სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰეზბოლას" პეიჯერებში ლითიუმის ბატარეები დანაღმეს - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი ლიბანში მომხდარ აფეთქებებზე?
"ჰეზბოლას" პეიჯერებში  ლითიუმის ბატარეები დანაღმეს -  რა ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი ლიბანში მომხდარ აფეთქებებზე?

ლი­ბა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ორი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის თქმით, ის­რა­ელ­მა პე­ი­ჯე­რე­ბის ბა­ტა­რე­ებ­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და­მა­ლა. ერთ-ერთი წყა­როს თქმით, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა პე­ი­ჯე­რის ლი­თი­უ­მის ბა­ტა­რე­ა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნო­ე­ბის ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად სულ მცი­რე 37 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი, და­შავ­და თით­ქმის 3000. ის­რა­ელს თავ­დას­ხმებ­ზე პირ­და­პირ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, მაგ­რამ CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბე­ბი ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის, მო­სა­დი­სა და ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გი იყო.

ლი­ბა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერ­თმა წყა­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მა­სა­ლა პე­ი­ჯე­რებ­ში იმ­დე­ნად კარ­გად იყო და­მა­ლუ­ლი, რომ მათი შემ­ჩნე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ არ და­ა­კონ­კრე­ტა, თუ რა სა­ხის შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რეს მო­წყო­ბი­ლო­ბებ­მა მა­ნამ­დე.

CNN-ის მიერ მო­პო­ვე­ბულ დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ლი­ბა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზ­რით, მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი აფეთ­ქდა ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­სას.

ზო­გა­დად თვით­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ხუთი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა: დე­ნის წყა­რო, ინი­ცი­ა­ტო­რი, დე­ტო­ნა­ტო­რი, ფეთ­ქე­ბა­დი მუხ­ტი და ყუთი ამ ყვე­ლაფ­რის და­სა­ყე­ნებ­ლად. შონ მურ­ჰა­უს­მა, ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ის ყო­ფილ­მა ოფი­ცერ­მა თქვა, რომ პე­ი­ჯე­რე­ბის ასა­ფეთ­ქებ­ლად მხო­ლოდ დე­ტო­ნა­ტო­რი და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მუხ­ტი იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო.

ლი­ბა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დას­ხმებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი იყო Gold Apollo Rugged Pager AR-924 პე­ი­ჯე­რე­ბი და ICOM IC-V82 ხე­ლის რა­დიო გა­დამ­ცე­მე­ბი. ICOM-მა თქვა, რომ IC-V82 მო­დე­ლის გა­მოშ­ვე­ბა 10 წლის წინ შე­წყვი­ტა. ყალ­ბი ვერ­სი­ე­ბი ფარ­თოდ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ელექტრო­ნულ ვებ­სა­ი­ტებ­ზე, რო­გო­რი­ცაა Alibaba. ლი­ბა­ნის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დას­ხმებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი IC-V82 რა­დიო გა­დამ­ცე­მე­ბი არ იყო ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი და შე­მოწ­მე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ.

ტა­ი­ვან­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი Gold Apollo-ს თავ­მჯდო­მა­რე და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ჰსუ ჩინგ-კუ­ან­გი, გა­სულ ხუთ­შა­ბათს და­კი­თხეს. CNN-თან და სხვა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას, მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ის ფაქ­ტი, რომ პე­ი­ჯე­რე­ბი მის კომ­პა­ნი­ას ეკუთ­ვნო­და. მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი უნ­გრუ­ლი ფირ­მის მიერ იყო წარ­მო­ე­ბუ­ლი.

ტა­ი­ვა­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა Gold Apollo-ს ოფი­სი­დან მო­პო­ვე­ბულ დო­კუ­მენ­ტებს გა­ნი­ხი­ლავს. გა­სულ ხუთ­შა­ბათს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ ”ჯერ­ჯე­რო­ბით არ იყო ნა­პოვ­ნი არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს ტე­რაქ­ტში ტა­ი­ვა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ი­მე ტი­პის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ”.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ჰეზბოლას" პეიჯერებში ლითიუმის ბატარეები დანაღმეს - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი ლიბანში მომხდარ აფეთქებებზე?

"ჰეზბოლას" პეიჯერებში  ლითიუმის ბატარეები დანაღმეს -  რა ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი ლიბანში მომხდარ აფეთქებებზე?

ლიბანის უსაფრთხოების ორი მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელმა პეიჯერების ბატარეებში ასაფეთქებელი ნივთიერება დამალა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება პეიჯერის ლითიუმის ბატარეაში იყო მოთავსებული.

ლიბანის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, აფეთქებების შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, დაშავდა თითქმის 3000. ისრაელს თავდასხმებზე პირდაპირ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ CNN-ის ინფორმაციით, აფეთქებები ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, მოსადისა და ისრაელის სამხედროების ერთობლივი ოპერაციის შედეგი იყო.

ლიბანის უსაფრთხოების ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მასალა პეიჯერებში იმდენად კარგად იყო დამალული, რომ მათი შემჩნევა შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ რა სახის შემოწმება გაიარეს მოწყობილობებმა მანამდე.

CNN-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლიბანის ხელისუფლების აზრით, მოწყობილობები აფეთქდა ელექტრონული შეტყობინების მიღებისას.

ზოგადად თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ხუთი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: დენის წყარო, ინიციატორი, დეტონატორი, ფეთქებადი მუხტი და ყუთი ამ ყველაფრის დასაყენებლად. შონ მურჰაუსმა, ბრიტანეთის არმიის ყოფილმა ოფიცერმა თქვა, რომ პეიჯერების ასაფეთქებლად მხოლოდ დეტონატორი და ასაფეთქებელი მუხტი იქნებოდა საჭირო.

ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმებში გამოყენებული მოწყობილობები იყო Gold Apollo Rugged Pager AR-924 პეიჯერები და ICOM IC-V82 ხელის რადიო გადამცემები. ICOM-მა თქვა, რომ IC-V82 მოდელის გამოშვება 10 წლის წინ შეწყვიტა. ყალბი ვერსიები ფართოდ არის ხელმისაწვდომი ელექტრონულ ვებსაიტებზე, როგორიცაა Alibaba. ლიბანის კომუნიკაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმებში გამოყენებული IC-V82 რადიო გადამცემები არ იყო ლიცენზირებული და შემოწმებული უსაფრთხოების სამსახურების მიერ.

ტაივანში დაფუძნებული Gold Apollo-ს თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ჰსუ ჩინგ-კუანგი, გასულ ხუთშაბათს დაკითხეს. CNN-თან და სხვა მედიასთან საუბრისას, მან კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ პეიჯერები მის კომპანიას ეკუთვნოდა. მისივე თქმით, ისინი უნგრული ფირმის მიერ იყო წარმოებული.

ტაივანის პროკურატურა Gold Apollo-ს ოფისიდან მოპოვებულ დოკუმენტებს განიხილავს. გასულ ხუთშაბათს პროკურატურამ განაცხადა, რომ ”ჯერჯერობით არ იყო ნაპოვნი არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ტერაქტში ტაივანის მოქალაქეების რაიმე ტიპის მონაწილეობაზე ”.

იხილეთ ასევე: