მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ღვინის ფესტივალზე" სომელიეები საუკეთესო ღვინოებს გამოავლენენ
"ქართული ღვინის ფესტივალზე" სომელიეები საუკეთესო ღვინოებს გამოავლენენ

12 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში სი­ო­ნის ქუჩა „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით უმას­პინ­ძლებს. მათ შო­რის იქ­ნე­ბა ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია 4 გა­მორ­ჩე­უ­ლი სო­მე­ლი­ეს მიერ და ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ღვი­ნო­ებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

სო­მე­ლი­ე­ე­ბი წარ­მოდ­გე­ნილ ღვი­ნო­ებს და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ, მათ შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლე­ბენ და შე­ა­ფა­სე­ბენ. 17:00 სა­ათ­ზე კი მთა­ვარ სცე­ნა­ზე გა­მოვ­ლენ და გა­მო­ავ­ლე­ნენ რამ­დე­ნი­მე სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­სა და მწარ­მო­ე­ბელს, რო­მელ­თაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტებს გა­და­ე­ცე­მათ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, სო­მე­ლი­ე­ე­ბის შე­ფა­სე­ბებს მო­უს­მი­ნონ და შერ­ჩე­უ­ლი ღვი­ნო ად­გილ­ზე­ვე შე­ი­ძი­ნონ.

აქვე გა­გაც­ნობთ სო­მე­ლი­ე­ებს, რომ­ლე­ბიც დე­გუს­ტა­ცი­ა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გი­ორ­გი ქა­და­გიშ­ვი­ლი

სო­მე­ლიე WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 3. სას­ტუმ­რო „აფი­შას“ შეფ სო­მე­ლიე.

თე­ო­ნა თო­ხა­ძე

2016 წელს გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღვი­ნის და სო­მე­ლი­ეს სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სო­მე­ლიე. აღე­ბუ­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრი­ტა­ნუ­ლი სკო­ლის WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 3 -ის სერ­ტი­ფი­კა­ტი. ის გახ­ლდათ ღვი­ნის ტრე­ნე­რი „კე­ტა­რი აკა­დე­მი­ა­ში“. ამ­ჟა­მად კი არის ღვი­ნის კლუბ „მარ­კოს“ სო­მე­ლიე.

აღ­ნიშ­ნულ აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გარ­და, თე­ო­ნა თო­ხა­ძე ჩა­ა­ტა­რებს სე­სი­ას "ყნოს­ვის ტრე­ნინ­გი - ღვი­ნის არო­მა­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა".

ირაკ­ლი კვანტრიშ­ვი­ლი

2020 წელს გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღვი­ნის და სო­მე­ლი­ეს სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სო­მე­ლიე. მან ასე­ვე აიღო სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრი­ტა­ნუ­ლი სკო­ლის WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 2-ის სერ­ტი­ფი­კა­ტი.

ამ­ჟა­მად ირაკ­ლი კვანტრიშ­ვი­ლი სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მა­რი­ო­ტის“ სო­მე­ლი­ე­აა. მა­ნამ­დე კი საქ­მი­ა­ნობ­და რეს­ტო­რან „მე­ა­მა­სა“ და ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში.

საბა ქი­ტი­აშ­ვი­ლი

მან 2018 წელს აიღო სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრი­ტა­ნუ­ლი სკო­ლის WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 2 სერ­ტი­ფი­კა­ტი, 2019 წელს კი და­ამ­თავ­რა მა­გის­ტრა­ტუ­რა მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. ამა­ვე წლი­დან და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­დე­გუს­ტა­ციო კო­მი­სი­ა­ში. 2020 წელს ჩა­ა­ბა­რა სა­ქარ­თვე­ლოს სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გა­მოც­და და გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი. საბა ქი­ტი­აშ­ვი­ლი ასე­ვე გახ­ლდათ 2020-2022 წლე­ბის კონ­კურ­სის - „სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სო­მე­ლი­ეს“ ფი­ნა­ლის­ტი. 2023-ში კი გახ­და ASI Certification 1 კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლის­ში „ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის“ ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა 12 ოქ­ტომ­ბერს სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, მცი­რე სა­ო­ჯა­ხო მარ­ნე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­ოპ­რო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი და პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი. ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველ­თა რე­გის­ტრა­ცია გრძელ­დე­ბა. დე­ტა­ლე­ბის­თვის მიჰ­ყე­ვით ბმულს.

სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი. მო­ე­წყო­ბა გა­თა­მა­შე­ბაც, რო­მელ­ში ჩარ­თვაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა.

ავტორი:

"ქართული ღვინის ფესტივალზე" სომელიეები საუკეთესო ღვინოებს გამოავლენენ

"ქართული ღვინის ფესტივალზე" სომელიეები საუკეთესო ღვინოებს გამოავლენენ

12 ოქტომბერს თბილისში სიონის ქუჩა „ქართული ღვინის ფესტივალს“ განსაკუთრებული აქტივობებით უმასპინძლებს. მათ შორის იქნება ღვინის დეგუსტაცია 4 გამორჩეული სომელიეს მიერ და ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების გამოვლენა.

სომელიეები წარმოდგენილ ღვინოებს დააგემოვნებენ, მათ შესახებ იმსჯელებენ და შეაფასებენ. 17:00 საათზე კი მთავარ სცენაზე გამოვლენ და გამოავლენენ რამდენიმე საუკეთესო ღვინოსა და მწარმოებელს, რომელთაც სპეციალური სერტიფიკატებს გადაეცემათ.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სომელიეების შეფასებებს მოუსმინონ და შერჩეული ღვინო ადგილზევე შეიძინონ.

აქვე გაგაცნობთ სომელიეებს, რომლებიც დეგუსტაციაში მიიღებენ მონაწილეობას.

გიორგი ქადაგიშვილი

სომელიე WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 3. სასტუმრო „აფიშას“ შეფ სომელიე.

თეონა თოხაძე

2016 წელს გახდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღვინის და სომელიეს სკოლის კურსდამთავრებული და სერტიფიცირებული სომელიე. აღებული აქვს საერთაშორისო ბრიტანული სკოლის WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 3 -ის სერტიფიკატი. ის გახლდათ ღვინის ტრენერი „კეტარი აკადემიაში“. ამჟამად კი არის ღვინის კლუბ „მარკოს“ სომელიე.

აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობის გარდა, თეონა თოხაძე ჩაატარებს სესიას "ყნოსვის ტრენინგი - ღვინის არომატების აღმოჩენა".

ირაკლი კვანტრიშვილი

2020 წელს გახდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღვინის და სომელიეს სკოლის კურსდამთავრებული და სერტიფიცირებული სომელიე. მან ასევე აიღო საერთაშორისო ბრიტანული სკოლის WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 2-ის სერტიფიკატი.

ამჟამად ირაკლი კვანტრიშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ სომელიეაა. მანამდე კი საქმიანობდა რესტორან „მეამასა“ და ღვინის მუზეუმში.

საბა ქიტიაშვილი

მან 2018 წელს აიღო საერთაშორისო ბრიტანული სკოლის WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 2 სერტიფიკატი, 2019 წელს კი დაამთავრა მაგისტრატურა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე. ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა ღვინის ეროვნულ სააგენტოში, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში. 2020 წელს ჩააბარა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის გამოცდა და გახდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი. საბა ქიტიაშვილი ასევე გახლდათ 2020-2022 წლების კონკურსის - „საქართველოს საუკეთესო სომელიეს“ ფინალისტი. 2023-ში კი გახდა ASI Certification 1 კურსდამთავრებული.

შეგახსენებთ, რომ თბილისში „ღვინის ფესტივალის“ ტრადიცია გრძელდება. ღონისძიება 12 ოქტომბერს სიონის ქუჩაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის კომპანიები, მცირე საოჯახო მარნები, ადგილობრივი ბიოპროდუქციის მწარმოებლები და პოლიგრაფიული საწარმოები. ფესტივალში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება. დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები. მოეწყობა გათამაშებაც, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.