მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოიოტა ცენტრი თბილისი" გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული  ტექნოლოგიების განვითარებით აგრძელებს
"ტოიოტა ცენტრი თბილისი" გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული  ტექნოლოგიების განვითარებით აგრძელებს

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვას ეკო­მე­გობ­რუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით აგ­რძე­ლებს, რი­თაც არა მხო­ლოდ იზი­ა­რებს ტო­ი­ო­ტას გლო­ბა­ლურ გა­რე­მოს­დაც­ვით გა­მოწ­ვე­ვებს, არა­მედ უზ­რუნ­ველ­ყოფს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ტო­ი­ო­ტას ბრენ­დის იმ მო­დე­ლებ­სა და ორი­გი­ნა­ლი წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­ნა­წი­ლებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას, რო­მელ­თა ექ­სპლუ­ა­ტა­ცია გა­რე­მო­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბას ამ­ცი­რებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ ავ­რცე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ი­ო­ტას პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რის ცნო­ბით, ცენ­ტრი მომ­ხმა­რე­ბელს უზი­ა­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ახა­ლი, ეკო­მე­გობ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, ზრუ­ნავს თა­ნამ­შრო­მელ­თა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე, სა­ხი­ფა­თო და სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის სწო­რად მარ­თვა­ზე, ენერ­გი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და გა­რე­მო­ში ნახ­ში­რორ­ჟან­გის გაფ­რქვე­ვის შემ­ცი­რე­ბა­ზე, საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში კი ეკო­მე­გობ­რუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის გა­ტა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის, თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ტრე­ნინ­გებს, რო­მე­ლიც ეხე­ბა გა­რე­მოს დაც­ვას, ნარ­ჩე­ნე­ბის სწო­რად მარ­თვას, ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და სას­მე­ლი წყლის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მოხ­მა­რე­ბას, საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის სწო­რად დაც­ვას, ნარ­ჩე­ნე­ბის სა­თა­ნა­დოდ და­ხა­რის­ხე­ბა-შეგ­რო­ვე­ბას იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მუდ­მი­ვად ახ­ლდე­ბა სა­ხი­ფა­თო და სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის სწო­რად მარ­თვი­სა და მათი რე­ციკ­ლი­რე­ბის მე­თო­დე­ბი და ა.შ.

„კომ­პა­ნი­ა­ში ეკო­მე­გობ­რუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის და­ნერგვა თა­ნამ­შრო­მელ­თა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბით იწყე­ბა. ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლას, გროვ­დე­ბა სა­ხი­ფა­თო და სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი. მათ გა­ტა­ნა­სა და გა­და­მუ­შა­ვე­ბას, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს. სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის რე­ციკ­ლი­რე­ბის მიზ­ნით, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და ნარ­ჩე­ნი ზე­თე­ბით ამუ­შა­ვებს ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის გათ­ბო­ბის სის­ტე­მას, რომ­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაც სწო­რედ მე­ო­რად ზეთ­ზეა გათ­ვლი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, რო­მელ­მაც ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყო“, - ამ­ბობს თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძე.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი აღ­ნიშ­ნავს, „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ უმ­თავ­რე­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­მოწ­ვე­ვა 2050 წლამ­დე CO2-ის ნუ­ლო­ვა­ნი ემი­სი­აა, ერთი მხრივ, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის და მე­ო­რე მხრივ, წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში.

„ტო­ი­ო­ტას მიზ­ნე­ბი ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში დიდი ხა­ნია გას­ცდა მხო­ლოდ დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე მძლავ­რი, უსაფრ­თხო, ყველ­გან­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შექ­მნას და მათ აღ­ჭურ­ვას უახ­ლე­სი ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. ჰიბ­რი­დე­ბის წარ­მო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ტო­ი­ო­ტა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ისეთ უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა საწ­ვა­ვის, მათ შო­რის „მწვა­ნე წყალ­ბა­დის“ და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ქმნის 21-ე სა­უ­კუ­ნის მკვეთ­რად ინო­ვა­ცი­ურ, მე­ტად ეკო­მე­გობ­რულ, მე­ტად ეკო­ნო­მი­ურ, ამა­ვე დროს, მძლავრ და უსაფრ­თხო სე­რი­ულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ელექტრო­მო­ბი­ლებს და მათ მო­მავ­ლის წარ­მო­ე­ბად გა­ნი­ხი­ლავს. მო­მავ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­მა სრუ­ლად უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ უმ­თავ­რე­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი: გა­რე­მო­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, ნუ­ლო­ვა­ნი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა საწ­ვა­ვის ეფექ­ტუ­რი მოხ­მა­რე­ბა და უნდა გა­მოს­ცენ უმ­ცი­რე­სი ხმა­უ­რი,”- აღ­ნიშ­ნავს თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძე.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­მო­ბი­ლებ­სა და წყალ­ბად­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე მო­თხოვ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად მე­ტად გა­იზ­რდე­ბა. სა­დღე­ი­სოდ კი, მო­თხოვ­ნა ჰიბ­რი­დულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე ჭარ­ბობს.

„ტო­ი­ო­ტა წარ­მა­ტე­ბით ავ­სებს ყვე­ლა სა­მო­დე­ლო ხაზს ჰიბ­რი­დე­ბით, რად­გან ამ ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ეკო­მე­გობ­რუ­ლია და გა­რე­მოს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ზი­ანს აყე­ნებს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ჰიბ­რი­დებ­ზე მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან მზარ­დია და დი­ლე­რის მეშ­ვე­ო­ბით, ყვე­ლა უახ­ლე­სი ჰიბ­რი­დულძ­რა­ვი­ა­ნი მო­დე­ლი და ორი­გი­ნა­ლი წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბი, რო­მელ­თა ექ­სპლუ­ა­ტა­ცია გა­რე­მო­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბას ამ­ცი­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია. თუმ­ცა ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და ორი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბით მომ­ხმა­რებ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ერ­თბა­შად არ მომ­ხდა­რა. წლე­ბის მან­ძილ­ზე მომ­ხმა­რებ­ლის სკეფ­სი­სის დაძ­ლე­ვა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მისი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა სწო­რედ „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. იმა­ვეს ვი­ტყო­დით ელექტრო­მო­ბი­ლებ­სა თუ წყალ­ბა­დის ძრა­ვი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ამ მო­მავ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სიც მკვეთ­რად გა­იზ­რდე­ბა. მთა­ვა­რია, დღეს მომ­ხმა­რე­ბე­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და გა­ცი­ლე­ბით მეტს ფიქ­რობს, რო­გორ შე­ამ­ცი­როს გა­რე­მო­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა. ამ სა­კი­თხში ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი უკვე ჩვე­ნი პარტნი­ო­რია“, - ამ­ბობს თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძე.

კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი, ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის” მხრი­დან გა­რე­მო­ში ნახ­ში­რორ­ჟან­გის გაფ­რქვე­ვის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე და ამ­ბობს, რომ დი­ლე­რი აქ­ტი­უ­რად ეხ­მი­ა­ნე­ბა „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის” ამ ერთ-ერთ უმ­თავ­რეს გა­მოწ­ვე­ვას და გა­რე­მო­ში CO2-ის ემი­სი­ის შე­სამ­ცი­რებ­ლად ენერ­გო­ე­ფექ­ტურ პრო­ექ­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლებს.

„ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის სა­თა­ვო ოფი­სის სა­ხუ­რავ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა, მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე სო­ლარ­პა­ნე­ლებ­მა წელს, იან­ვრი­დან სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, 199 513 კვტ.სთ მწვა­ნე ენერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ვა და სრუ­ლად მო­ა­მა­რა­გა „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი”. პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, კომ­პა­ნი­ამ CO2-ის ემი­სია მიმ­დი­ნა­რე წელს უკვე 80 ტო­ნით შე­ამ­ცი­რა. მზის ელექტრო­სად­გუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 2023 წლი­დან შე­ვი­და და სა­ერ­თო ჯამ­ში 414 710 კვტ.სთ მწვა­ნე ენერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ვა, ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­რე­მო­ში გაფ­რქვე­ვა კი 166 ტო­ნით შე­ამ­ცი­რა, რაც 13 270 ხის დარ­გვის ტოლ­ფა­სია. ამას ემა­ტე­ბა ოფი­სის მთელ პე­რი­მეტრზე მო­წყო­ბი­ლი მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე თვით­და­მუხ­ტვა­დი სენ­სო­რუ­ლი გარე გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა. ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ცენ­ტრი ეხ­მი­ა­ნე­ბა ტო­ი­ო­ტას გლო­ბა­ლურ გა­რე­მოს­დაც­ვით გა­მოწ­ვე­ვებს. ვფიქ­რობთ, ეს კარ­გი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მწვა­ნე ინ­ვეს­ტი­ცია და ამ გზით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს, რო­გორც გა­რე­მო­ზე ზი­ა­ნი, ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე ხარ­ჯე­ბიც”, - გან­მარ­ტავს თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძე.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკო­მე­გობ­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბი მო­მა­ვალ­შიც კომ­პა­ნი­ის პრი­ო­რი­ტე­ტად დარ­ჩე­ბა. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ მუ­დამ იზუ­ნებს მომ­ხმა­რე­ბელ­თან მჭიდ­რო პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­ყა­როს და მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მოს­დაც­ვით პრო­ცე­სებ­ში ის ტო­ი­ო­ტას­თან ერ­თად ჩარ­თოს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული  ტექნოლოგიების განვითარებით აგრძელებს

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული  ტექნოლოგიების განვითარებით აგრძელებს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით აგრძელებს, რითაც არა მხოლოდ იზიარებს ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ტოიოტას ბრენდის იმ მოდელებსა და ორიგინალი წარმოების ავტონაწილებზე ხელმისაწვდომობას, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერის ცნობით, ცენტრი მომხმარებელს უზიარებს ინფორმაციას ახალი, ეკომეგობრული ტექნოლოგიების შესახებ, ზრუნავს თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე, სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვაზე, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებასა და გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირებაზე, საქმიანობის პროცესში კი ეკომეგობრული პრინციპების გატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რაც სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის განცხადებით, კომპანია თანამშრომლებისთვის რეგულარულად ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, ნარჩენების სწორად მართვას, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის რაციონალურად მოხმარებას, საქმიანობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების სწორად დაცვას, ნარჩენების სათანადოდ დახარისხება-შეგროვებას იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივად ახლდება სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვისა და მათი რეციკლირების მეთოდები და ა.შ.

„კომპანიაში ეკომეგობრული კონცეფციის დანერგვა თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების გაღრმავებით იწყება. ცენტრის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, გროვდება სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენები. მათ გატანასა და გადამუშავებას, გარკვეული პერიოდულობით, კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს. სპეციფიკური ნარჩენების რეციკლირების მიზნით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომანქანის გამოყენებული და ნარჩენი ზეთებით ამუშავებს ამერიკული წარმოების გათბობის სისტემას, რომლის ფუნქციონირებაც სწორედ მეორად ზეთზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი იყო ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, რომელმაც ნარჩენების მართვა სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად დაიწყო“, - ამბობს თინათინ მაკარიძე.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ უმთავრესი გარემოსდაცვითი გამოწვევა 2050 წლამდე CO2-ის ნულოვანი ემისიაა, ერთი მხრივ, ავტომობილების ექსპლუატაციის და მეორე მხრივ, წარმოების პროცესში.

„ტოიოტას მიზნები ავტოინდუსტრიაში დიდი ხანია გასცდა მხოლოდ დახვეწილი დიზაინის მქონე მძლავრი, უსაფრთხო, ყველგანმავალი ავტომობილების შექმნას და მათ აღჭურვას უახლესი ჰიბრიდული ტექნოლოგიებით. ჰიბრიდების წარმოების პარალელურად, ტოიოტა აქტიურად მუშაობს ისეთ უახლეს ტექნოლოგიებზე, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის, მათ შორის „მწვანე წყალბადის“ და ელექტროენერგიის მოხმარებაზეა დაფუძნებული, ქმნის 21-ე საუკუნის მკვეთრად ინოვაციურ, მეტად ეკომეგობრულ, მეტად ეკონომიურ, ამავე დროს, მძლავრ და უსაფრთხო სერიულ ავტომობილებს, ელექტრომობილებს და მათ მომავლის წარმოებად განიხილავს. მომავლის ავტომობილებმა სრულად უნდა დააკმაყოფილონ უმთავრესი მახასიათებლები: გარემოზე მინიმალური ზემოქმედება, ნულოვანი გამონაბოლქვი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ეფექტური მოხმარება და უნდა გამოსცენ უმცირესი ხმაური,”- აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისივე განცხადებით, საქართველოში ელექტრომობილებსა და წყალბადზე მომუშავე ავტომობილებზე მოთხოვნა შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მეტად გაიზრდება. სადღეისოდ კი, მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომობილებზე ჭარბობს.

„ტოიოტა წარმატებით ავსებს ყველა სამოდელო ხაზს ჰიბრიდებით, რადგან ამ ტიპის ავტომობილები ეკომეგობრულია და გარემოს გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ჰიბრიდებზე მოთხოვნა ძალიან მზარდია და დილერის მეშვეობით, ყველა უახლესი ჰიბრიდულძრავიანი მოდელი და ორიგინალი წარმოების ავტონაწილები, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს, საქართველოშიც ხელმისაწვდომია. თუმცა ჰიბრიდული ტექნოლოგიებით და ორიგინალი ავტონაწილებით მომხმარებლის დაინტერესება ერთბაშად არ მომხდარა. წლების მანძილზე მომხმარებლის სკეფსისის დაძლევა და ამ მიმართულებით მისი ცნობიერების ამაღლება სწორედ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დიდი დამსახურებაა. იმავეს ვიტყოდით ელექტრომობილებსა თუ წყალბადის ძრავიან ავტომობილებზე. საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ამ მომავლის ავტომობილების მიმართ ინტერესიც მკვეთრად გაიზრდება. მთავარია, დღეს მომხმარებელი აცნობიერებს სოციალურ პასუხისმგებლობას და გაცილებით მეტს ფიქრობს, როგორ შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება. ამ საკითხში ჩვენი მომხმარებელი უკვე ჩვენი პარტნიორია“, - ამბობს თინათინ მაკარიძე.

კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს „ტოიოტა ცენტრი თბილისის” მხრიდან გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირების შესაძლებლობებზე და ამბობს, რომ დილერი აქტიურად ეხმიანება „ტოიოტა მოტორ კორპორაციის” ამ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას და გარემოში CO2-ის ემისიის შესამცირებლად ენერგოეფექტურ პროექტები ახორციელებს.

„ჩვენი კომპანიის სათავო ოფისის სახურავზე დამონტაჟებულმა, მზის ენერგიაზე მომუშავე სოლარპანელებმა წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 199 513 კვტ.სთ მწვანე ენერგია გამოიმუშავა და სრულად მოამარაგა „ტოიოტა ცენტრი თბილისი”. პარალელურად, ამ ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებით, კომპანიამ CO2-ის ემისია მიმდინარე წელს უკვე 80 ტონით შეამცირა. მზის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2023 წლიდან შევიდა და საერთო ჯამში 414 710 კვტ.სთ მწვანე ენერგია გამოიმუშავა, ნახშირორჟანგის გარემოში გაფრქვევა კი 166 ტონით შეამცირა, რაც 13 270 ხის დარგვის ტოლფასია. ამას ემატება ოფისის მთელ პერიმეტრზე მოწყობილი მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი სენსორული გარე განათების სისტემა. ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებით, ცენტრი ეხმიანება ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს. ვფიქრობთ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კონკრეტულმა კომპანიამ განახორციელოს მწვანე ინვესტიცია და ამ გზით, მნიშვნელოვნად შეამციროს, როგორც გარემოზე ზიანი, ასევე, მიმდინარე ხარჯებიც”, - განმარტავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ეკომეგობრული მიდგომები მომავალშიც კომპანიის პრიორიტეტად დარჩება. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მუდამ იზუნებს მომხმარებელთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პროცესებში ის ტოიოტასთან ერთად ჩართოს.

NS