ბათუმში შუა ხნის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს.