მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მილიარდერების ბუნკერის" საიდუმლო - როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე დაცული ადგილი, უმდიდრესი მაცხოვრებლებით და ვინ მოახერხა იქ შეღწევა?
"მილიარდერების ბუნკერის" საიდუმლო - როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე დაცული ადგილი, უმდიდრესი მაცხოვრებლებით და ვინ მოახერხა იქ შეღწევა?

გავ­ლე­ნი­ა­ნი Business Insider-ი მი­ლი­არ­დე­რე­ბის ცნო­ბილ კუნ­ძულ­ზე, ინ­დი­ან კრიკ ვი­ლიჯ­ზე, იგი­ვე "მი­ლი­არ­დე­რე­ბის ბუნ­კერ­ზე", ვრცელ მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს.

"აქ ცხოვ­რობს ელი­ტის ელი­ტა, რო­მელ­თა სიმ­დიდ­რე თავ­ბრუს და­გახ­ვევთ" - წე­რია სტა­ტი­ა­ში. სა­ნა­პი­როს­თან მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე თვალ­ში­სა­ცე­მია კა­მე­რე­ბის სიმ­რავ­ლე. ისი­ნი ყველ­გა­ნაა, თვალ­ნათ­ლივ და ობი­ექ­ტებ­ზე, სა­დაც მათი შემ­ჩნე­ვა არც ისე მარ­ტი­ვია. კა­მე­რე­ბი ბევ­რნა­ი­რია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ცუდი ხილ­ვა­დო­ბის მქო­ნე ამინ­დის, შორ მან­ძილ­ზე მხედ­ვე­ლი და ა. შ. ინ­დი­ან კრიკ­ზე ვერ შე­აღ­წევთ, თუკი მისი 89 მა­ცხოვ­რე­ბე­ლი­დან ერთ-ერთი მა­ინც არ არის თა­ნახ­მა, რომ შეხ­ვი­დეთ.

  • ცნო­ბი­სათ­ვის, იმის­თვის, რომ ამ ე.წ. მი­ლი­არ­დერ­თა კლუ­ბის წევ­რი გახ­დეთ, 500 000 დო­ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ, რად­გან ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა სუ­პერ-მდიდ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ პარ­კებს, პროგ­რა­მებს და ა.შ. თუმ­ცა ლო­მის წილი ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­დის ინ­დი­ან კრი­კის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის ერ­თა­დერ­თი შე­სას­ვლე­ლის კონ­ტრო­ლი ევა­ლე­ბა, 24 სა­ა­თი, კვი­რა­ში 7 დღე. თუ გსურს იცხოვ­რო ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც უცხო ადა­მი­ა­ნებს ფე­ხის დად­გმა არ შე­უძ­ლი­ათ, ინ­დი­ან კრი­კი ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი ად­გი­ლია ამე­რი­კა­ში.

ინ­დი­ან კრი­კი 1939 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და ახლა უკვე გა­უქ­მე­ბუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც 25-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ჯგუფს აძ­ლევ­და უფ­ლე­ბას, შე­ექ­მნათ სა­კუ­თა­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი. ინ­გლი­სუ­რი სოფ­ლის დი­ზა­ი­ნის მი­ხედ­ვით, 300-ჰექ­ტა­რი­ა­ნი კუნ­ძუ­ლის 80%-ზე მეტი გოლ­ფის მო­ე­და­ნია, შე­მო­ხა­ზუ­ლი ერთი გზით და და­ახ­ლო­ე­ბით 30 სახ­ლით. კუნ­ძუ­ლის გარ­შე­მო და­ყე­ნე­ბუ­ლი ის­რა­ელ­ში შექ­მნი­ლი რა­და­რის სის­ტე­მა და­ბა­ლი ხილ­ვა­დო­ბის პი­რო­ბებ­შიც კი ნა­ხე­ვა­რი მი­ლით და­შო­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­საც კი აფიქ­სი­რებს.

80-იან წლებ­ში კუნ­ძუ­ლის პო­ლი­ცია, რომ­ლის დე­ვი­ზიც იყო - „და­ვიც­ვათ და ვემ­სა­ხუ­როთ ამე­რი­კის ექ­სკლუ­ზი­ურ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს“, 11 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბო­და. უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ის 19 ადა­მი­ა­ნამ­დეა გაზ­რდი­ლი, ყო­ველ ხუთ მა­ცხოვ­რე­ბელ­ზე ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­დის. შე­და­რე­ბის­თვის, ამე­რი­კის ყო­ველ 1000 მო­ქა­ლა­ქე­ზე 2,4 პო­ლი­ცი­ე­ლია. მა­გა­ლი­თად, ნიუ-იორკშიც ასე­თი თა­ნა­ფარ­დო­ბა რომ იყოს, მას­ში 1,5 მლნ პო­ლი­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბო­და.

  • 2011 წელს და­ა­ყე­ნეს კა­მე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და: მარ­ტი­ვად არ­ჩევ­და ადა­მი­ა­ნის სა­ხეს, მო­მენ­ტა­ლუ­რად ღე­ბუ­ლობ­და მისი მარ­თვის მოწ­მო­ბის მო­ნა­ცე­მებს და კი­თხუ­ლობ­და მისი პას­პორ­ტის მო­ნა­ცე­მებს. იქ არ­სე­ბუ­ლი რა­და­რებს კი შე­უძ­ლი­ათ ამო­იც­ნონ უცხო ობი­ექ­ტე­ბი წყალ­ში და გა­მო­ი­ყე­ნონ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, რათა მოხ­დეს რის­კის კლა­სი­ფი­ცი­რე­ბა. პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ნა­თავ­სებს მას თერ­მულ კა­მე­რას­თან, რათა მოხ­დეს თვა­ლის დევ­ნე­ბა.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს ლაივ რე­ჟიმ­ში ადევ­ნე­ბენ თვალს და პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რო­მელ­საც ისი­ნი იყე­ნე­ბენ, "ოქ­ტო­პუ­სი" ჰქვია. 2014 წელს კუნ­ძუ­ლის 86 ბი­ნად­რის ქო­ნე­ბა 37 მლრდ დო­ლა­რი იყო. ბოლო წლებ­ში მათ ჯეფ ბე­ზო­სი შე­უ­ერ­თდა, რომლმაც ამ თან­ხას თა­ვი­სი 199 მლრდ მი­ა­მა­ტა. კუნ­ძუ­ლის მზარ­დი სიმ­დიდ­რე და უსაფრ­თხო­ე­ბა ასა­ხავს ტენ­დენ­ცი­ებს გლო­ბა­ლურ მდიდ­რებს შო­რის.

ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­არ­დე­რე­ბის ქო­ნე­ბა 88%-ით გა­ი­ზარ­და. აპ­რილ­ში, ამე­რი­კე­ლი 806 მი­ლი­არ­დე­რი 5,8 ტრი­ლი­ონ დო­ლარს იკ­ვეხ­ნი­და, რაც აღე­მა­ტე­ბა ია­პო­ნი­ის, გერ­მა­ნი­ი­სა და ინ­დო­ე­თის წლი­ურ მშპ-ს. ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ მა­ი­ა­მი არის ად­გი­ლი, სა­დაც შე­მო­სავ­ლის უთა­ნას­წო­რო­ბას ყვე­ლა­ზე ექ­სტრე­მა­ლუ­რი სახე აქვს.

2022 წლის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, პე­რი­მეტ­რუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის და­მონ­ტა­ჟე­ბი­დან არც ისე დიდი ხნის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი კი­დევ ერთხელ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ამ­ჯე­რად ისი­ნი წუხ­დნენ, რომ საფრ­თხე შე­საძ­ლოა, შიგ­ნი­დან მო­დი­ო­დეს. პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, ჯონ ბერ­ნარ­დომ, წა­მოჭ­რა იდეა, რო­მე­ლიც კუნ­ძულ­ზე შეს­ვლი­სას ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის კრი­მი­ნა­ლურ წარ­სულს შე­ა­მოწ­მებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, საბ­ჭომ ამ იდე­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა.

"მეტი სიმ­დიდ­რე იწ­ვევს მეტ ადა­მი­ანს - და ყო­ვე­ლი ზედ­მე­ტი ადა­მი­ა­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხეა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ამ­დე­ნი სახ­ლი დგას და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ქა­რა­ვა­ნი შე­მო­დის და გა­დის, - ჩვენ ბევ­რად მე­ტის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია" - გა­ნა­ცხა­დეს მა­შინ საბ­ჭო­ზე.

მი­ლი­არ­დერ­თა ბუნ­კე­რის ცნო­ბი­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან: მსა­ხი­ო­ბი ტომ ბრე­დი, მომ­ღე­რა­ლი ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სი, დი­ჯეი დე­ვიდ გეტა, ივან­კა ტრამ­პი, ჯეფ ბე­ზო­სი, ჯა­რედ კუშ­ნე­რი და ა.შ.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"მილიარდერების ბუნკერის" საიდუმლო - როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე დაცული ადგილი, უმდიდრესი მაცხოვრებლებით და ვინ მოახერხა იქ შეღწევა?

"მილიარდერების ბუნკერის" საიდუმლო - როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე დაცული ადგილი, უმდიდრესი მაცხოვრებლებით და ვინ მოახერხა იქ შეღწევა?

გავლენიანი Business Insider-ი მილიარდერების ცნობილ კუნძულზე, ინდიან კრიკ ვილიჯზე, იგივე "მილიარდერების ბუნკერზე", ვრცელ მასალას აქვეყნებს.

"აქ ცხოვრობს ელიტის ელიტა, რომელთა სიმდიდრე თავბრუს დაგახვევთ" - წერია სტატიაში. სანაპიროსთან მიახლოებისთანავე თვალშისაცემია კამერების სიმრავლე. ისინი ყველგანაა, თვალნათლივ და ობიექტებზე, სადაც მათი შემჩნევა არც ისე მარტივია. კამერები ბევრნაირია, ჩვეულებრივი, ცუდი ხილვადობის მქონე ამინდის, შორ მანძილზე მხედველი და ა. შ. ინდიან კრიკზე ვერ შეაღწევთ, თუკი მისი 89 მაცხოვრებელიდან ერთ-ერთი მაინც არ არის თანახმა, რომ შეხვიდეთ.

  • ცნობისათვის, იმისთვის, რომ ამ ე.წ. მილიარდერთა კლუბის წევრი გახდეთ, 500 000 დოლარის გადახდა მოგიწევთ, რადგან ქალაქის ხელმძღვანელობა ემსახურება სუპერ-მდიდრებისთვის განკუთვნილ პარკებს, პროგრამებს და ა.შ. თუმცა ლომის წილი ბიუჯეტიდან მიდის ინდიან კრიკის პოლიციის განყოფილებაში, რომელსაც ქალაქის ერთადერთი შესასვლელის კონტროლი ევალება, 24 საათი, კვირაში 7 დღე. თუ გსურს იცხოვრო ისეთ ადგილას, სადაც უცხო ადამიანებს ფეხის დადგმა არ შეუძლიათ, ინდიან კრიკი ყველაზე დაცული ადგილია ამერიკაში.

ინდიან კრიკი 1939 წელს ჩამოყალიბდა ახლა უკვე გაუქმებული კანონის შესაბამისად, რომელიც 25-ზე მეტი ადამიანის ჯგუფს აძლევდა უფლებას, შეექმნათ საკუთარი მუნიციპალიტეტი. ინგლისური სოფლის დიზაინის მიხედვით, 300-ჰექტარიანი კუნძულის 80%-ზე მეტი გოლფის მოედანია, შემოხაზული ერთი გზით და დაახლოებით 30 სახლით. კუნძულის გარშემო დაყენებული ისრაელში შექმნილი რადარის სისტემა დაბალი ხილვადობის პირობებშიც კი ნახევარი მილით დაშორებულ ადამიანებსაც კი აფიქსირებს.

80-იან წლებში კუნძულის პოლიცია, რომლის დევიზიც იყო - „დავიცვათ და ვემსახუროთ ამერიკის ექსკლუზიურ მუნიციპალიტეტს“, 11 ადამიანისგან შედგებოდა. უკანასკნელი მონაცემებით, ის 19 ადამიანამდეა გაზრდილი, ყოველ ხუთ მაცხოვრებელზე ერთი პოლიციელი მოდის. შედარებისთვის, ამერიკის ყოველ 1000 მოქალაქეზე 2,4 პოლიციელია. მაგალითად, ნიუ-იორკშიც ასეთი თანაფარდობა რომ იყოს, მასში 1,5 მლნ პოლიციელი იქნებოდა.

  • 2011 წელს დააყენეს კამერები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებდა: მარტივად არჩევდა ადამიანის სახეს, მომენტალურად ღებულობდა მისი მართვის მოწმობის მონაცემებს და კითხულობდა მისი პასპორტის მონაცემებს. იქ არსებული რადარებს კი შეუძლიათ ამოიცნონ უცხო ობიექტები წყალში და გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, რათა მოხდეს რისკის კლასიფიცირება. პოტენციური საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად განათავსებს მას თერმულ კამერასთან, რათა მოხდეს თვალის დევნება.

პოლიციელები ამ ყველაფერს ლაივ რეჟიმში ადევნებენ თვალს და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც ისინი იყენებენ, "ოქტოპუსი" ჰქვია. 2014 წელს კუნძულის 86 ბინადრის ქონება 37 მლრდ დოლარი იყო. ბოლო წლებში მათ ჯეფ ბეზოსი შეუერთდა, რომლმაც ამ თანხას თავისი 199 მლრდ მიამატა. კუნძულის მზარდი სიმდიდრე და უსაფრთხოება ასახავს ტენდენციებს გლობალურ მდიდრებს შორის.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მილიარდერების ქონება 88%-ით გაიზარდა. აპრილში, ამერიკელი 806 მილიარდერი 5,8 ტრილიონ დოლარს იკვეხნიდა, რაც აღემატება იაპონიის, გერმანიისა და ინდოეთის წლიურ მშპ-ს. ხშირად ამბობენ, რომ მაიამი არის ადგილი, სადაც შემოსავლის უთანასწორობას ყველაზე ექსტრემალური სახე აქვს.

2022 წლის საბჭოს სხდომაზე, პერიმეტრული უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები კიდევ ერთხელ განიხილავდნენ უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას. ამჯერად ისინი წუხდნენ, რომ საფრთხე შესაძლოა, შიგნიდან მოდიოდეს. პოლიციის უფროსმა, ჯონ ბერნარდომ, წამოჭრა იდეა, რომელიც კუნძულზე შესვლისას ნებისმიერი ადამიანის კრიმინალურ წარსულს შეამოწმებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მაცხოვრებელი წინააღმდეგი იყო, საბჭომ ამ იდეას მხარი დაუჭირა.

"მეტი სიმდიდრე იწვევს მეტ ადამიანს - და ყოველი ზედმეტი ადამიანი პოტენციური საფრთხეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამდენი სახლი დგას და დაქირავებული თანამშრომლების ქარავანი შემოდის და გადის, - ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია" - განაცხადეს მაშინ საბჭოზე.

მილიარდერთა ბუნკერის ცნობილი მაცხოვრებლები არიან: მსახიობი ტომ ბრედი, მომღერალი ხულიო იგლესიასი, დიჯეი დევიდ გეტა, ივანკა ტრამპი, ჯეფ ბეზოსი, ჯარედ კუშნერი და ა.შ.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი

წაიკითხეთ ასევე: