საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეი ზიმ P.Diddy-თან ახლო ურთიერთობის გამო 4 მილიონზე მეტი "გამომწერი" დაკარგა - ვის როგორ შეეხო სკანდალი ცნობილი რეპერის გარშემო?
ჯეი ზიმ P.Diddy-თან ახლო ურთიერთობის გამო 4 მილიონზე მეტი "გამომწერი" დაკარგა - ვის როგორ შეეხო სკანდალი ცნობილი რეპერის გარშემო?

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ცნო­ბი­ლი რე­პე­რის, შონ ქომბსის, იგი­ვე P Diddy-ს გარ­შე­მო სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა - იგი სექ­სუ­ა­ლურ ტრე­ფი­კინ­გში, ძა­ლა­დო­ბა­სა და ხალ­ხის პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თვა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სექს წვე­უ­ლე­ბე­ბის დროს რე­პე­რი კო­მერ­ცი­ულ სექსმუ­შა­კებს და მსხვერ­პლებს აი­ძუ­ლებ­და სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტებ­ში ჩარ­თვას. ბრალ­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ იგი მათ ვი­დე­ო­ებს უღებ­და და ამ კად­რებს ინა­ხავ­და. ქომბსი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. ის ამ­ჟა­მად ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მო­ლო­დინ­ში.

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბულ რე­პერ­ზე 24-სა­ა­თი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რათა თვით­მკვლე­ლო­ბა არ სცა­დოს.

რა წე­რია სარ­ჩელ­ში?

გა­სულ თვე­ში, კომბსის ერთ-ერ­თმა ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, პრო­დი­უ­სერ­მა და ვი­დე­ოგ­რაფ­მა როდ­ნი "ლილ როდ“ ჯონსმა, სა­სა­მარ­თლო­ში 105 გვერ­დი­ა­ნი სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა. ჯონ­სი თა­ვის სა­ჩი­ვარ­ში ამ­ტკი­ცებს, რომ მას აქვს „უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ქომბსის წი­ნა­აღ­მდეგ:

  • ექ­სტა­ზის, კო­კა­ი­ნის, GHB-ის, კე­ტა­მი­ნი­სა და მა­რი­ხუ­ა­ნას შე­ძე­ნა, გა­მო­ყე­ნე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა;
  • და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა;
  • არას­რულ­წლო­ვა­ნებ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი.

ჯონ­სის თქმით, კომბსი მას 2022 წელს და­უ­კავ­შირ­და და პრო­დი­უ­სე­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა მისი მო­თხოვ­ნე­ბი მუ­სი­კის წარ­მო­ე­ბას სცილ­დე­ბო­და: სარ­ჩელ­ში ის ამ­ტკი­ცებს, რომ მას და­ე­ვა­ლა ნარ­კო­ტი­კე­ბის შეს­ყიდ­ვა და ქომბსის­თვის სექს მუ­შა­კე­ბის პოვ­ნა. ჯონ­სის თქმით, რე­პე­რი მას სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტე­ბის გა­და­ღე­ბას ავა­ლებ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბით ემუქ­რე­ბო­და. სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია ისიც, რომ ქომბსი ალ­კოჰოლ­ში ექ­სტაზს ურევ­და და სექს მუ­შა­კებს მის და­ლე­ვას აი­ძუ­ლებ­და.

ჯონ­სი კომბსს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მი­სი­ვე თქმით, რე­პერ­მა იგი ერთხელ იახ­ტა­ზე ოს­კა­რო­სან მსა­ხი­ობ, კუბა გუ­დინგ უმ­ცროს­თან ერ­თად მარ­ტო და­ტო­ვა, რო­მელ­მაც მისი სექ­სუ­ა­ლუ­რად შე­ვიწ­რო­ე­ბა სცა­და. ჯონ­სის მტკი­ცე­ბით, კუბა გუ­დინგ უმ­ცრო­სი მას "თე­ძო­ებ­ზე ეფე­რე­ბო­და" და მის გა­სა­ჩე­რებ­ლად ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ჭირ­და.

