ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს განცხადებას, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც სააკაშვილი თავის მიმართვაში წერს, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, რეჟიმი ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა ჩანაწერებს გამოყრის.
"ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს.
მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ უახლოეს დღეებში და კვირებში. გარდა ამისა, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერებს (ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულს თუმცა ზოგიერთი შეიძლება ნამდვილიც იყოს) ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, თუმცა ხალხი ამას არ წამოეგება”, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.