მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტოხელა მებრძოლი რომანტიკოსები თავიდანვე უნდა შეეგუონ ამ ფაქტს" - რატომ არ არის რომან გოცირიძე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში?
"მარტოხელა მებრძოლი რომანტიკოსები თავიდანვე უნდა შეეგუონ ამ ფაქტს" - რატომ არ არის რომან გოცირიძე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში?

შე­მეძ­ლო შევ­სუ­ლი­ყა­ვი იმ პარ­ტი­ა­ში, რომ­ლის იდე­ო­ლო­გია უფრო ახ­ლოს იქ­ნე­ბო­და ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან, მაგ­რამ ეს ხელს შე­მიშ­ლი­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის სტა­ტუ­სით პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ფორ­მი­რე­ბა­ში და და­მო­უ­კი­დე­ბელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა, „ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის“ წევ­რმა რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, ის კვლა­ვინ­დე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში და თა­ვი­სი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით მხარ­ში და­უდ­გე­ბა ყვე­ლას, ვი­საც გული შეს­ტკი­ვა ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე.

„გა­მოქ­ვეყ­ნდა პარ­ტი­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბი. მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა ამ პრო­ცეს­ში არის ის, რომ ოპო­ზი­ცი­ამ შეძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და არ­ჩევ­ნებ­ზე ოთხი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ბლო­კით გას­ვლა.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არა ვარ ამა თუ იმ ბლო­კის სი­ა­ში, გპა­სუ­ხობთ: ეს მხო­ლოდ ჩემ­ზე არ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ოთხი ბლო­კი­დან ორზე მე თა­ვად ვი­ტყო­დი უარს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი მრა­ვალ­სუ­ბი­ექ­ტი­ა­ნი ბლო­კია, სა­დაც მი­ნი­მა­ლუ­რად თუ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი მხა­რე. ვინ­მეს ჩა­ჩო­ჩე­ბის არც სურ­ვი­ლი და არც მცდე­ლო­ბა არ მქო­ნია და არც იქ­ნე­ბო­და სწო­რი.

პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი სუ­ბი­ექ­ტი არის პარ­ტია. არ არის ად­ვი­ლი ამ სის­ტე­მა­ში ბა­ლან­სის დაც­ვა. ბევ­რი რა­მის ატა­ნა უწევს ადა­მი­ანს. როცა გა­რე­მო აუ­ტა­ნე­ლი ხდე­ბა, გი­წევს მისი და­ტო­ვე­ბა. ამით ხდე­ბი ბედ­ნი­ე­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი. ეს გიბ­რუ­ნებს ნე­იტ­რა­ლი­ტეტს და ობი­ექ­ტუ­რო­ბას, უფრო სან­დო ხდე­ბი ამომ­რჩევ­ლის­თვის და მე­დი­ი­სათ­ვის. ამას აქვს მე­ო­რე, უარ­ყო­ფი­თი მხა­რე-პარ­ტი­ულ ფეს­ვებს და ზურგს მო­წყვე­ტი­ლი ვერ შეძ­ლებ იმის გა­კე­თე­ბას, რა­საც პარ­ტი­ას­თან ერ­თად შეძ­ლებ­დი, ვერ და­ე­უფ­ლე­ბი თუნ­დაც ისეთ მძლავრ ტრი­ბუ­ნას, რო­გო­რიც არის პარ­ლა­მენ­ტი.

პო­ლი­ტი­კა­ში მარ­ტო­ხე­ლა მებ­რძო­ლი რო­მან­ტი­კო­სე­ბი თა­ვი­დან­ვე უნდა შე­ე­გუ­ონ ამ ფაქტს.

რა თქმა უნდა, შე­მეძ­ლო შევ­სუ­ლი­ყა­ვი იმ პარ­ტი­ა­ში, რომ­ლის იდე­ო­ლო­გია უფრო ახ­ლოს იქ­ნე­ბო­და ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან, მაგ­რამ ეს ხელს შე­მიშ­ლი­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის სტა­ტუ­სით პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ფორ­მი­რე­ბა­ში და და­მო­უ­კი­დე­ბელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ “ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტებ­მა”, რო­მე­ლიც ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს­თან ერ­თად და­ვა­ფუძ­ნეთ, ჩვე­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი კვა­ლი დავ­ტო­ვეთ ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში. 26 კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ვუ­ტო­ვეთ მო­მა­ვალ პარ­ლა­მენტს. იმე­დი უნდა ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ისე­თი პარ­ლა­მენ­ტი გვე­ყო­ლე­ბა, რო­მე­ლიც დიდ­ხანს არ შე­მო­დებს ამ დო­კუ­მენ­ტებს თა­რო­ებ­ზე.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ: პარ­ლა­მენ­ტში საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უგ­რძე­ლებ­ლო­ბა ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო.

მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ვერ იგ­რძნობთ, ვარ თუ არა პარ­ლა­მენ­ტში. ვიქ­ნე­ბი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში და ჩემი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით მხარ­ში და­ვუდ­გე­ბი ყვე­ლას, ვი­საც გული შეს­ტკი­ვა ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე.

ყვე­ლას მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ვის­თა­ნაც მი­წევ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მად­ლო­ბა “ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის” ახალ­გაზ­რდა და ნი­ჭი­ერ შე­მად­გენ­ლო­ბას, რო­მელ­თა წვლი­ლი დი­დია პარ­ლა­მენ­ტში ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მარტოხელა მებრძოლი რომანტიკოსები თავიდანვე უნდა შეეგუონ ამ ფაქტს" - რატომ არ არის რომან გოცირიძე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში?

"მარტოხელა მებრძოლი რომანტიკოსები თავიდანვე უნდა შეეგუონ ამ ფაქტს" - რატომ არ არის რომან გოცირიძე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში?

შემეძლო შევსულიყავი იმ პარტიაში, რომლის იდეოლოგია უფრო ახლოს იქნებოდა ჩემს შეხედულებებთან, მაგრამ ეს ხელს შემიშლიდა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებაში და დამოუკიდებელ საქმიანობაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

  • მისივე თქმით, ის კვლავინდებურად აქტიური იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში და თავისი ცოდნითა და გამოცდილებით მხარში დაუდგება ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე.

„გამოქვეყნდა პარტიების საარჩევნო სიები. მთავარი მიღწევა ამ პროცესში არის ის, რომ ოპოზიციამ შეძლო გაერთიანება და არჩევნებზე ოთხი კონკურენტუნარიანი ბლოკით გასვლა.

კითხვაზე, თუ რატომ არა ვარ ამა თუ იმ ბლოკის სიაში, გპასუხობთ: ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ოთხი ბლოკიდან ორზე მე თავად ვიტყოდი უარს, ხოლო დანარჩენი ორი მრავალსუბიექტიანი ბლოკია, სადაც მინიმალურად თუ შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენილი თითოეული მხარე. ვინმეს ჩაჩოჩების არც სურვილი და არც მცდელობა არ მქონია და არც იქნებოდა სწორი.

პოლიტიკური ცხოვრების მთავარი სუბიექტი არის პარტია. არ არის ადვილი ამ სისტემაში ბალანსის დაცვა. ბევრი რამის ატანა უწევს ადამიანს. როცა გარემო აუტანელი ხდება, გიწევს მისი დატოვება. ამით ხდები ბედნიერი და თავისუფალი. ეს გიბრუნებს ნეიტრალიტეტს და ობიექტურობას, უფრო სანდო ხდები ამომრჩევლისთვის და მედიისათვის. ამას აქვს მეორე, უარყოფითი მხარე-პარტიულ ფესვებს და ზურგს მოწყვეტილი ვერ შეძლებ იმის გაკეთებას, რასაც პარტიასთან ერთად შეძლებდი, ვერ დაეუფლები თუნდაც ისეთ მძლავრ ტრიბუნას, როგორიც არის პარლამენტი.

პოლიტიკაში მარტოხელა მებრძოლი რომანტიკოსები თავიდანვე უნდა შეეგუონ ამ ფაქტს.

რა თქმა უნდა, შემეძლო შევსულიყავი იმ პარტიაში, რომლის იდეოლოგია უფრო ახლოს იქნებოდა ჩემს შეხედულებებთან, მაგრამ ეს ხელს შემიშლიდა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებაში და დამოუკიდებელ საქმიანობაში. მეამაყება, რომ “ევროოპტიმისტებმა”, რომელიც ხატია დეკანოიძესთან ერთად დავაფუძნეთ, ჩვენი მოკრძალებული კვალი დავტოვეთ ამ მოწვევის პარლამენტის ცხოვრებაში. 26 კანონპროექტი დავუტოვეთ მომავალ პარლამენტს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისეთი პარლამენტი გვეყოლება, რომელიც დიდხანს არ შემოდებს ამ დოკუმენტებს თაროებზე.

რომ შევაჯამოთ: პარლამენტში საქმიანობის გაუგრძელებლობა ჩემი პოლიტიკური არჩევანი იყო.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვერ იგრძნობთ, ვარ თუ არა პარლამენტში. ვიქნები კვლავინდებურად აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში და ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით მხარში დავუდგები ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე.

ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთანაც მიწევდა თანამშრომლობა. მადლობა “ევროოპტიმისტების” ახალგაზრდა და ნიჭიერ შემადგენლობას, რომელთა წვლილი დიდია პარლამენტში ჩვენი მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.