მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობენ კალაძეს აფხაზეთიდან? - "რაც შეეხება მომავალში მეზობელ საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობას... საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ"
რას პასუხობენ კალაძეს აფხაზეთიდან? - "რაც შეეხება მომავალში მეზობელ საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობას... საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ"

აფხა­ზე­თის ე.წ. "სა­გა­რეო უწყე­ბა“ კახა კა­ლა­ძეს პა­სუ­ხობს - გვინ­და, ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს შე­ვახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვად უნდა მო­ა­წეს­რი­გოს ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან

აფხა­ზე­თის ე.წ. "სა­გა­რეო უწყე­ბა“ თბი­ლი­სის მერს, კახა კა­ლა­ძეს პა­სუ­ხობს და აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და სხვა მი­თი­ურ ტერ­მი­ნე­ბის შე­სა­ხებ რე­ა­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მო სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე სპე­კუ­ლი­რე­ბის ნაც­ვლად, ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბით უნდა და­ი­წყონ.

"გა­ვე­ცა­ნით მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთს კონ­კრე­ტულ ზო­მებ­ზე გა­დას­ვლას სთა­ვა­ზობს. გვინ­და, ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს შე­ვახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვად უნდა მო­ა­წეს­რი­გოს ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რბო­ლის დროს "სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის“ და სხვა მი­თი­ურ ტერ­მი­ნე­ბის შე­სა­ხებ რე­ა­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მო სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე სპე­კუ­ლი­რე­ბის ნაც­ვლად, ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბით უნდა და­ი­წყონ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ე.წ. "სა­მი­ნის­ტროს“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ე.წ. უწყე­ბა გან­მარ­ტავს, რომ რუ­სე­თი და აფხა­ზე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი არი­ან და "აფხა­ზეთ-რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“ ეფუძ­ნე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­სა და შე­თან­ხმე­ბებს, მათ შო­რის ისე­თებს, რომ­ლე­ბიც გან­სა­ზღვრავს აფხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის არ­სე­ბო­ბას და "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის“ ერ­თობ­ლივ დაც­ვას.

"რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ­ში მე­ზო­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­თან რა­ი­მე სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ჩვე­ნი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლი რჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ უნდა აღი­ა­როს აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა სუ­ვე­რე­ნულ და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ და ხელი მო­ა­წე­როს იუ­რი­დი­უ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო დო­კუ­მენტს ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლი­სის მერი, კახა კა­ლა­ძე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მად, მოს­კო­ვი მზა­დაა, და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლოს, "აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში“, თუკი თა­ვად "ქვეყ­ნე­ბი“ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ამით. კა­ლა­ძის თქმით, ამ გან­ცხა­დე­ბებ­თან ერ­თად კარ­გი იქ­ნე­ბო­და უკვე ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, მა­გა­ლი­თად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ზე, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და დღეს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, და­ი­წყოს თუნ­დაც სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ მოხ­დეს ამ ნა­წი­ლე­ბის, ჯა­რის გაყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რას პასუხობენ კალაძეს აფხაზეთიდან? - "რაც შეეხება მომავალში მეზობელ საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობას... საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ"

რას პასუხობენ კალაძეს აფხაზეთიდან? - "რაც შეეხება მომავალში მეზობელ საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობას... საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ"

აფხაზეთის ე.წ. "საგარეო უწყება“ კახა კალაძეს პასუხობს - გვინდა, ქართველ პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან

აფხაზეთის ე.წ. "საგარეო უწყება“ თბილისის მერს, კახა კალაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სხვა მითიურ ტერმინების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ.

"გავეცანით მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს კონკრეტულ ზომებზე გადასვლას სთავაზობს. გვინდა, ქართველ პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ამჟამად არ არსებობს. ამიტომ, წინასაარჩევნო რბოლის დროს "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ და სხვა მითიურ ტერმინების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ“, - აღნიშნულია ე.წ. "სამინისტროს“ განცხადებაში.

ე.წ. უწყება განმარტავს, რომ რუსეთი და აფხაზეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და "აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები“ ეფუძნება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც განსაზღვრავს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და "აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის“ ერთობლივ დაცვას.

"რაც შეეხება მომავალში მეზობელ საქართველოს სახელმწიფოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად "ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. კალაძის თქმით, ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად საქართველოს ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.

იხილეთ ასევე: