კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას - ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს შერიგებას, კარგია“ - კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე
“ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას - ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს შერიგებას, კარგია“ - კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე

“[სერ­გეი ლავ­რო­ვის] აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფა­სებს პო­ზი­ტი­უ­რად - ის, რომ რუ­სე­თი მი­ე­სალ­მე­ბა და ხელს შე­უ­წყობს, რათა მოხ­დეს შე­რი­გე­ბა, ეს კარ­გია“, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კა­ლა­ძემ რუ­სე­თის საგ­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაა, რაც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით უნდა მოხ­დეს.

“ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა საკ­მა­ოდ ვრცლად ისა­უბ­რა. ეს უნდა მოხ­დეს ურ­თი­ერ­თშე­რი­გე­ბით, ეს უნდა მოხ­დეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, გან­ვი­თა­რე­ბით, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ე­ბით. ჩვენ ყვე­ლამ უნდა შევ­ძლოთ, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ წარ­სუ­ლი, ასე­ვე, შეც­დო­მე­ბი რა გვაქვს დაშ­ვე­ბუ­ლი. ჩვენ არ ვა­პი­რებთ იმ პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­საც კო­ლექ­ტი­უ­რი რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სი მე­პატ­რო­ნე­ე­ბით ქმნის,”- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მან რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას პო­ზი­ტი­უ­რი უწო­და და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ გან­ცხა­დე­ბას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბიც მოჰ­ყვე­ბა.

“რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას. ის, რომ რუ­სე­თი მი­ე­სალ­მე­ბა და ხელს შე­უ­წყობს, რათა მოხ­დეს შე­რი­გე­ბა, ეს რა თქმა უნდა, პო­ზი­ტი­უ­რია. თუმ­ცა, მე ვი­ტყო­დი, რომ ამ გან­ცხა­დე­ბებ­თან ერ­თად კარ­გი იქ­ნე­ბო­და უკვე ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ზე, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და დღეს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ამ გან­ცხა­დე­ბებ­თან ერ­თად, პა­რა­ლე­ლუ­რად, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ და­ი­წყოს თუნ­დაც სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ მოხ­დეს ამ ნა­წი­ლე­ბის, ჯა­რის გაყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებ­თან მოხ­დეს შე­რი­გე­ბა. მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, ურ­თი­ერ­თმი­ტე­ვე­ბით შეგ­ვიძ­ლია ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მოს­კო­ვი მზა­დაა და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლოს, „აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში“, თუკი თა­ვად „ქვეყ­ნე­ბი“ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ამით. მისი თქმით, რუ­სე­თი მზად არის დახ­მა­რე­ბის­თვის, თუკი იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის ინ­ტე­რე­სი თავ­და­უს­ხმე­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

“ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას - ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს შერიგებას, კარგია“ - კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე

“ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას - ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს შერიგებას, კარგია“ - კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე

“[სერგეი ლავროვის] აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად - ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კალაძემ რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას მედიასთან განაცხადა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.

“ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალიური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება.

“რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.