კომბსის ად­ვო­კატ­მა უარ­ყო ბრალ­დე­ბე­ბი და ჯონ­სის პრე­ტენ­ზი­ებს "ტყუ­ი­ლი" უწო­და. "ეს ბრალ­დე­ბე­ბი სუფ­თა ფიქ­ცი­აა და სხვა არა­ფე­რია, თუ არა პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა. ჩვენ გვაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რი, უდა­ვო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ მისი პრე­ტენ­ზი­ე­ბი სრუ­ლი სიც­რუ­ეა“, - თქვა "დი­დის" ად­ვო­კატ­მა შონ ჰო­ლიმ გა­სულ თვე­ში.

  • ჯეინ დო VS შონ კომბსი

ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ 17 წლის ასაკ­ში Bad Boys Records-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჰარვ პი­ერ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა - ეს უკა­ნას­კნე­ლი კომბსის ახლო მე­გო­ბა­რია. დოი ამ­ტკი­ცებს, რომ კომბსმა, პი­ერ­მა და კი­დევ მე­სა­მე მა­მა­კაც­მა იგი თვითმფრი­ნა­ვით Diddy-ის სტუ­დი­ა­ში წა­უყ­ვა­ნეს და ჯგუ­ფუ­რად გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს.

კომბსი და პი­ე­რი და­ნა­შა­ულს უარ­ყო­ფენ.

  • P. Diddy და ჯას­ტინ ბი­ბე­რი

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წარ­სულ­ში, როცა ჯას­ტი­ნი ჯერ კი­დევ ბავ­შვი იყო, რე­პე­რის ერთ-ერთი მსხვერ­პლი გახ­და. ეჭ­ვე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ბი­ბე­რიც P Diddy-სგან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც წლე­ბის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­ში ჩანს რე­პე­რი 15 წლის ჯას­ტი­ნის გვერ­დით და კა­მე­რა­ში ამ­ბობს: "ის დი­დის­თან 48 სა­ათს გა­ა­ტა­რებს, რას ვა­კე­თებთ, ამას ვერ გა­ვამ­ჟღავ­ნებთ. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლად 15 წლის ბი­ჭის ოც­ნე­ბაა." ჰიპ-ჰო­პის ვარ­სკვლავ­მა და­ა­მა­ტა: "მომ­დევ­ნო 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჩემ­თა­ნაა და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­ვი­გი­ჟებთ თავს."

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ სამ­ყა­რო მხო­ლოდ ახლა იაზ­რებს, რისი გა­და­ტა­ნა მო­უ­წია კა­ნა­დელ მომ­ღე­რალს, რო­მე­ლიც 15 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა შოუ ბიზ­ნე­სის სამ­ყა­რომ.

  • კომბსის ბრალ­დე­ბე­ბის სრუ­ლი სია

მუ­სი­კო­სის წი­ნა­აღ­მდეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბე­ბის სე­რია ჯერ კი­დევ 1990-იან წლებ­ში და­ი­წყო.

2023 წლის 16 ნო­ემ­ბერს პრო­დი­უ­სერს კა­სან­დრა ვენ­ტუ­რამ უჩივ­ლა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ კომბსმა იგი 2018 წელს გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და მას შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მისი მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნო­ემ­ბერ­ში, ქალი, სა­ხე­ლად ჯოი დი­კერ­სონ-ნილი, სა­სა­მარ­თლო­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ კომბსმა ის ნარ­კო­ტი­კე­ბით გა­აბ­რუა, შემ­დეგ სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და და ყვე­ლა­ფე­რი ფა­რუ­ლად გა­და­ი­ღო. და­ნა­შა­უ­ლი 1991 წელს მოხ­და.

კი­დევ ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს 17 წლის იყო, კომბსი ჯგუ­ფურ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

დი­დის "თეთრ წვე­უ­ლე­ბებ­ზე" დამ­სწრე­თა სა­ვა­რა­უ­დო სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ლე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა და­ა­დას­ტუ­რა დი­დის წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წრე­ბა, გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ვა­რა­უ­დო "Freak Offs" წვე­უ­ლე­ბებ­ზე - სწო­რედ აქ ჰქონ­და ად­გი­ლი სა­ში­ნელ და­ნა­შა­ულს.

P.Diddy-თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის გამო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს უწე­რენ ბი­ონ­სეს, სკან­და­ლის ფონ­ზე 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი და­კარ­გა ჯეი-ზიმ. ასე­ვე მე­დია აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლებს ცნო­ბი­ლე­ბის ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც სკან­და­ლურ P.Diddy-თან ერთ დროს პო­ზი­რებ­დნენ და ამ კად­რებს სა­ჯა­რო­დაც "აფ­რი­ა­ლებ­დნენ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ჯეი ზიმ P.Diddy-თან ახლო ურთიერთობის გამო 4 მილიონზე მეტი "გამომწერი" დაკარგა - ვის როგორ შეეხო სკანდალი ცნობილი რეპერის გარშემო?

ჯეი ზიმ P.Diddy-თან ახლო ურთიერთობის გამო 4 მილიონზე მეტი "გამომწერი" დაკარგა - ვის როგორ შეეხო სკანდალი ცნობილი რეპერის გარშემო?

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ცნობილი რეპერის, შონ ქომბსის, იგივე P Diddy-ს გარშემო სკანდალი გრძელდება - იგი სექსუალურ ტრეფიკინგში, ძალადობასა და ხალხის პროსტიტუციაში ჩართვაშია ბრალდებული.

როგორც ცნობილია, სექს წვეულებების დროს რეპერი კომერციულ სექსმუშაკებს და მსხვერპლებს აიძულებდა სექსუალურ აქტებში ჩართვას. ბრალდებაში ნათქვამია, რომ იგი მათ ვიდეოებს უღებდა და ამ კადრებს ინახავდა. ქომბსი დანაშაულს არ აღიარებს. ის ამჟამად ციხეში იმყოფება სასამართლო პროცესის მოლოდინში.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულ რეპერზე 24-საათიანი დაკვირვება მიმდინარეობს, რათა თვითმკვლელობა არ სცადოს.

რა წერია სარჩელში?

გასულ თვეში, კომბსის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, პროდიუსერმა და ვიდეოგრაფმა როდნი "ლილ როდ“ ჯონსმა, სასამართლოში 105 გვერდიანი საჩივარი შეიტანა. ჯონსი თავის საჩივარში ამტკიცებს, რომ მას აქვს „უტყუარი მტკიცებულებები ქომბსის წინააღმდეგ:

  • ექსტაზის, კოკაინის, GHB-ის, კეტამინისა და მარიხუანას შეძენა, გამოყენება და გავრცელება;
  • დაურეგისტრირებელი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, გავრცელება;
  • არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირი.

ჯონსის თქმით, კომბსი მას 2022 წელს დაუკავშირდა და პროდიუსერობა შესთავაზა, თუმცა მისი მოთხოვნები მუსიკის წარმოებას სცილდებოდა: სარჩელში ის ამტკიცებს, რომ მას დაევალა ნარკოტიკების შესყიდვა და ქომბსისთვის სექს მუშაკების პოვნა. ჯონსის თქმით, რეპერი მას სექსუალური აქტების გადაღებას ავალებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ზიანის მიყენებით ემუქრებოდა. სარჩელში ნათქვამია ისიც, რომ ქომბსი ალკოჰოლში ექსტაზს ურევდა და სექს მუშაკებს მის დალევას აიძულებდა.

ჯონსი კომბსს სექსუალურ შევიწროებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, რეპერმა იგი ერთხელ იახტაზე ოსკაროსან მსახიობ, კუბა გუდინგ უმცროსთან ერთად მარტო დატოვა, რომელმაც მისი სექსუალურად შევიწროება სცადა. ჯონსის მტკიცებით, კუბა გუდინგ უმცროსი მას "თეძოებზე ეფერებოდა" და მის გასაჩერებლად ძალის გამოყენება დასჭირდა.

კომბსის ადვოკატმა უარყო ბრალდებები და ჯონსის პრეტენზიებს "ტყუილი" უწოდა. "ეს ბრალდებები სუფთა ფიქციაა და სხვა არაფერია, თუ არა პოპულარობის მოპოვების მცდელობა. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური, უდავო მტკიცებულება იმისა, რომ მისი პრეტენზიები სრული სიცრუეა“, - თქვა "დიდის" ადვოკატმა შონ ჰოლიმ გასულ თვეში.

  • ჯეინ დო VS შონ კომბსი

ამერიკელი მომღერალი ამტკიცებს, რომ 17 წლის ასაკში Bad Boys Records-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰარვ პიერმა გააუპატიურა - ეს უკანასკნელი კომბსის ახლო მეგობარია. დოი ამტკიცებს, რომ კომბსმა, პიერმა და კიდევ მესამე მამაკაცმა იგი თვითმფრინავით Diddy-ის სტუდიაში წაუყვანეს და ჯგუფურად გააუპატიურეს.

კომბსი და პიერი დანაშაულს უარყოფენ.

  • P. Diddy და ჯასტინ ბიბერი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ წარსულში, როცა ჯასტინი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, რეპერის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა. ეჭვები იმის შესახებ, რომ ბიბერიც P Diddy-სგან ძალადობის მსხვერპლია, მას შემდეგ გაჩნდა, რაც წლების წინ გადაღებული ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში ჩანს რეპერი 15 წლის ჯასტინის გვერდით და კამერაში ამბობს: "ის დიდისთან 48 საათს გაატარებს, რას ვაკეთებთ, ამას ვერ გავამჟღავნებთ. მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად 15 წლის ბიჭის ოცნებაა." ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავმა დაამატა: "მომდევნო 48 საათის განმავლობაში ის ჩემთანაა და თავიდან ბოლომდე გავიგიჟებთ თავს."

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ სამყარო მხოლოდ ახლა იაზრებს, რისი გადატანა მოუწია კანადელ მომღერალს, რომელიც 15 წლის ასაკში აღმოაჩინა შოუ ბიზნესის სამყარომ.

  • კომბსის ბრალდებების სრული სია

მუსიკოსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებების სერია ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო.

2023 წლის 16 ნოემბერს პროდიუსერს კასანდრა ვენტურამ უჩივლა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კომბსმა იგი 2018 წელს გააუპატიურა და მას შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი მხრიდან სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

მოგვიანებით, ნოემბერში, ქალი, სახელად ჯოი დიკერსონ-ნილი, სასამართლოში ამტკიცებდა, რომ კომბსმა ის ნარკოტიკებით გააბრუა, შემდეგ სექსუალურად იძალადა და ყველაფერი ფარულად გადაიღო. დანაშაული 1991 წელს მოხდა.

კიდევ ერთმა დაზარალებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს 17 წლის იყო, კომბსი ჯგუფურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

დიდის "თეთრ წვეულებებზე" დამსწრეთა სავარაუდო სიაში წარმოდგენილია ჰოლივუდის ცნობილი სახელები. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა დაადასტურა დიდის წვეულებებზე დასწრება, გაურკვეველი რჩება ვინ მონაწილეობდა სავარაუდო "Freak Offs" წვეულებებზე - სწორედ აქ ჰქონდა ადგილი საშინელ დანაშაულს.

P.Diddy-თან ახლო ურთიერთობის გამო სოციალურ ქსელში უარყოფით კომენტარებს უწერენ ბიონსეს, სკანდალის ფონზე 4 მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა ჯეი-ზიმ. ასევე მედია აქტიურად ავრცელებს ცნობილების ფოტოებს, რომლებიც სკანდალურ P.Diddy-თან ერთ დროს პოზირებდნენ და ამ კადრებს საჯაროდაც "აფრიალებდნენ".