მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში ქარიშხალ “ჰელენას“ სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა - ფოტოები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონიდან, სადაც სტიქია მძვინვარებს
აშშ-ში ქარიშხალ “ჰელენას“ სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა - ფოტოები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონიდან, სადაც სტიქია მძვინვარებს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქა­რიშ­ხალ “ჰე­ლე­ნის­გან“ გა­მოწ­ვე­ულ ძლი­ერ ქარ­სა და კო­კის­პი­რულ წვი­მას, სულ მცი­რე, 64 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

სტი­ქი­ის გამო თით­ქმის 3.5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა.

“ჰე­ლე­ნის­გან“ გა­მოწ­ვე­ულ­მა ძლი­ერ­მა ქარ­მა, წვი­მამ, წყალ­დი­დო­ბამ და ტორ­ნა­დომ, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ლი­არ­დო­ბით აშშ დო­ლა­რის ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა, დან­გრე­უ­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბი, გზატ­კე­ცი­ლე­ბი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სახ­ლე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ნო­ბე­ბი.

“თით­ქოს ბომ­ბი აფეთ­ქდა“, - გა­ნა­ცხა­და ჯორ­ჯი­ის შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ბრა­ი­ან კემ­პმა მი­ყე­ნე­ბულ ზი­ან­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

AccuWeather-ის მთა­ვა­რი მე­ტე­ო­რო­ლო­გის, ჯო­ნა­თან პორ­ტე­რის შე­ფა­სე­ბით, ქა­რიშ­ხლის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 95-110 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს რაც მას აქ­ცევს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდი ზა­რა­ლის გა­მომ­წვევ ქა­რიშ­ხლად აშშ-ის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­ო­თხე კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხა­ლი “ჰე­ლე­ნი“ ფლო­რი­დის ბიგ-ბენ­დის რე­გი­ონს ხუთ­შა­ბათს და­არ­ტყდა თავს. ფლო­რი­და­ში ქა­რის მაქ­სი­მა­ლურ­მა სიჩ­ქა­რემ 225 კმ/სთ-ს მი­აღ­წია, მას შემ­დეგ ქა­რიშ­ხა­ლი “ჰე­ლე­ნი“ შე­სუს­ტდა და ახლა მისი დონე პოსტ-ტრო­პი­კუ­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

აშშ-ში ქარიშხალ “ჰელენას“ სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა - ფოტოები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონიდან, სადაც სტიქია მძვინვარებს

აშშ-ში ქარიშხალ “ჰელენას“ სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა - ფოტოები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონიდან, სადაც სტიქია მძვინვარებს

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხალ “ჰელენისგან“ გამოწვეულ ძლიერ ქარსა და კოკისპირულ წვიმას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის გამო თითქმის 3.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

“ჰელენისგან“ გამოწვეულმა ძლიერმა ქარმა, წვიმამ, წყალდიდობამ და ტორნადომ, შეერთებულ შტატებს, სავარაუდოდ, მილიარდობით აშშ დოლარის ზარალი მიაყენა, დანგრეულია ცენტრალური უბნები, გზატკეცილები და დიდი რაოდენობით სახლები და ორგანიზაციების შენობები.

“თითქოს ბომბი აფეთქდა“, - განაცხადა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა მიყენებულ ზიანზე კომენტირებისას.

AccuWeather-ის მთავარი მეტეოროლოგის, ჯონათან პორტერის შეფასებით, ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალი, დაახლოებით, 95-110 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს რაც მას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზარალის გამომწვევ ქარიშხლად აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში.

შეგახსენებთ, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი “ჰელენი“ ფლორიდის ბიგ-ბენდის რეგიონს ხუთშაბათს დაარტყდა თავს. ფლორიდაში ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია, მას შემდეგ ქარიშხალი “ჰელენი“ შესუსტდა და ახლა მისი დონე პოსტ-ტროპიკულია.

იხილეთ ასევე: