სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ კოკოჩაშვილი: "ის, რაც ჩემთვის საწუხარი იყო ჩემი შემოქმედების განმავლობაში, ძალიან ახლოს არის "საზოგადოება ივერიისას" საქმიანობასთან"
მერაბ კოკოჩაშვილი: "ის, რაც ჩემთვის საწუხარი იყო ჩემი შემოქმედების განმავლობაში, ძალიან ახლოს არის "საზოგადოება ივერიისას" საქმიანობასთან"

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თა თუ ეროვ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნას ცდი­ლობს.

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი გახ­ლავთ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ქტი­ტორ­თა საბ­ჭოს ერთ-ერთი წევ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა ცნო­ბილ და პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სამ“ საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ხ­ა­თას მთა­ზე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხელ­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით და­ი­წყო. ის 2010 წელს მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ფუძნ­და და ქტი­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რებ­თან ერ­თად დღემ­დე ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ერ­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი.

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ფარ­გლებ­ში მის მიზ­ნებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი და „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ურ­თი­ერ­თო­ბა? რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ქტი­ტორ­თა სა­თათ­ბი­როს წევ­რი ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

თავ­და­პირ­ვე­ლად ჩემი და „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ და­კავ­ში­რე­ბა მე­უ­ფე და­ნი­ე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და. მე ის ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ი­დან მახ­სოვს. საკ­მა­ოდ და­ვახ­ლოვ­დით და ხში­რი სა­უბ­რე­ბიც გვქონ­და. ამა­სო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. მე სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, რომ ქტი­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი გავმხდა­რი­ყა­ვი, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა აკე­თებს, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და ღი­რე­ბუ­ლია.

შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლავთ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი თა­ვა­ძე, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებს. მან უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია და ძალა ჩადო იმა­ში, რომ მა­ხ­ა­თას მთა­ზე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხელ­ზე სა­ერ­თო შე­მო­წი­რუ­ლო­ბით ტა­ძა­რი აშე­ნე­ბუ­ლი­ყო.

პრინ­ცი­პებ­მა, რო­მე­ლიც „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ ამოძ­რა­ვებს და რო­მე­ლიც მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი იყო, მო­მიყ­ვა­ნა ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ეს გახ­ლავთ პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც გახ­ლდათ და მან ეს ასე გად­მოს­ცა „მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა“. აქ ერ­თი­ან­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რის გა­რე­შეც შე­უძ­ლე­ბე­ლია ერმა იარ­სე­ბოს და საქ­მე აკე­თოს. სწო­რედ ეს პრინ­ცი­პი არის ჩა­დე­ბუ­ლი „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ის მუ­შა­ობს რწმე­ნი­სა და კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნას ქმნის. ეს რომ და­ვი­ნა­ხე, მო­მინ­და მათ­თან ერ­თად მე­მუ­შა­ვა იმ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მიზ­ნამ­დე, რა­საც ჩვენ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნამ­დე მივ­ყა­ვართ.

დღეს ჩვენ ვერ ვი­არ­სე­ბებ­დით ის­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ეს პრინ­ცი­პე­ბი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად ცალ­სა­ხაა, რომ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებს.

თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ „ივე­რი­ი­სას“ პრო­ექ­ტებ­ში და მხა­რი და­უ­ჭი­როს მას თუნ­დაც მცი­რე შე­მო­წი­რუ­ლო­ბით?

მა­ხ­ა­თას მთა­ზე უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის მრევ­ლიც წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. თუმ­ცა იქ უნდა აშენ­დეს კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი. ეს გახ­დე­ბა ად­გი­ლი, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს რო­გორც რე­ლი­გი­ურ ტა­ძარს, ისე კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრს.

სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბით იყო შექ­მნი­ლი გე­ლა­თი და მისი აკა­დე­მია. ის აერ­თი­ა­ნებ­და ტა­ძარ­სა და სა­სუ­ლი­ე­რო ცენ­ტრს. ნამ­დვი­ლი მუ­ზე­უ­მია გე­ლა­თი თა­ვი­სი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბით. ამ ყვე­ლაფ­რის შექ­მნის შემ­დეგ კი და­ვით­მა თავი და­ი­მარ­ხა იქ, სა­დაც ყვე­ლამ ფეხი უნდა და­ა­ბი­ჯოს. გე­ლა­თი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­რა­ლი­სა და ამ მო­რა­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია.

