Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რა ფორმით შედგება შერიგება, თავად უნდა გადაწყვიტონ“ - ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის “საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს”
“რა ფორმით შედგება შერიგება, თავად უნდა გადაწყვიტონ“ - ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის “საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს”

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, “მოს­კო­ვი მზა­დაა სა­ქარ­თვე­ლოს, აფხა­ზეთს და სამ­ხრეთ ოსეთს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში და­ეხ­მა­როს, თუკი თა­ვად ქვეყ­ნე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ამით“.

“თუ რა სა­ხით და რა ფორ­მით შედ­გე­ბა ეს შე­რი­გე­ბა, თა­ვად ამ ქვეყ­ნებ­მა უნდა გა­და­წყვი­ტონ. აფხა­ზე­თიც და სამ­ხრეთ ოსე­თიც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზობ­ლე­ბი არი­ან…

თუ იქ­ნე­ბა სა­მი­ვე მხრი­დან შე­რი­გე­ბის ინ­ტე­რე­სი - მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ”, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მელ­მაც სთხო­ვა პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დებ­ზე იმის შე­სა­ხებ, რომ “ომი სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ი­წყო“.

“მი­გაჩ­ნი­ათ თუ რა შე­საძ­ლებ­ლად, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის, რა­ი­მე სა­ხის შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს?“ - მი­მარ­თა მე­დი­ის წარ­მომ­დგე­ნელ­მა ლავ­როვს.

“სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლო­ბა უბ­რა­ლოდ გულ­წრფე­ლად აფა­სებს წარ­სულს. მათ თქვეს, რომ - “ჩვენ გვინ­და ის­ტო­რი­უ­ლი შე­რი­გე­ბა“, და რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ეს შე­რი­გე­ბა, ეს თა­ვად ქვეყ­ნებ­მა უნდა გა­და­წყვი­ტონ: ისი­ნიც არი­ან მე­ზობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, გარ­და­უ­ვა­ლია მათ შო­რის გარ­კვე­უ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი. თუკი ყვე­ლა მხა­რის მხრი­დან იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის ინ­ტე­რე­სი, ამ არა­აგ­რე­სი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ჩვენ მზად ვიქ­ნე­ბით და­გეხ­მა­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 79-ე სე­სი­ის შემ­დეგ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მისი თქმით, ის, რომ “ომი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ი­წყო, ყვე­ლამ იცო­და, და­სავ­ლე­ლი კო­ლე­გე­ბის და ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­და.“

წყა­რო

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

“რა ფორმით შედგება შერიგება, თავად უნდა გადაწყვიტონ“ - ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის “საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს”

“რა ფორმით შედგება შერიგება, თავად უნდა გადაწყვიტონ“ - ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის “საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “მოსკოვი მზადაა საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით“.

“თუ რა სახით და რა ფორმით შედგება ეს შერიგება, თავად ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ. აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც საქართველოს მეზობლები არიან…

თუ იქნება სამივე მხრიდან შერიგების ინტერესი - მზად ვართ დავეხმაროთ”, - განაცხადა ლავროვმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელმაც სთხოვა პოზიციის დაფიქსირება საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებზე იმის შესახებ, რომ “ომი სააკაშვილმა დაიწყო“.

“მიგაჩნიათ თუ რა შესაძლებლად, რომ საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის, რაიმე სახის შეთანხმება შედგეს?“ - მიმართა მედიის წარმომდგენელმა ლავროვს.

“საქართველოს დღევანდელი მმართველობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს. მათ თქვეს, რომ - “ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება“, და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: ისინიც არიან მეზობლები საქართველოსთან, გარდაუვალია მათ შორის გარკვეული კონტაქტები. თუკი ყველა მხარის მხრიდან იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი, ამ არააგრესიული შეთანხმებების უზრუნველსაყოფად, ჩვენ მზად ვიქნებით დაგეხმაროთ“, - განაცხადა ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ კონფერენციაზე.

მისი თქმით, ის, რომ “ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, ყველამ იცოდა, დასავლელი კოლეგების და ქალბატონი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გარდა.“

წყარო