სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორწლიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ სარჩელი, რომელშიც ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებდა, უკან გამოიტანა
ორწლიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ სარჩელი, რომელშიც ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებდა, უკან გამოიტანა

ორ­წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო ბრძო­ლის შემ­დეგ, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ FBI-ში შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც ბრედ პი­ტის მხრი­დან მას­ზე ძა­ლა­დო­ბას შე­ე­ხე­ბო­და, გა­მო­ი­ტა­ნა.

Page Six-ის გა­მო­ცე­მის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ჯო­ლიმ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა 25 სექ­ტემ­ბერს შე­ი­ტა­ნა. შე­დე­გად, ორი­ვე მხა­რეს მო­უ­წევს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი იუ­რი­დი­უ­ლი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და.

FBI-მ პი­ტის სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ბი­უ­რო­ში ანო­ნი­მუ­რი ზარი გან­ხორ­ცი­ელ­და. შემ­თხვე­ვა 2016 წელს წყვი­ლის კერ­ძო თვითმფრი­ნავ­ში მოხ­და, რა დრო­საც, ჯო­ლის მტკი­ცე­ბით, ქმარ­მა მასა და მის შვი­ლებ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და. გა­მო­ძი­ე­ბა 2016 წელსვე და­ი­ხუ­რა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს პი­ტის­თვის ბრა­ლი არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ. საქ­მის და­ხურ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ჯო­ლიმ პიტ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა 2022 წელს "ჯეინ დოუს" ფსევ­დო­ნი­მით მო­ი­თხო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან ბი­უ­როს­გან ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ გა­მოკ­ვლე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბის გა­და­ცე­მაც მო­ი­თხო­ვა. წყა­როს თქმით, ეს ჯო­ლის­გან გა­დად­გმუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯი იყო, რაც შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში უნდა დახ­მა­რე­ბო­და. ჯო­ლი­სა და პი­ტის შვი­ლე­ბის მე­ურ­ვე­ო­ბის სა­კი­თხი დღემ­დე არაა გა­და­წყვე­ტი­ლი.

სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ჯოლი ამ­ტკი­ცებს, რომ კერ­ძო თვითმფრი­ნავ­ში პიტ­მა მათ ერთ-ერთ შვილს სა­ხე­ში გა­არ­ტყა, მე­ო­რეს კი ყელ­ში წა­უ­ჭი­რა ხელი. აგ­რეთ­ვე, რო­გორც ქალი იხ­სე­ნებს, ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა ბრედ­მა ის შე­ან­ჯღ­რია და კე­დელს მი­ა­ნარ­ცხა. პიტი ჯო­ლის ყვე­ლა ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და მათ "სრულ სიც­რუ­ეს" უწო­დებს.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ორწლიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ სარჩელი, რომელშიც ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებდა, უკან გამოიტანა

ორწლიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ სარჩელი, რომელშიც ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებდა, უკან გამოიტანა

ორწლიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ FBI-ში შეტანილი სარჩელი, რომელიც ბრედ პიტის მხრიდან მასზე ძალადობას შეეხებოდა, გამოიტანა.

Page Six-ის გამოცემის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ჯოლიმ საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა 25 სექტემბერს შეიტანა. შედეგად, ორივე მხარეს მოუწევს ინდივიდუალური იურიდიული საფასურის გადახდა.

FBI-მ პიტის სავარაუდო ძალადობის შესახებ საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიუროში ანონიმური ზარი განხორციელდა. შემთხვევა 2016 წელს წყვილის კერძო თვითმფრინავში მოხდა, რა დროსაც, ჯოლის მტკიცებით, ქმარმა მასა და მის შვილებზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიება 2016 წელსვე დაიხურა და სამართალდამცავებს პიტისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. საქმის დახურვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჯოლიმ პიტთან განქორწინება მოითხოვა.

ანჯელინა ჯოლიმ საქმის ხელახალი გამოძიება 2022 წელს "ჯეინ დოუს" ფსევდონიმით მოითხოვა. მოგვიანებით, მან ბიუროსგან ინციდენტის შესახებ გამოკვლეული დეტალების გადაცემაც მოითხოვა. წყაროს თქმით, ეს ჯოლისგან გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი იყო, რაც შვილებზე მეურვეობის მოპოვებაში უნდა დახმარებოდა. ჯოლისა და პიტის შვილების მეურვეობის საკითხი დღემდე არაა გადაწყვეტილი.

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ჯოლი ამტკიცებს, რომ კერძო თვითმფრინავში პიტმა მათ ერთ-ერთ შვილს სახეში გაარტყა, მეორეს კი ყელში წაუჭირა ხელი. აგრეთვე, როგორც ქალი იხსენებს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრედმა ის შეანჯღრია და კედელს მიანარცხა. პიტი ჯოლის ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ "სრულ სიცრუეს" უწოდებს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა