სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბრუნება კერძო სექტორში: რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი - ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება
დაბრუნება კერძო სექტორში: რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი - ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რის გან­ცხა­დე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ის კერ­ძო სექ­ტორს და­უბ­რუნ­დე­ბა.

  • რო­გორც ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მან პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და გუნ­დის წევ­რებს სთხო­ვა, „4-წლი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, ისევ კერ­ძო სექ­ტორ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2020 წელს შე­ვუ­ერ­თდი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნდს, მას შემ­დეგ თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას და ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბას. პარ­ლა­მენ­ტში, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, თუ მი­ნის­ტრის რან­გში. ამ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი და მათ­თან ერ­თად, ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე და ბევრ შე­დეგ­საც მი­ვაღ­წი­ეთ ერ­თად, რაც ნამ­დვი­ლად მე­ა­მა­ყე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ვსაქ­მი­ა­ნობ­დი ბიზ­ნეს­ში, კერ­ძოდ, გა­ნათ­ლე­ბის ბიზ­ნეს­ში. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ასე­ვე, ჩვე­ნი გუნ­დის ლი­დე­რებს ვთხო­ვე, მო­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა 4-წლი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ისევ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი კერ­ძო სექ­ტორ­ში და იქი­დან გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი გუნ­დის მხარ­და­ჭე­რა.

შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დავ­ტო­ვო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა. დიდი მად­ლო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და ჩვე­ნი გუნ­დის ლი­დე­რებს ამ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის­თვის, მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ას ვტო­ვებ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რათა ახალ მი­ნისტრს მივ­ცე შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მო­ვი­დეს და სის­ტე­მას წა­რუ­ძღვეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ხოლო, მე რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ვიქ­ნე­ბი კერ­ძო სექ­ტორ­ში. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის და მე­გობ­რო­ბის­თვის, რა­საც მის­გან მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ღებ­დი. ასე­ვე მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­ულ ლი­დერს მხარ­და­ჭე­რის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

რო­გორც ამი­ლახ­ვარ­მა აღ­ნიშ­ნა, ის რჩე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს, რი­თაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ქვე­ყა­ნას გა­ნაგ­რძოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და მყა­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

"გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ერთი დიდი ოჯა­ხია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვარს ამ ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდას და მათ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვას. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მო­ად­გი­ლე­ებს და მთლი­ა­ნად სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბას თა­ნად­გო­მის­თვის, მხარ­და­ჭე­რის­თვის, მრა­ვა­ლი გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მის­თვის, ბრძო­ლის­თვის და იმ დიდი რე­ფორ­მე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. პა­ტი­ვი იყო ჩემ­თვის თქვენ­თან ერ­თად ქვეყ­ნი­სა და ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა" - გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

ექსმი­ნის­ტრის ბი­ოგ­რა­ფია

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რის კა­რი­ე­რა ჯერ კი­დევ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და. გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში მაქსპლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნეს­ში სცა­და ბედი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი დაგ­რო­ვი­ლი კა­პი­ტა­ლი მა­მის და­არ­სე­ბულ ღია უნი­ვერ­სი­ტეტს მო­ახ­მა­რა და მისი რექ­ტო­რიც გახ­და. პო­ლი­ტი­კა­ში პირ­და­პირ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­ვი­და და პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტი ჩა­ი­ბა­რა, შემ­დეგ კი მი­ნის­ტრის პოსტზე გა­და­ვი­და.

რას ამ­ბობ­და პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე?

მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია, რა­ტო­მაც პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლას დავ­თან­ხმდი, იყო ის, რომ სრუ­ლად შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი იმ სო­ცი­უმ­ში, სა­დაც ვმოღ­ვა­წე­ობ­დი, რო­გორც რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი და კა­რი­ე­რუ­ლი კუ­თხით, ისე - მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც. ვი­ცო­დი, რამ­დე­ნი პრობ­ლე­მა იყო გა­ნათ­ლე­ბა­ში და მინ­დო­და კარ­გი საქ­მის კე­თე­ბის ბერ­კე­ტი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცე­მო­და. ძა­ლი­ან მინ­დო­და ერთი აგუ­რი მეც და­მე­დო, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან, მთა­ვა­რი გან­ძი, რაც ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს, ეს ჩვე­ნი გო­ნე­ბა, ჩვე­ნი ცოდ­ნაა. ცოდ­ნა­საც დაგ­რო­ვე­ბა და შექ­მნა სჭირ­დე­ბა, ის თა­ვი­სით არ მო­დის. როცა გაჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ვი­ღე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან პირ­და­პირ ქარ­ცე­ცხლში გა­და­ვეშ­ვი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შე­საძ­ლოა, არც ეთან­ხმე­ბოდ­ნენ ჩემს ამ ნა­ბიჯს, მაგ­რამ არას­დროს ვუ­შინ­დე­ბო­დი გა­მოწ­ვე­ვებს, პი­რი­ქით, მი­მაჩ­ნია, რომ გა­მოწ­ვე­ვებ­თან ღირ­სე­უ­ლი გამ­კლა­ვე­ბა სწო­რედ წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს მე­უღ­ლე, ნინო წე­რე­თე­ლი და ორი შვი­ლი, ნუცა და ანა მია ჰყავს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამი­ლახ­ვა­რი მე­უღ­ლე­ზე ჰყვე­ბო­და:

"ჩემი მე­უღ­ლე - ნინო წე­რე­თე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დოქ­ტო­რია, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ნინო ჩემი ახლო მე­გობ­რის ჯგუ­ფე­ლი იყო და ერ­თმა­ნე­თი პირ­ველ კურ­სზე გა­ვი­ცა­ნით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში..

ამი­ლახ­ვარს წე­რე­თე­ლი გვა­რის მი­ხედ­ვით ნამ­დვი­ლად არ შე­მირ­ჩე­ვია (იცი­ნის). ამის მერე მთე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, მოკ­ლედ, მე და ნინო ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით... უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რეთ და იმა­ვე წელს ვი­ქორ­წი­ნეთ, 2006-ში. მალე ნიცა გვე­ყო­ლა, რო­მე­ლიც ახლა 15 წლი­საა. გვყავს ასე­ვე მე­ო­რე, 8 წლის გო­გო­ნა - ანა-მია ამი­ლახ­ვა­რი. სურ­ვი­ლი მქონ­და, შვი­ლე­ბი ჩემს 51-ე სკო­ლა­ში შე­მეყ­ვა­ნა, მის მი­მართ სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ცოტა - სუ­ბი­ექ­ტუ­რიც. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ბავ­შვე­ბი სხვა სკო­ლა­ში და­დი­ან და საკ­მა­ოდ კარ­გა­დაც სწავ­ლო­ბენ. ნი­ცაც და მიაც ხატ­ვით არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

დაბრუნება კერძო სექტორში: რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი - ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება

დაბრუნება კერძო სექტორში: რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი - ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კერძო სექტორს დაუბრუნდება.

  • როგორც ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო.

"მოგეხსენებათ, 2020 წელს შევუერთდი, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდს, მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ განათლებას. პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარის, თუ მინისტრის რანგში. ამ 4 წლის განმავლობაში, ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად, ბევრი რამ გავაკეთე და ბევრ შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება. საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე, ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა.

შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის, მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, სამინისტროში შემოვიდეს და სისტემას წარუძღვეს არჩევნებამდე. ხოლო, მე როგორც აღვნიშნე, ვიქნები კერძო სექტორში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და მეგობრობისთვის, რასაც მისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღებდი. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის“, - განაცხადა ამილახვარმა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ის რჩება პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ წევრი და დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რითაც საშუალებას მისცემს ქვეყანას განაგრძოს მშვიდობიანი და მყარი განვითარება.

"განათლების სისტემა ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ემსახურება ყველაზე მთავარს ამ ქვეყანაში, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას და მათ განათლებაზე ზრუნვას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მრავალი გათენებული ღამისთვის, ბრძოლისთვის და იმ დიდი რეფორმებისთვის, რომლებიც ერთად განვახორციელეთ. პატივი იყო ჩემთვის თქვენთან ერთად ქვეყნისა და ქართული განათლების სამსახურში ყოფნა" - განაცხადა ამილახვარმა.

ექსმინისტრის ბიოგრაფია

გიორგი ამილახვარის კარიერა ჯერ კიდევ სკოლის დასრულების შემდეგ წარმატებით განვითარდა. გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მაქსპლანკის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, ბიზნესში სცადა ბედი. მოგვიანებით კი დაგროვილი კაპიტალი მამის დაარსებულ ღია უნივერსიტეტს მოახმარა და მისი რექტორიც გახდა. პოლიტიკაში პირდაპირ უნივერსიტეტიდან მოვიდა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ჩაიბარა, შემდეგ კი მინისტრის პოსტზე გადავიდა.

რას ამბობდა პოლიტიკაში მოსვლაზე?

მთავარი მოტივაცია, რატომაც პოლიტიკაში შემოსვლას დავთანხმდი, იყო ის, რომ სრულად შემდგარი ადამიანი ვიყავი იმ სოციუმში, სადაც ვმოღვაწეობდი, როგორც რეპუტაციული და კარიერული კუთხით, ისე - მატერიალურადაც. ვიცოდი, რამდენი პრობლემა იყო განათლებაში და მინდოდა კარგი საქმის კეთების ბერკეტი და შესაძლებლობა მომცემოდა. ძალიან მინდოდა ერთი აგური მეც დამედო, განსაკუთრებით განათლების სისტემის განვითარებაში, ვინაიდან, მთავარი განძი, რაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს, ეს ჩვენი გონება, ჩვენი ცოდნაა. ცოდნასაც დაგროვება და შექმნა სჭირდება, ის თავისით არ მოდის. როცა გაჩნდა შესაძლებლობა, მივიღე რთული გადაწყვეტილება და კომფორტის ზონიდან პირდაპირ ქარცეცხლში გადავეშვი. ჩემი ოჯახის წევრები, შესაძლოა, არც ეთანხმებოდნენ ჩემს ამ ნაბიჯს, მაგრამ არასდროს ვუშინდებოდი გამოწვევებს, პირიქით, მიმაჩნია, რომ გამოწვევებთან ღირსეული გამკლავება სწორედ წარმატების საწინდარია.

გიორგი ამილახვარს მეუღლე, ნინო წერეთელი და ორი შვილი, ნუცა და ანა მია ჰყავს. რამდენიმე წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამილახვარი მეუღლეზე ჰყვებოდა:

"ჩემი მეუღლე - ნინო წერეთელი საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორია, ლექციებს კითხულობს რამდენიმე უნივერსიტეტში. ნინო ჩემი ახლო მეგობრის ჯგუფელი იყო და ერთმანეთი პირველ კურსზე გავიცანით, უნივერსიტეტში..

ამილახვარს წერეთელი გვარის მიხედვით ნამდვილად არ შემირჩევია (იცინის). ამის მერე მთელი სტუდენტობა ერთად გავატარეთ, მოკლედ, მე და ნინო ერთად ვიზრდებოდით... უნივერსიტეტი დავამთავრეთ და იმავე წელს ვიქორწინეთ, 2006-ში. მალე ნიცა გვეყოლა, რომელიც ახლა 15 წლისაა. გვყავს ასევე მეორე, 8 წლის გოგონა - ანა-მია ამილახვარი. სურვილი მქონდა, შვილები ჩემს 51-ე სკოლაში შემეყვანა, მის მიმართ სხვა დამოკიდებულება მაქვს, ცოტა - სუბიექტურიც. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბავშვები სხვა სკოლაში დადიან და საკმაოდ კარგადაც სწავლობენ. ნიცაც და მიაც ხატვით არიან გატაცებული".

წაიკითხეთ ასევე: