ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა პერმიერ - მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება - საქართველოს მთავრობა UFC-ის ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას, თითოეულს ერთ მილიონ ლარს გადასცემს.
“ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოგება იყო. დღეს UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია.
სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით. მერაბ დვალიშვილს და ილია თოფურიას კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ. ილია თოფურიას ვუსურვებთ UFC-ის ქამრის დაცვას 26 ოქტომბერს. 26 ჩვენი დღეა და გვჯერა, რომ 26 ოქტომბერს ილია კიდევ ერთ გამარჯვებას გვაჩუქებს!”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
გადაწყვეტილებას მედიასთან შეხვედრისას გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილი. მისი თქმით, ფულად ჯილდოს მთლიანად ქველომოქმედებაში დახარჯავს.
UFC- ის ქართველი ჩემპიონი სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. მას აეროპორტში გულშემატკივრები საზეიმოდ დახვდნენ.
“ყოველთვის ვგრძნობ საქართველოს მხარდაჭერას. ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან აღმენიშნა ეს გამარჯვება და სიხარული“, - განაცხადა დვალიშვილმა საქართველოში დაბრუნებისას.
ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
იხილეთ ასევე:
გიო სტალინის გინებას შენი ბაბუის შეურცყოფად რატომ იღებ?ბაბუაჩემიც ბერლინამდე ჩავიდა მაგრამ სტალინზე ერთი კარგი არ დასცდენია არასდროს.ისტორიას გადახედე და ნახავ რამდენი ხალხი დაგვიხოცა ან გადაასახლა რეპრესიების დროს.ქართველი იყო ორჯონიკიძეც,ბერბიჭაშვილიც,ყორღანაშვილიც და შევარდნაძეც და ამით რა მერე?
მერაბს ვურჩევდი, ეგ მილიონ-ები, მის სოფელს მოახმაროს! თბილისს გაერიდოს! თბილისს ჰყავს საკმარისი მილიონერი და მიმხედვარი. და ზოგადად ყველამ რომ თავის გაზრდიიის ადგილს კუთხეს მიხედოს ჯობდეს იქნებ! წარმატებები ყველას.