ავტორი:

აპოკალიფსური ფოტოები ფლორიდიდან, სადაც დამანგრეველ ქარიშხალს 44 ადამიანი ემსხვერპლა - "ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია"

აპოკალიფსური ფოტოები ფლორიდიდან, სადაც დამანგრეველ ქარიშხალს 44 ადამიანი ემსხვერპლა - "ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია"

აშშ-ში ქარიშხალ "ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ABC News-ის ცნობით, ქარიშხალ „ჰელენს“ ჯორჯიის შტატში 15 ადამიანი ემსხვერპლა, ფლორიდაში - 9, სამხრეთ კაროლინაში - 17, ჩრდილოეთ კაროლინაში - 2 და 1 - ვირჯინიაში.

ქარიშხლის შედეგად ქვეყნის სამხრეთში 4,6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, ფლორიდაში ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია, მას შემდეგ ქარიშხალი „ჰელენი“ შესუსტდა და ახლა მისი დონე პოსტ-ტროპიკულია.