მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა" - პაპუაშვილი
"ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა" - პაპუაშვილი

სა­ნამ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე იტყო­და, რომ ბუ­ჩამ­დე აფხა­ზეთ­ში ომი იყო, ეს ომი ჩვენ გა­და­ვი­ტა­ნეთ, ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ­მა ხალ­ხმა, მა­შინ როცა ის საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, პრე­ზი­დენ­ტი მსგავს გან­ცხა­დე­ბებს იმის ფონ­ზე აკე­თებს, როცა თა­ვად კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვევს.

"ამი­ტომ რა­ღაც აღ­მო­ჩე­ნებს თუ აკე­თებს ის თა­ვის­თვის, არ ვიცი, სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­ი­ტა­ნა ეს ომე­ბი და ამა­ში ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ გვჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის ამ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს იმ­პი­რო­ბებ­ში, როცა ის კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვევს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, რაც ერთხელ უკვე თქვა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვაა, მან მარ­თა­ლია თა­ვი­დან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით აკ­რი­ტი­კა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, თუმ­ცა, შემ­დეგ როცა "გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­თან" და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, ამ სა­სა­მარ­თლოს ლე­გი­ტი­მა­ცია აღი­ა­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ის აღი­ა­რებს, რომ დღეს კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვევს. ასეთ ადა­მი­ან­თან გვაქვს საქ­მე, რო­მე­ლიც უხე­შად, პირ­და­პირ, გან­ზრახ არ­ღვევს იმ სა­ფი­ცარს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ერის ეროვ­ნუ­ლი სა­ფი­ცა­რია, ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სა­ფიც­რე­ბი, მაგ­რამ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სა­ფი­ცა­რი, ჩვე­ნი დრო­შა, ჩვე­ნი გერ­ბი და ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­აა, სწო­რედ ამ სა­ფი­ცარს დღეს ის ფეხ­ქვეშ თე­ლავს იმით, რომ გან­ზრახ არ­ღვევს კონ­სტი­ტუ­ცი­ას...

ზო­გა­დად, როცა ადა­მი­ა­ნი არ­ღვევს კა­ნონს, კონ­სტი­ტუ­ცი­ას, იმ­ხე­ლა ცი­ცა­ბო დაღ­მარ­თში ეშ­ვე­ბა, იქ ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი ზღვა­რი იშ­ლე­ბა და ეს არის ახლა, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ასე­თი რი­ტო­რი­კა, ასე­თი ტერ­მი­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც იყე­ნებს თუნ­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­მართ, რო­მე­ლიც ანა­რეკ­ლია იმ ევ­რო­პე­ლი ქა­რაფ­შუ­ტა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­სა, რო­მელ­საც ვის­მენთ, რო­გორც ჩანს, მათ­გან სწავ­ლობს ის, რო­გორ ელა­პა­რა­კოს ქარ­თველ ხალ­ხს", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა" - პაპუაშვილი

"ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა" - პაპუაშვილი

სანამ ქალბატონი სალომე იტყოდა, რომ ბუჩამდე აფხაზეთში ომი იყო, ეს ომი ჩვენ გადავიტანეთ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ხალხმა, მაშინ როცა ის საფრანგეთში ცხოვრობდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პრეზიდენტი მსგავს განცხადებებს იმის ფონზე აკეთებს, როცა თავად კონსტიტუციას არღვევს.

"ამიტომ რაღაც აღმოჩენებს თუ აკეთებს ის თავისთვის, არ ვიცი, საქართველომ გადაიტანა ეს ომები და ამაში ქალბატონი სალომეს ისტორიის გაკვეთილები არ გვჭირდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ის ამ განცხადებას აკეთებს იმპირობებში, როცა ის კონსტიტუციას არღვევს. აღმოჩნდა, რომ ის საზღვარგარეთ იმყოფება მთავრობის თანხმობის გარეშე, რაც ერთხელ უკვე თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ კონსტიტუციის დარღვევაა, მან მართალია თავიდან შეურაცხმყოფელი სიტყვებით აკრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა, შემდეგ როცა "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, ამ სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა. შესაბამისად, ის აღიარებს, რომ დღეს კონსტიტუციას არღვევს. ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც უხეშად, პირდაპირ, განზრახ არღვევს იმ საფიცარს, რომელიც ჩვენი ერის ეროვნული საფიცარია, ჩვენ გვაქვს ჩვენი სულიერი საფიცრები, მაგრამ ჩვენი ეროვნული საფიცარი, ჩვენი დროშა, ჩვენი გერბი და ჩვენი კონსტიტუციაა, სწორედ ამ საფიცარს დღეს ის ფეხქვეშ თელავს იმით, რომ განზრახ არღვევს კონსტიტუციას...

ზოგადად, როცა ადამიანი არღვევს კანონს, კონსტიტუციას, იმხელა ციცაბო დაღმართში ეშვება, იქ ყველანაირი მორალური ზღვარი იშლება და ეს არის ახლა, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, ასეთი რიტორიკა, ასეთი ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს თუნდაც "ქართული ოცნების" მიმართ, რომელიც ანარეკლია იმ ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა, რომელსაც ვისმენთ, როგორც ჩანს, მათგან სწავლობს ის, როგორ ელაპარაკოს ქართველ ხალხს", - განაცხადა პაპუაშვილმა.