Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, როგორც ჩანს, მისთვის მისაბაძია არა ევროპელი და ამერიკელი, არამედ “ჰამასის“ და “ჰეზბოლას“ ლიდერები“ - სერგო ჩიხლაძე
“პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, როგორც ჩანს, მისთვის მისაბაძია არა ევროპელი და ამერიკელი, არამედ “ჰამასის“ და “ჰეზბოლას“ ლიდერები“ - სერგო ჩიხლაძე

“პა­პუ­აშ­ვი­ლი არის ქა­რაფ­შუ­ტა პო­ლი­ტი­კო­სი-კო­ბა­ხი­ძე-ღა­რი­ბაშ­ვილს გა­და­უს­წრო სა­კუ­თა­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, ქა­რაფ­შუ­ტუ­ლი, ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით“, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სა გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლით მან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა, სადა მან აღ­ნიშ­ნა, რომ რი­ტო­რი­კა და ტერ­მი­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იყე­ნებს, ევ­რო­პე­ლი ქა­რაფ­შუ­ტა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ანა­რეკ­ლია.

“პა­პუ­აშ­ვი­ლი არის ქა­რაფ­შუ­ტა პო­ლი­ტი­კო­სი, მე მას პო­ლი­ტი­კოსს ვერ და­ვარ­ქმევ­დი. რო­გორც ჩანს მის­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თია არა ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­მედ რუსი ან ირა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, “ჰა­მა­სის“ და “ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დე­რე­ბი. ვუ­სამ­ძიმ­რებ პა­პუ­აშ­ვილს და კო­ბა­ხი­ძეს ამ ტე­რო­რის­ტი ლი­დე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას, ალ­ბათ ძა­ლი­ან წუ­ხან ამა­ზე. პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. არა­სე­რი­ო­ზუ­ლია ეს ადა­მი­ა­ნი, კო­ბა­ხი­ძე-ღა­რი­ბაშ­ვილს გა­და­უს­წრო სა­კუ­თა­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, ქა­რაფ­შუ­ტუ­ლი, ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით“,- აღ­ნიშ­ნა ჩიხ­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ თე­ლავ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ცოდ­ნა არ აქვს.

“ივა­ნიშ­ვილ­მა არ იცის უახ­ლე­სი ის­ტო­რია, არც ძვე­ლი არც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის. სა­ერ­თოდ, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ძა­ლი­ან უყ­ვარს ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რა, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი, ისე უახ­ლე­სი. ფაქ­ტია, რომ მათ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ცოდ­ნა არ აქვთ. ისი­ნი არი­ან უვი­ცე­ბი და მა­ტყუ­ა­რე­ბი. ვფიქ­რობ, გუ­შინ­დე­ლი ნათ­ქვა­მი უვი­ცო­ბის, მავ­ნებ­ლო­ბის და ტყუ­ი­ლე­ბის ნა­ზა­ვი იყო“, - აღ­ნიშ­ნა ჩიხ­ლა­ძემ.

ავტორი:

“პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, როგორც ჩანს, მისთვის მისაბაძია არა ევროპელი და ამერიკელი, არამედ “ჰამასის“ და “ჰეზბოლას“ ლიდერები“ - სერგო ჩიხლაძე

“პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, როგორც ჩანს, მისთვის მისაბაძია არა ევროპელი და ამერიკელი, არამედ “ჰამასის“ და “ჰეზბოლას“ ლიდერები“ - სერგო ჩიხლაძე

“პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი-კობახიძე-ღარიბაშვილს გადაუსწრო საკუთარი არასერიოზული, ქარაფშუტული, ანტიქართული განცხადებებით“, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა.

აღნიშნულით მან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა, სადა მან აღნიშნა, რომ რიტორიკა და ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიის ანარეკლია.

“პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, მე მას პოლიტიკოსს ვერ დავარქმევდი. როგორც ჩანს მისთვის მისაბაძი მაგალითია არა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, არამედ რუსი ან ირანელი პოლიტიკოსები, “ჰამასის“ და “ჰეზბოლას“ ლიდერები. ვუსამძიმრებ პაპუაშვილს და კობახიძეს ამ ტერორისტი ლიდერების განადგურებას, ალბათ ძალიან წუხან ამაზე. პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. არასერიოზულია ეს ადამიანი, კობახიძე-ღარიბაშვილს გადაუსწრო საკუთარი არასერიოზული, ქარაფშუტული, ანტიქართული განცხადებებით“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, მან “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ თელავში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას“ ისტორიის შესახებ ცოდნა არ აქვს.

“ივანიშვილმა არ იცის უახლესი ისტორია, არც ძველი არც შუა საუკუნეების. საერთოდ, “ქართულ ოცნებას“ ძალიან უყვარს ისტორიის გადაწერა, როგორც საუკუნეების წინანდელი, ისე უახლესი. ფაქტია, რომ მათ ისტორიის შესახებ ცოდნა არ აქვთ. ისინი არიან უვიცები და მატყუარები. ვფიქრობ, გუშინდელი ნათქვამი უვიცობის, მავნებლობის და ტყუილების ნაზავი იყო“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.