მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელის ჰეზბოლას ჰასან ნასრალას გარეშე და ვინ არის მოკლულის “ტყუპისცალი“ ჰაშემ საფიდინი, რომელსაც დაჯგუფების პოტენციურ ლიდერად მიიჩნევენ - “მან მტრებს მოუწოდა, რომ “მოემზადონ ტირილისთვის“
რა ელის ჰეზბოლას ჰასან ნასრალას გარეშე და ვინ არის მოკლულის “ტყუპისცალი“ ჰაშემ საფიდინი, რომელსაც დაჯგუფების პოტენციურ ლიდერად მიიჩნევენ - “მან მტრებს მოუწოდა, რომ “მოემზადონ ტირილისთვის“

ჰა­სან ნას­რა­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, “ჰეზ­ბო­ლას“ გა­მო­ე­ცა­ლა არა მხო­ლოდ მუდ­მი­ვი ლი­დე­რი, არა­მედ მი­წაც ფეხ­ქვეშ, - სწო­რედ ასე აფა­სე­ბენ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ის­რა­ე­ლის უნი­კა­ლურ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას.

“ის არ არის მხო­ლოდ სიმ­ბო­ლო, ვინც იდგა ჯგუ­ფის სტრა­ტე­გი­უ­ლი და სამ­ხედ­რო აზ­როვ­ნე­ბის უკან. ეჭვგა­რე­შეა, რომ მის სიკ­ვდილს სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა“,- ამ­ბობს BBC-თან სა­უბრში ბე­ი­რუ­თე­ლი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ზე­ი­ნა ხოდ­რი.

ნას­რა­ლას გავ­ლე­ნის ფარ­გლე­ბი სცილ­დე­ბა ჰეზ­ბო­ლას. მისი ოპო­ნენ­ტე­ბიც კი ის­რა­ელ­ში და და­სავ­ლეთ­ში აღი­ა­რე­ბენ მას, რო­გორც მა­ღალ ფი­გუ­რას ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კა­ში.

  • ნას­რა­ლა ჰეზ­ბო­ლას 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, გან­სა­ზღვრავ­და მის პო­ლი­ტი­კა­სა და სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ას, აძ­ლი­ე­რებ­და მას ირა­ნის დახ­მა­რე­ბით და თე­ი­რა­ნის­გან გარ­კვე­უ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით.

ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი შემ­ცვლე­ლის პოვ­ნა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის ვი­თა­რე­ბას ამ­ძი­მებს ის­რა­ე­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი და მზა­დე­ბა საქ­მის ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნად. ის­რა­ე­ლის ოპე­რა­ცი­ე­ბის სე­რი­ის შე­დე­გად ჯგუფ­მა და­კარ­გა მრა­ვა­ლი უმაღ­ლე­სი მე­თა­უ­რი და მისი შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ირ­ყა.

“ის იყო ის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებ­და სწრა­ფად მზარდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას“, - აღ­ნიშ­ნავს კარ­ნე­გის ინ­სტი­ტუ­ტის ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ცენ­ტრის უფ­რო­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ჰა­ნად ჰეიგ ალი.

მისი აზ­რით, ნას­რა­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან ერ­თად სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა ყვე­ლა დო­ნე­ზე - თა­ვად ჯგუ­ფი­დან და­წყე­ბუ­ლი, ირა­ნის ეგი­დის ქვეშ მყო­ფი მთე­ლი ან­ტი­ის­რა­ე­ლუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ით დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

  • ჰეზ­ბო­ლას მო­რა­ლუ­რი სული გა­ტე­ხი­ლია, რამ­დენ ხანს გას­ტანს ეს?

ჰა­სან ნას­რა­ლა ჰეზ­ბო­ლას სა­თა­ვე­ში 1992 წელს, მისი წი­ნა­მორ­ბე­დის აბას მუ­სა­ვის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ჩა­უდ­გა. მუ­სა­ვიც ის­რა­ე­ლის სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჰეზ­ბო­ლას რი­გებ­ში მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სრუ­ლი დე­მო­რა­ლი­ზა­ცია იქ­ნე­ბა, ამ­ბო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი.

ნას­რა­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ოს­ტა­ტუ­რად მა­ლავ­და თა­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფელს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, აჩ­ვე­ნა ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო და დაზ­ვერ­ვის უპი­რა­ტე­სო­ბა.

ბე­ი­რუ­თის დარ­ტყმის შემ­დეგ, რო­მელ­მაც ის მოკ­ლა, ჰეზ­ბო­ლამ ის­რა­ელს რამ­დე­ნი­მე რა­კე­ტა ეს­რო­ლა, შე­საძ­ლოა იმის და­სა­ნა­ხად, რომ ის არ აპი­რებს უკან და­ხე­ვას, მაგ­რამ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, დაჯ­გუ­ფე­ბას კარ­გად ეს­მის, თუ რო­გო­რი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი დარ­ტყმა მი­ად­გა.

”ეს არის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და ის­რა­ე­ლი იყე­ნებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჰეზ­ბო­ლას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სტრუქ­ტუ­რი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დე­მონ­ტა­ჟის­თვის,” - აღ­ნიშ­ნავს ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრო­ფე­სო­რი ფა­ვაზ გერ­გე­სი. მისი აზ­რით, ჰა­სან ნას­რა­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რე­გი­ონ­ში ჰეზ­ბო­ლას გავ­ლე­ნა შემ­ცირ­დე­ბა.

  • სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი

ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ჰეზ­ბო­ლას სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი ჰა­სან ნას­რა­ლას სიკ­ვდი­ლით და­ზა­რალ­დეს. ირანს ეს­მის, რომ ნას­რა­ლას სიკ­ვდი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმაა ირა­ნის გავ­ლე­ნის მას­შტა­ბებ­ზე ლი­ბან­ში და მთლი­ა­ნად ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ამი­ტომ, ირა­ნი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ირა­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სტა­ტუს კვოს აღ­სად­გე­ნად.

ჰეზ­ბო­ლა არა მხო­ლოდ რა­დი­კა­ლუ­რი მებ­რძო­ლი ჯგუ­ფია, არა­მედ არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აც. ჰეზ­ბო­ლა 2005 წლი­დან ლი­ბა­ნის მთავ­რო­ბის ნა­წი­ლია და ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტში 15 მან­დატს ფლობს.

  • შე­საძ­ლო მემ­კვიდ­რე

  • ბევ­რი ექ­სპერ­ტი ნას­რა­ლას ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო მემ­კვიდ­რედ ჰა­შემ სა­ფი­დინს მი­იჩ­ნევს.

ჰეზ­ბო­ლას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ის ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და ბე­ი­რუთ­ზე ის­რა­ე­ლის ერთ-ერთი დარ­ტყმის ეპი­ცენ­ტრში და გა­დარ­ჩა.

სა­ფი­დი­ნი ჰა­სან ნას­რა­ლას ბი­ძაშ­ვი­ლია. დაჯ­გუ­ფე­ბა­ში დიდი გავ­ლე­ნა აქვს. ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო კი ჰა­სან ნას­რა­ლას­თან ფი­ზი­კუ­რი მსგავ­სე­ბაა, რის გა­მოც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად “ტყუ­პის­ცალ­საც“ უწო­დე­ბენ.

სა­ფი­დი­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს ჰეზ­ბო­ლას პო­ლი­ტი­კურ ფრთას და არის ჯგუ­ფის ჯი­ჰა­დის საბ­ჭოს წევ­რი. 2017 წელს აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­ფი­დი­ნი ძებ­ნილ ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში და­ა­მა­ტა.

ის არა­ერ­თხელ და­ე­მუქ­რა ის­რა­ელს ეს­კა­ლა­ცი­ით და მო­უ­წო­და მის მტრებს “მო­ემ­ზა­დონ ტი­რი­ლის­თვის“.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა ელის ჰეზბოლას ჰასან ნასრალას გარეშე და ვინ არის მოკლულის “ტყუპისცალი“ ჰაშემ საფიდინი, რომელსაც დაჯგუფების პოტენციურ ლიდერად მიიჩნევენ - “მან მტრებს მოუწოდა, რომ “მოემზადონ ტირილისთვის“

რა ელის ჰეზბოლას ჰასან ნასრალას გარეშე და ვინ არის მოკლულის “ტყუპისცალი“ ჰაშემ საფიდინი, რომელსაც დაჯგუფების პოტენციურ ლიდერად მიიჩნევენ - “მან მტრებს მოუწოდა, რომ “მოემზადონ ტირილისთვის“

ჰასან ნასრალას გარდაცვალებასთან ერთად, რომელიც ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, “ჰეზბოლას“ გამოეცალა არა მხოლოდ მუდმივი ლიდერი, არამედ მიწაც ფეხქვეშ, - სწორედ ასე აფასებენ ანალიტიკოსები ისრაელის უნიკალურ სპეცოპერაციას.

“ის არ არის მხოლოდ სიმბოლო, ვინც იდგა ჯგუფის სტრატეგიული და სამხედრო აზროვნების უკან. ეჭვგარეშეა, რომ მის სიკვდილს სერიოზული შედეგები მოჰყვება“,- ამბობს BBC-თან საუბრში ბეირუთელი მიმომხილველი ზეინა ხოდრი.

ნასრალას გავლენის ფარგლები სცილდება ჰეზბოლას. მისი ოპონენტებიც კი ისრაელში და დასავლეთში აღიარებენ მას, როგორც მაღალ ფიგურას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში.

