ლებ­ზე აგე­ბა უფრო აბუნ­დოვ­ნებს ამ ძეგ­ლე­ბის შექ­მნის მი­ზან­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბას.

სერ ნორ­მან ლო­კერ­მა პირ­ვე­ლა აღ­მო­ა­ჩი­ნა სტო­უ­ნ­ჰენ­ჯის გან­ლა­გე­ბის, ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­ზე­ზი. იგი მიხ­ვდა რომ ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბის დროს მზე ამო­დი­ო­და ნა­გე­ბო­ბის მთა­ვა­რი ღერ­ძის ბო­ლო­დან (რო­გორც ამო­ვი­დო­და მა­ში­ნაც, რო­დე­საც იგი აა­გეს). მან თა­ვი­სი ნაშ­რო­მი წიგ­ნად გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მაგ­რამ ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა და არას­წო­რი ვა­რა­უ­დე­ბი გა­მოთ­ქვა, რა­მაც ას­ტრო­ნო­მე­ბი და­ა­ეჭ­ვა სტო­უ­ნ­ჰენ­ჯის ას­ტრო­ნო­მი­ულ ნა­გე­ბო­ბად მიჩ­ნე­ვა­ში. ერთი ახ­სნით, ნა­გე­ბო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბო­და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის გა­მო­სათ­ვლელდ.

მი­უ­ხე­და­ვად მეც­ნი­ე­რე­ბის და­უ­ღა­ლა­ვი მცდე­ლო­ბე­ბი­სა, სტო­უ­ნ­ჰენ­ჯის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა დღემ­დე ბო­ლომ­დე ახ­სნი­ლი არ არის.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ინდოევროპამდელი მოსახლეობის ანუ ხმელთაშუა ზღვის ხალხების რომლებიც ქართველების უძველესი წინაპრებიც არიან მათი ცოდნით არის აგებული სტოუჰენჯი და აღდგომის კუნძულების მეგალითებიც

ტელემაყურებელი
1

ეს გამოთლილი ლოდები რამდენჯერმე გადაიტან გადმოიტანეს იყო ფოტო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

”რაც მეტს ვიკვლევთ, ის მით უფრო უცნაური ხდება” - საიდუმლოებით მოცული სტოუნჰენჯის დღემდე აუხსნელი მისია

”რაც მეტს ვიკვლევთ, ის მით უფრო უცნაური ხდება” - საიდუმლოებით მოცული სტოუნჰენჯის დღემდე აუხსნელი მისია

სტოუნჰენჯის ისტორია კიდევ უფრო საიდუმლოებით მოცული გახდა მას მერე, რაც გაირკვა, რომ საკურთხევლის მეგალითის წარმოშობის ადგილი არც ორკნეის კუნძულებია. ეს მკვლევრებისთვის სრულიად მოულოდნელი გამოდგა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთმა კვლევამ უარყო მეგალითის უელსური წარმოშობა. მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ქვა, დიდი ალბათობით, ჩამოტანილი იყო ორკნეის კუნძულებიდან, თუმცა მეცნიერები ამ ვერსიას ამ ეტაპზე უკვე გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ახალი ჰიპოთეზების გადამოწმება მოუწევთ.

  • ცნობისთვის:

ორკნეის კუნძულები არის არქიპელაგი შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქვეყნის ჩრდილოეთი კიდიდან 16 კმ-ში, რომელიც შედგება 70-ზე მეტი კუნძულისგან. საერთო ფართობია 1025 კმ², საიდანაც 523 კმ² ეკუთვნის მაინლენდის კუნძულს, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში არის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი დასახლება - კირკვალი. არქიპელაგის კუნძულებს შორის დასახლებულია, დაახლოებით, 20 -ია.

სტოუნჰენჯის სკუთხევლის 6 - ტონიანი ქვასთან დაკავშირებით მონასტერი მას მერე აირია, რაც გეოლოგებმა კვლევის სენსაციური შედეგი მიიღეს.

გასულ თვეში ჩატარებულმა ძიებამ, ქვების ქიმიური და მინერალური შემადგენლობა შეისწავლა - ორკნეის კუბძულებიდან აღებული ქვის მარკერების შედარებამ სტოუნჰენჯის საკურთხევლის ქვის მარკერებთან აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები. ამან განაპირობა დასკვნა, რომ არქიპელაგი არ შეიძლება იყოს მეგალითის წყარო.

”რაც უფრო მეტს ვიკვლევთ სტოუნჰენჯს, ის მით უფრო უცნაური ხდება”, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა რობ აიქსერმა.

მიუხედავად ამისა, არსებობს მრავალრიცხოვანი მტკიცებნულება ორკნეის კუნძულებსა და სტოუნჰენჯს შორის კავშირების თაობაზე დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე 3000 წელს და მიიჩნევა, რომ მთელი რიგი საკვანძო ინოვაცია ტექნოლოგიასა და კულტურაში სწორედ არქიპელაგში წარმოიშვა, ახალი კვლევით არქიპელაგი არ არის მეგალითის სამშობლო.

ელისონ შერიდანმა, შოტლანდიის ეროვნული მუზეუმების პრეისტორიის ყოფილმა მთავარმა კურატორმა, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა, განაცხადა, რომ დღესაც იგივე ხდება, რაც ხდებოდა დიდი ხნის განმავლობაში სტოუნჰენჯის შემთხვევაში, ანუ ბევრი რამ კვლავაც საიდუმლოების ბურუსშია გახვეული.

უცნობია, როგორ უნდა გადაეტანათ ადამიანებს ამხელა ლოდები რამდენიმე ათეული კილომეტრის სი.

სტოუნჰენჯი ინგლისის ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მჭიდრო მონუმენტების კომპლექსია, რომელიც მოიცავს ასეულობით სამარხ მიწაყრილს. არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმოსადეგი ქვის მონუმენტი ძვ. წ. 2500 წლების ფარგლებში აღიმართა. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა იგი ძვ. წ. 3000 წელზე ადრეა აღმართული. გარს შემოვლებული მიწაყრილი, რომელიც მონუმენტის ყველაზე ადრეულ ეტაპს წარმოადგენს, ძვ. წ. 3100 წლით თარიღდება.

2008 წელს არქეოლოგებმა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სტოუნჰენჯი ადრეული ადამიანებისთვის სამარხის როლს ასრულებდა. აღმოჩენილია ადამიანის კრემაციის ნარჩენები, რომლებიც ძვ. წ. 3000 წლით თარიღდება. ანუ იმ დროით, როდესაც სტოუნჰენჯის თავდაპირველი კომპონენტები - მიწაყრილები შექმნეს.

  • ვინ ააშენა ძეგლი?

მეცნიერთა ნაწილი ამ ძეგლის აშენებას მიაწერს ლეგენდარულ ბრიტანელ დედოფალს ბოადიცას, რომელმაც მოაწყო აჯანყება რომაელთა წინააღმდეგ. ზოგი მას ბრიტანელ მეფეთა კორონაციის ადგილად მიიჩნევს, ზოგი კი - მითური, წარღვნამდელი გიგანტების სამყოფლად; ზოგს ფინიკიელების აგებული ჰგონია, ზოგს ბელგებისა, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სტოუნჰენჯი კელტური წარმოშობის ლეგენდარულმა მოგვმა და ჯადოქარმა მერლინმა ააგო. ამის შესახებ არსებობს ლეგენდა რომლის თანახმადაც, მერლინის დროს საქსების წინამძღოლმა ჰენგისტმა თავი მოუყარა საქსებსა და ბრიტებს სოლზბერიში და აქ გამართული დიდი საბჭოს შემდეგ 460 ბრიტანელ დიდებულს მუხანათურად მოჰკვეთა თავი. ამ დიდი სისხლისღვრის შემდეგ მერლინს მონანიეთათვის უთქვამს:

“თუ ოცნებობთ დახოცილებისთვის ძეგლის აგებაზე, წავიდეთ “მოცეკვავე გიგანტების” ქვეყანა კილაროსაში, ირლანდიის მთაზე. უზარმაზარი ქვების დაძვრა მხოლოდ მას ხელეწიფება, ვისი გონებაც მათს სიდიდეს შეეფარდება. აქ, სოლზბერიში, დააწყვეთ ისინი წრიულად და დასჯილებიც უკუნისამდე მოგიტევებენ”.

“მოცეკვავე გიგანტების” ქვეყნისკენ 15-ათასიანი ჯარი და სამხედრო ფლოტილია გაემართა, მაგრამ უმცირესი ქვაც კი ვერ დაძრეს ადგილიდან. მაშინ მერლინმა “ეშმაკური მანქანების" მოშველიებით ქვები გემზე აზიდა, სოლზბერიში ჩაიტანა და მათგან წრიული ნაგებობა ააგო.

დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ მერლინი ისტორიული პიროვნება იყო და შესაძლოა უფრო გვიან მოღვაწეობდა. მაგრამ სტოუნჰენჯის მშენებლობა შუა საუკუნეების ეპოქას არაფრით უკავშირდება. XIV საუკუნისათვის სტოუნჰენჯი იმდენად ძველი იყო, რომ მისი ჭეშმარიტი დანიშნულება არავის ახსოვდა.

დედამიწის ბრუნვის ღერძის ნელი პრეცესია იწვევს საუკუნეების განმავლობაში ცაზე თანავარსკვლავედების განლაგებისა და გამორჩეული ვარსკვლავების ხილული მოძრაობის ნელ ცვალებადობას. მეცნიერთა ვარაუდით ეს ნაგებობა სწორედ ამ ცვალებადობის ასახვას ემსახურებოდა, შეიძლება ითქვას რომ სტოუნჰენჯი იმდროინდელ კომპიუტერს წარმოადგენდა.

სტოუნჰენჯი მზის კულტთან დაკავშირებული უძველესი ტაძარია. ცნობილი ასტრონომი გერალდ ჰოკინსი მას ასტრონომიულ ობსერვატორიადაც მიიჩნევს. ბრიტანეთის მეგალითური ძეგლების აღწერის შემდეგ ჰოკინსმა განაცხადა, რომ სტოუნჰენჯი ერთი დიდი კომპლექსის ნაწილია.

მეგალითური კულტურის ძეგლები აღმოჩნდა, აგრეთვე, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, კრეტაზე, კორსიკაზე, მალტაზე… ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მეგალითური ძეგლები მოშორებულია კარიერებს, მით უფრო, მათი ხელოვნურ კუნძულებზე აგება უფრო აბუნდოვნებს ამ ძეგლების შექმნის მიზანსა და დანიშნულებას.

სერ ნორმან ლოკერმა პირველა აღმოაჩინა სტოუნჰენჯის განლაგების, ორიენტაციის მიზეზი. იგი მიხვდა რომ ზაფხულის ბუნიაობის დროს მზე ამოდიოდა ნაგებობის მთავარი ღერძის ბოლოდან (როგორც ამოვიდოდა მაშინაც, როდესაც იგი ააგეს). მან თავისი ნაშრომი წიგნად გამოაქვეყნა, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა და არასწორი ვარაუდები გამოთქვა, რამაც ასტრონომები დააეჭვა სტოუნჰენჯის ასტრონომიულ ნაგებობად მიჩნევაში. ერთი ახსნით, ნაგებობა გამოყენებოდა მთვარის დაბნელების გამოსათვლელდ.

მიუხედავად მეცნიერების დაუღალავი მცდელობებისა, სტოუნჰენჯის დანიშნულება დღემდე ბოლომდე ახსნილი არ არის.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი