სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსუდან ტყემალაძე სადებიუტო რომანით "არქიტექტორი", "საბას" ფინალისტებს შორისაა
რუსუდან ტყემალაძე სადებიუტო რომანით "არქიტექტორი", "საბას" ფინალისტებს შორისაა

„პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სში - „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძის რო­მა­ნი „არ­ქი­ტექ­ტო­რი“ „სა­ბას“ პრე­მი­ის წლე­ვან­დელ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვდა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი“.

რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი ქა­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ცვლის მთა­ვა­რი გმი­რის - აჩის ბე­დის­წე­რას. პერ­სო­ნა­ჟი სა­მუ­და­მოდ ემ­შვი­დო­ბე­ბა უშფოთველ ცხოვ­რე­ბას, მის გარ­შე­მო უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა.

წიგ­ნი ერთი წე­ლია, რაც მკი­თხვე­ლის­თვის არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, და­დე­ბი­თი უკუ­კავ­ში­რიც აქვს.

რას ნიშ­ნავს რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძის­თვის „სა­ბას“ ფი­ნა­ლის­ტო­ბა და რა გახ­და პირ­ველ რო­მან­ზე მუ­შა­ო­ბის შთა­გო­ნე­ბა, ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვი­ამ­ბობს:

რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის, რო­გორც დამ­წყე­ბი ავ­ტო­რის­თვის „სა­ბას“ პრე­მი­ის ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვედ­რა?

სა­ბას ფი­ნა­ლის­ტო­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და სი­ა­მოვ­ნე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან ნო­მი­ნა­ცი­ა­ში, რო­გო­რიც „სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტია,“ სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად ყვე­ლა­ზე მეტ ნა­მუ­შე­ვარს წა­რად­გე­ნენ. ფი­ნალ­ში გას­ვლა სა­ა­მა­ყო­ცაა და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოც. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ და­ფა­სე­ბის­თვის.

თქვენ­მა პირ­ველ­მა რო­მან­მა გა­ი­მარ­ჯვა „პა­ლიტ­რა L-ის“ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღი­ა­რე­ბა იყო ეს თქვენ­თვის და რამ­დე­ნად მოგ­ცათ მო­ტი­ვა­ცია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა?

წერა ყო­ველ­თვის ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი იყო, მაგ­რამ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბამ­დე უფრო ჰო­ბად მი­მაჩ­ნდა. ახლა, როცა წიგ­ნი გა­მო­ცე­მუ­ლია და აღი­ა­რე­ბუ­ლი, მეტ თავ­და­ჯე­რე­ბა­საც ვგრძნობ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც. ამავდრო­უ­ლად, თა­ვა­დაც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს მო­მა­ვალ­ში რას დავ­წერ.

არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ქარ­თულ ენა­ზე ბევ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რით არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი. რო­გორ ფიქ­რობთ, ამ კუ­თხით რამ­დე­ნად სი­ახ­ლე იყო მკი­თხვე­ლის­თვის თქვე­ნი რო­მა­ნი?

გავ­ბე­დავ ვთქვა, რომ ეს თემა არა მხო­ლოდ ქარ­თულ, არა­მედ უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც მცი­რე­დაა გახ­სნი­ლი. სწო­რედ აქე­დან მო­ვი­და რო­მა­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი იდეა, - არ­ქი­ტექ­ტუ­რა არა დე­კო­რა­ცი­ად წარ­მო­მედ­გი­ნა, არა­მედ გმი­რის თან­მდევ პერ­სო­ნა­ჟად და მისი სუ­ლი­ე­რი რეფ­ლექ­სი­ის მო­პა­სუ­ხედ. ამავდრო­უ­ლად, რო­მან­ში ვხე­დავთ არა მხო­ლოდ შე­ნო­ბებს ვიწ­რო გა­გე­ბით, არა­მედ არ­ქი­ტექ­ტო­რის თვა­ლით და­ნა­ხულ მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­როს, სიყ­ვა­რუ­ლით, იმედ­გაც­რუ­ე­ბით, ეს­თე­ტი­კუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბით, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­თა და მათი დაძ­ლე­ვის ცდით. ვფიქ­რობ, ჩემს რო­მანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას სწო­რედ ეს მა­ტებს.

რა გახ­და „არ­ქი­ტექ­ტო­რის“ სი­უ­ჟე­ტის შთა­გო­ნე­ბა?

არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი და­მე­წე­რა ისე­თი ტექ­სტი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ზუს­ტად ასა­ხავ­და არ­ქი­ტექ­ტუ­რის ამ სა­ო­ცარ, ყოვ­ლის­მომ­ცველ და ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის ასე ნაც­ნობ სამ­ყა­როს, რო­მელ­ზეც სი­ნამ­დვი­ლე­ში თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცით ხოლ­მე. არ­ქი­ტექ­ტუ­რა, სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე კა­მე­რულ სფე­როდ რჩე­ბა, მეც ბევ­რი დრო დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი სი­უ­ჟე­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­მეხ­სნა კონ­ტექ­სტი. სა­ა­მი­სოდ სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც მო­მიხ­და და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მო­მი­ვი­და.

რო­გო­რი უკუ­კავ­ში­რი გაქვთ მკი­თხვე­ლის­გან?

მკი­თხვე­ლე­ბის­გან ძი­რი­თა­დად და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მაქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი სტუ­დენ­ტე­ბის­გან არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი­დან. რის­თვი­საც უაღ­რე­სად მად­ლი­ე­რი ვარ.

და­ბო­ლოს, უნდა ვე­ლო­დოთ თუ არა თქვენ­გან ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­მუ­შევ­რებს?

წერა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ალ­ბათ არას­დროს შევ­წყვეტ. იმე­დია, ჩემს მო­მა­ვალ ნაშ­რო­მებს გა­მომ­ცემ­ლე­ბი და მკი­თხვე­ლე­ბიც მო­ი­წო­ნე­ბენ და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, მეტი გა­ვუ­ზი­ა­რო სამ­ყა­როს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რუსუდან ტყემალაძე სადებიუტო რომანით "არქიტექტორი", "საბას" ფინალისტებს შორისაა

რუსუდან ტყემალაძე სადებიუტო რომანით "არქიტექტორი", "საბას" ფინალისტებს შორისაა

„პალიტრა L-ის“ კონკურსში - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ გამარჯვებულის, რუსუდან ტყემალაძის რომანი „არქიტექტორი“ „საბას“ პრემიის წლევანდელ ფინალისტებს შორის მოხვდა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი“.

რომანი მოგვითხრობს წარმატებული არქიტექტორი ქალის შესახებ, რომელიც ცვლის მთავარი გმირის - აჩის ბედისწერას. პერსონაჟი სამუდამოდ ემშვიდობება უშფოთველ ცხოვრებას, მის გარშემო უჩვეულო მოვლენები ხდება.

წიგნი ერთი წელია, რაც მკითხველისთვის არის ხელმისაწვდომი და როგორც ავტორი აღნიშნავს, დადებითი უკუკავშირიც აქვს.

რას ნიშნავს რუსუდან ტყემალაძისთვის „საბას“ ფინალისტობა და რა გახდა პირველ რომანზე მუშაობის შთაგონება, ამის შესახებ თავად გვიამბობს:

რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც დამწყები ავტორისთვის „საბას“ პრემიის ფინალისტებს შორის მოხვედრა?

საბას ფინალისტობა ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, განსაკუთრებით ისეთ მრავალფეროვან ნომინაციაში, როგორიც „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტია,“ სადაც ყოველწლიურად ყველაზე მეტ ნამუშევარს წარადგენენ. ფინალში გასვლა საამაყოცაა და საპასუხისმგებლოც. ძალიან მადლიერი ვარ დაფასებისთვის.

თქვენმა პირველმა რომანმა გაიმარჯვა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“. რამდენად მნიშვნელოვანი აღიარება იყო ეს თქვენთვის და რამდენად მოგცათ მოტივაცია, ამ მიმართულებით გააგრძელოთ მუშაობა?

წერა ყოველთვის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მაგრამ კონკურსში გამარჯვებამდე უფრო ჰობად მიმაჩნდა. ახლა, როცა წიგნი გამოცემულია და აღიარებული, მეტ თავდაჯერებასაც ვგრძნობ და პასუხისმგებლობასაც. ამავდროულად, თავადაც ძალიან მაინტერესებს მომავალში რას დავწერ.

არქიტექტურული მიმართულებით ქართულ ენაზე ბევრი ლიტერატურული ნამუშევრით არ ვართ განებივრებულები. როგორ ფიქრობთ, ამ კუთხით რამდენად სიახლე იყო მკითხველისთვის თქვენი რომანი?

გავბედავ ვთქვა, რომ ეს თემა არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ლიტერატურაშიც მცირედაა გახსნილი. სწორედ აქედან მოვიდა რომანის ერთ-ერთი მთავარი იდეა, - არქიტექტურა არა დეკორაციად წარმომედგინა, არამედ გმირის თანმდევ პერსონაჟად და მისი სულიერი რეფლექსიის მოპასუხედ. ამავდროულად, რომანში ვხედავთ არა მხოლოდ შენობებს ვიწრო გაგებით, არამედ არქიტექტორის თვალით დანახულ მრავალფეროვან სამყაროს, სიყვარულით, იმედგაცრუებით, ესთეტიკური წარმოდგენებით, სტერეოტიპებითა და მათი დაძლევის ცდით. ვფიქრობ, ჩემს რომანს განსაკუთრებულობას სწორედ ეს მატებს.

რა გახდა „არქიტექტორის“ სიუჟეტის შთაგონება?

არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარების პირველივე წლიდან გამიჩნდა სურვილი დამეწერა ისეთი ტექსტი, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად ასახავდა არქიტექტურის ამ საოცარ, ყოვლისმომცველ და ყოველი ჩვენგანისთვის ასე ნაცნობ სამყაროს, რომელზეც სინამდვილეში თითქმის არაფერი ვიცით ხოლმე. არქიტექტურა, სამწუხაროდ, დღემდე კამერულ სფეროდ რჩება, მეც ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ დამაინტრიგებელი სიუჟეტის მეშვეობით გამეხსნა კონტექსტი. საამისოდ საკუთარი ბიოგრაფიული ელემენტების გამოყენებაც მომიხდა და ვიმედოვნებ, რომ საინტერესოდ გამომივიდა.

როგორი უკუკავშირი გაქვთ მკითხველისგან?

მკითხველებისგან ძირითადად დადებითი კომენტარები მაქვს, განსაკუთრებით ჩემი სტუდენტებისგან არქიტექტურის ფაკულტეტიდან. რისთვისაც უაღრესად მადლიერი ვარ.

დაბოლოს, უნდა ველოდოთ თუ არა თქვენგან ახალ ლიტერატურულ ნამუშევრებს?

წერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ალბათ არასდროს შევწყვეტ. იმედია, ჩემს მომავალ ნაშრომებს გამომცემლები და მკითხველებიც მოიწონებენ და საშუალება მომეცემა, მეტი გავუზიარო სამყაროს.