  • ნასრალა ჰეზბოლას 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, განსაზღვრავდა მის პოლიტიკასა და სამხედრო სტრატეგიას, აძლიერებდა მას ირანის დახმარებით და თეირანისგან გარკვეული ავტონომიის შენარჩუნებით.

ეკვივალენტური შემცვლელის პოვნა რთული იქნება. დაჯგუფებისთვის ვითარებას ამძიმებს ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციები და მზადება საქმის ბოლომდე მისაყვანად. ისრაელის ოპერაციების სერიის შედეგად ჯგუფმა დაკარგა მრავალი უმაღლესი მეთაური და მისი შიდა უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვნად შეირყა.

“ის იყო ის დამაკავშირებელი, რომელიც აერთიანებდა სწრაფად მზარდ ორგანიზაციას“, - აღნიშნავს კარნეგის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის ცენტრის უფროსი თანამშრომელი მოჰანად ჰეიგ ალი.

მისი აზრით, ნასრალას გარდაცვალებასთან ერთად სიტუაცია შეიცვლება ყველა დონეზე - თავად ჯგუფიდან დაწყებული, ირანის ეგიდის ქვეშ მყოფი მთელი ანტიისრაელული კოალიციით დასრულებული.

  • ჰეზბოლას მორალური სული გატეხილია, რამდენ ხანს გასტანს ეს?

ჰასან ნასრალა ჰეზბოლას სათავეში 1992 წელს, მისი წინამორბედის აბას მუსავის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა. მუსავიც ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. უახლოეს დღეებში ჰეზბოლას რიგებში მთავარი პრობლემა სრული დემორალიზაცია იქნება, ამბობენ ექსპერტები.

ნასრალას გარდაცვალებამ, რომელიც ოსტატურად მალავდა თავის ადგილსამყოფელს დიდი ხნის განმავლობაში, აჩვენა ისრაელის სამხედრო და დაზვერვის უპირატესობა.

ბეირუთის დარტყმის შემდეგ, რომელმაც ის მოკლა, ჰეზბოლამ ისრაელს რამდენიმე რაკეტა ესროლა, შესაძლოა იმის დასანახად, რომ ის არ აპირებს უკან დახევას, მაგრამ ანალიტიკოსების შეფასებით, დაჯგუფებას კარგად ესმის, თუ როგორი გამანადგურებელი დარტყმა მიადგა.

”ეს არის სრულმასშტაბიანი ომი და ისრაელი იყენებს ამ შესაძლებლობას ჰეზბოლას ხელმძღვანელობის სტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის,” - აღნიშნავს ლონდონის ეკონომიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ფავაზ გერგესი. მისი აზრით, ჰასან ნასრალას გარდაცვალების შემდეგ რეგიონში ჰეზბოლას გავლენა შემცირდება.

  • სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური მომავალი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰეზბოლას სამხედრო პოტენციალი ჰასან ნასრალას სიკვდილით დაზარალდეს. ირანს ესმის, რომ ნასრალას სიკვდილი სერიოზული დარტყმაა ირანის გავლენის მასშტაბებზე ლიბანში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ირანი, დიდი ალბათობით, ირანი ყველაფერს გააკეთებს სტატუს კვოს აღსადგენად.

ჰეზბოლა არა მხოლოდ რადიკალური მებრძოლი ჯგუფია, არამედ არის პოლიტიკური პარტიაც. ჰეზბოლა 2005 წლიდან ლიბანის მთავრობის ნაწილია და ამჟამად პარლამენტში 15 მანდატს ფლობს.

  • შესაძლო მემკვიდრე

  • ბევრი ექსპერტი ნასრალას ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ ჰაშემ საფიდინს მიიჩნევს.

ჰეზბოლასთან დაახლოებული წყაროების თანახმად, ის ასევე იმყოფებოდა ბეირუთზე ისრაელის ერთ-ერთი დარტყმის ეპიცენტრში და გადარჩა.

საფიდინი ჰასან ნასრალას ბიძაშვილია. დაჯგუფებაში დიდი გავლენა აქვს. ყველაზე თვალსაჩინო კი ჰასან ნასრალასთან ფიზიკური მსგავსებაა, რის გამოც არაოფიციალურად “ტყუპისცალსაც“ უწოდებენ.

საფიდინი ზედამხედველობს ჰეზბოლას პოლიტიკურ ფრთას და არის ჯგუფის ჯიჰადის საბჭოს წევრი. 2017 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საფიდინი ძებნილ ტერორისტთა სიაში დაამატა.

ის არაერთხელ დაემუქრა ისრაელს ესკალაციით და მოუწოდა მის მტრებს “მოემზადონ ტირილისთვის“.

წყარო

იხილეთ ასევე: