ავტორი:

არხანგელსკში ავიაკატასტროფას რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ესხვერპლნენ

არხანგელსკში ავიაკატასტროფას რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ესხვერპლნენ

არხანგელსკის ოლქში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ არხანგელსკის საქალაქო დუმის დეპუტატი სერგეი სმეტანინი და ბიზნესმენი ალექსეი სემენოვი.

არხანგელსკის ოლქში R44 ტიპის ვერტმფრენის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გუშინ მიიღო. ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი დღეს დილით აღმოაჩინეს.

43 წლის სერგეი სმეტანინი 2023 წელს არხანგელსკის საქალაქო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, ის იყო ფრაქცია "ერთიანი რუსეთის“ წევრი.