ავტორი:

"ქართული ოცნება" - 30%, "ნაციონალური მოძრაობა" - 20%, კოალიციას "ცვლილებებისთვის“ - 11,9% - როგორია სხვა საარჩევნო სუბიექტების რეიტინგი Edison Research-ის კვლევის მიხედვით

"ქართული ოცნება" -  30%, "ნაციონალური მოძრაობა" - 20%,  კოალიციას "ცვლილებებისთვის“ - 11,9% - როგორია სხვა საარჩევნო სუბიექტების რეიტინგი Edison Research-ის კვლევის მიხედვით

Edison Research-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანხმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32%-მა "ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა, 20% არჩევნებზე "ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, 11,9% - კოალიციას "ცვლილებებისთვის“, 11,9 % "გახარია - საქართველოსთვის“ მხარდამჭერი იქნებოდა, ხმათა 9,9% "ძლიერმა საქართველომ“ მიიღო.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია:

ლეიბორისტული პარტია - 5%

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4.7%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3.6%

ჩვენ - დავით ქაცარავა - 0.7%

სხვა პარტიები - 0.3%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.