ამა­ვე გზას იზი­ა­რებს დღეს მა­ხ­ა­თას მთა, რო­მე­ლიც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტრი უნდა გახ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ არის თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რო­დე­საც კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა, მისი ყვე­ლა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე სა­ო­ცარ სი­ა­მა­ყეს იგ­რძნობს, რომ ის პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლეა თუნ­დაც 1 ლა­რი­ა­ნი შე­მო­წი­რუ­ლო­ბით. ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის კერა შექ­მნას. დღეს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის გეზი სწო­რედ მა­ხ­ა­თას მთის­კენ მი­დის. ძა­ლი­ან მალე ის გახ­დე­ბა ცენ­ტრი, სა­დაც დიდი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­იყ­რის თავს. მა­ხა­თა ერ­თდრო­უ­ლად იქ­ნე­ბა რო­გორც რე­ლი­გი­უ­რი ტა­ძა­რი, ისე კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კერა.

რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ გე­ლა­თის გა­დარ­ჩე­ნის გეგ­მა? რო­გორ ხე­დავთ ამ პრო­ცეს­ში „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“, თქვე­ნი და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის როლს?

გე­ლათს უზარ­მა­ზა­რი სახ­სრე­ბი სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო გე­ლა­თის პრინ­ცი­პე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. კულ­ტუ­რი­სა და სუ­ლი­ე­რე­ბის ერთ სივ­რცე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და­ვი­თის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საქ­მეა. ეს ყვე­ლა­ფე­რი დღე­საც ისე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ. ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რმა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­ბო­ლოო შე­დე­გის და­ნახ­ვი­სას მათ სი­ა­მა­ყი­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის სა­ო­ცა­რი გან­ცდა და­ე­უფ­ლე­ბათ.

გე­ლა­თის გა­დარ­ჩე­ნა­ში ჩარ­თუ­ლი უნდა იყოს რო­გორც ეკ­ლე­სია და სა­ხელ­მწი­ფო, ისე მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. სა­ო­ცა­რია პრინ­ცი­პით, რომ­ლი­თაც ის ჩა­მო­ყა­ლიბ­და და რა თქმა უნდა, უდი­დე­სი დატ­ვირ­თვა აქვს თა­ვად ჩა­მომ­ყა­ლი­ბე­ბელ­სა და მის ქმე­დე­ბებს. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლე­მა „გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“ შექ­მნა და თავი და­ი­მარ­ხა იქ, სა­დაც ყვე­ლამ უნდა და­ა­ბი­ჯოს ფეხი. რად­გან ის თვლი­და რომ და­ნა­შა­უ­ლიც ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­რა­ლი.

ზო­გა­დად, რო­გო­რია თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მიზ­ნე­ბის თან­ხვედ­რა?

ის, რაც ჩემ­თვის სა­წუ­ხა­რი იყო ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან ახ­ლოს არის იმას­თან, რა­საც „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ აკე­თებს. ამი­ტომ მათ­თან ერ­თად ფიქ­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი იყო. ეს ისე­თი მი­ზა­ნია, რო­მელ­შიც მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი. მე, პი­რა­დად კი მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნა­წი­ლე ვარ სხვა შე­სა­ნიშ­ნავ პი­როვ­ნე­ბებ­თან ერ­თად.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას" პრო­ექ­ტე­ბის­თვის შე­მო­წი­რუ­ლე­ბის გა­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ბან­კის ან­გა­რიშ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­და­რი­ცხვით ან მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე 0901777777 და­რეკ­ვით. ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლა­რია.

გი­ზი­ა­რებთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს:

  • სს „ლი­ბერ­თი ბან­კი": LBRTGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE35LB0775555555555555
  • სს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“: BAGAGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბან­კი“: TBCBGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE96TB7005555555555555

R

tngh
0

ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ბ-ნ მერაბ კოკოჩაშვილს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მერაბ კოკოჩაშვილი: "ის, რაც ჩემთვის საწუხარი იყო ჩემი შემოქმედების განმავლობაში, ძალიან ახლოს არის "საზოგადოება ივერიისას" საქმიანობასთან"

მერაბ კოკოჩაშვილი: "ის, რაც ჩემთვის საწუხარი იყო ჩემი შემოქმედების განმავლობაში, ძალიან ახლოს არის "საზოგადოება ივერიისას" საქმიანობასთან"

ფართო საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი მთელი თავისი ცხოვრება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმიანობაშია ჩართული. საკუთარი შემოქმედებითა თუ ეროვნული საქმიანობით უკეთესი საქართველოს, ცივილიზებული ქვეყნისა და განათლებული საზოგადოების შექმნას ცდილობს.

მერაბ კოკოჩაშვილი გახლავთ „საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი საზოგადოების სხვა ცნობილ და პატივსაცემ ადამიანებთან ერთად. „საზოგადოება ივერიისამ“ საქმიანობა მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობაში საზოგადოების გაერთიანებით დაიწყო. ის 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ქტიტორთა საბჭოს წევრებთან ერთად დღემდე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული.

მერაბ კოკოჩაშვილი „საზოგადოება ივერიისას“ ფარგლებში მის მიზნებსა და აქტივობებზე გვესაუბრება.

როგორ დაიწყო თქვენი და „საზოგადოება ივერიისას“ ურთიერთობა? რატომ გადაწყვიტეთ ქტიტორთა სათათბიროს წევრი ყოფილიყავით?

თავდაპირველად ჩემი და „საზოგადოება ივერიისას“ დაკავშირება მეუფე დანიელის საშუალებით მოხდა. მე ის ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მახსოვს. საკმაოდ დავახლოვდით და ხშირი საუბრებიც გვქონდა. ამასობაში ჩამოყალიბდა „საზოგადოება ივერიისა“, რომლის საქმიანობაშიც მეუფე დანიელი აქტიურად არის ჩართული. მე სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას, რომ ქტიტორთა საბჭოს წევრი გავმხდარიყავი, რადგან ყველაფერი, რასაც საზოგადოება აკეთებს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ღირებულია.

შესანიშნავი პიროვნება გახლავთ „საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარე გიორგი თავაძე, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მან უზარმაზარი ენერგია და ძალა ჩადო იმაში, რომ მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე საერთო შემოწირულობით ტაძარი აშენებულიყო.

პრინციპებმა, რომელიც „საზოგადოება ივერიისა“ ამოძრავებს და რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩემთვის უმთავრესი იყო, მომიყვანა ამ საზოგადოებაში. ეს გახლავთ პრინციპი, რომელიც ილია ჭავჭავაძის საქმიანობის საფუძველიც გახლდათ და მან ეს ასე გადმოსცა „მამული, ენა, სარწმუნოება“. აქ ერთიანდება ყველაფერი, რის გარეშეც შეუძლებელია ერმა იარსებოს და საქმე აკეთოს. სწორედ ეს პრინციპი არის ჩადებული „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობაში. ის მუშაობს რწმენისა და კულტურის მიმართულებით, რაც ცივილიზებულ ქვეყანას ქმნის. ეს რომ დავინახე, მომინდა მათთან ერთად მემუშავა იმ უმნიშვნელოვანეს მიზნამდე, რასაც ჩვენ ცივილიზებულ ქვეყნამდე მივყავართ.

დღეს ჩვენ ვერ ვიარსებებდით ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ეს პრინციპები რომ არ ყოფილიყო განხორციელებული. შესაბამისად ცალსახაა, რომ „საზოგადოება ივერიისა“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

თქვენი აზრით, რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა ფართო საზოგადოებამ „ივერიისას“ პროექტებში და მხარი დაუჭიროს მას თუნდაც მცირე შემოწირულობით?

მახათას მთაზე უკვე დასრულებულია ტაძრის მშენებლობა, რომლის მრევლიც წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა იქ უნდა აშენდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. ეს გახდება ადგილი, რომელიც გააერთიანებს როგორც რელიგიურ ტაძარს, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს.

სწორედ ამ პრინციპებით იყო შექმნილი გელათი და მისი აკადემია. ის აერთიანებდა ტაძარსა და სასულიერო ცენტრს. ნამდვილი მუზეუმია გელათი თავისი კულტურისა და ხელოვნების ნიმუშებით. ამ ყველაფრის შექმნის შემდეგ კი დავითმა თავი დაიმარხა იქ, სადაც ყველამ ფეხი უნდა დააბიჯოს. გელათი ქართველი ხალხის მორალისა და ამ მორალის მატერიალური გამოსახულების საუკეთესო მაგალითია.

ამავე გზას იზიარებს დღეს მახათას მთა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა გახდეს. სწორედ ამიტომ არის თითოეული ადამიანის თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც კულტურული ცენტრი გაიხსნება, მისი ყველა თანამონაწილე საოცარ სიამაყეს იგრძნობს, რომ ის პროექტის მონაწილეა თუნდაც 1 ლარიანი შემოწირულობით. ამ პროექტის მიზანია ქართული კულტურის კერა შექმნას. დღეს ჩვენი ქალაქის განვითარების გეზი სწორედ მახათას მთისკენ მიდის. ძალიან მალე ის გახდება ცენტრი, სადაც დიდი საზოგადოება მოიყრის თავს. მახათა ერთდროულად იქნება როგორც რელიგიური ტაძარი, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა.

როგორ წარმოგიდგენიათ გელათის გადარჩენის გეგმა? როგორ ხედავთ ამ პროცესში „საზოგადოება ივერიისას“, თქვენი და თითოეული ადამიანის როლს?

გელათს უზარმაზარი სახსრები სჭირდება. თუმცა საქართველო გელათის პრინციპებისა და ტრადიციების გარეშე წარმოუდგენელია. კულტურისა და სულიერების ერთ სივრცეში გაერთიანება დავითის მიერ გაკეთებული უმნიშვნელოვანესი საქმეა. ეს ყველაფერი დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საუკუნეების წინ. ამიტომ საზოგადოების ყველა წევრმა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საბოლოო შედეგის დანახვისას მათ სიამაყისა და კეთილშობილების საოცარი განცდა დაეუფლებათ.

გელათის გადარჩენაში ჩართული უნდა იყოს როგორც ეკლესია და სახელმწიფო, ისე მთელი საზოგადოება. საოცარია პრინციპით, რომლითაც ის ჩამოყალიბდა და რა თქმა უნდა, უდიდესი დატვირთვა აქვს თავად ჩამომყალიბებელსა და მის ქმედებებს. დავით აღმაშენებლემა „გალობანი სინანულისანი“ შექმნა და თავი დაიმარხა იქ, სადაც ყველამ უნდა დააბიჯოს ფეხი. რადგან ის თვლიდა რომ დანაშაულიც ჰქონდა ჩადენილი. ეს არის ქართველი ხალხის მორალი.

ზოგადად, როგორია თქვენი საქმიანობისა და „საზოგადოება ივერიისას“ მიზნების თანხვედრა?

ის, რაც ჩემთვის საწუხარი იყო ჩემი შემოქმედების განმავლობაში, ძალიან ახლოს არის იმასთან, რასაც „საზოგადოება ივერიისა“ აკეთებს. ამიტომ მათთან ერთად ფიქრი ჩემთვის ძალიან ბუნებრივი იყო. ეს ისეთი მიზანია, რომელშიც მთელი ქართული საზოგადოება უნდა იყოს ჩართული. მე, პირადად კი მოხარული ვარ, რომ მისი საქმიანობის მონაწილე ვარ სხვა შესანიშნავ პიროვნებებთან ერთად.

"საზოგადოება ივერიისას" პროექტებისთვის შემოწირულების გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.

გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:

  • სს „ლიბერთი ბანკი": LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE35LB0775555555555555
  • სს „საქართველოს ბანკი“: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბანკი“: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE96TB7005555555555555

R