მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"27 სექტემბერს როცა მამა სოხუმში დახვრიტეს, მიცვალებული აფხაზმა, სომეხმა და რუსმა ქალებმა დაკრძალეს" - ცნობილი ექიმის 31 წლის წინ დაწყებული დევნილობა, დაბრუნება სოხუმში და მოგონებები აფხაზეთზე
"27 სექტემბერს როცა მამა სოხუმში დახვრიტეს, მიცვალებული აფხაზმა, სომეხმა და რუსმა ქალებმა დაკრძალეს" - ცნობილი ექიმის 31 წლის წინ დაწყებული დევნილობა, დაბრუნება სოხუმში და მოგონებები აფხაზეთზე

სო­ხუ­მის და­ცე­მი­დან 27 სექ­ტემ­ბერს 31 წელი გა­ვი­და. გა­დის დრო და წლე­ბის წინ ჩა­ტე­ხი­ლი ხიდი აფხა­ზებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის თით­ქოს ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი რჩე­ბა. ცნო­ბი­ლი ექი­მი, გი­ნე­კო­ლოგ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი აფხა­ზე­თი­დან არის. ის სო­ხუმ­ში ცნო­ბი­ლი მა­მის, ფსი­ქი­ატრ ბი­ძი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და.

მისი ბავ­შვო­ბა ომის და­წყე­ბის დღეს დამ­თავ­რდა, რო­დე­საც ტყვი­ე­ბის ზუ­ზუნს, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მო­ექ­ცა. მამა სო­ხუმ­ში, ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­თან ერ­თად 27 სექ­ტემ­ბერს დახ­ვრი­ტეს. ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი გა­დარ­ჩნენ, მაგ­რამ დარ­ჩა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი, რა­საც დრო ვერ ანე­ლებს და მო­გო­ნე­ბე­ბი აფხა­ზეთ­ზე, რო­მე­ლიც მის­თვის დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძვირ­ფა­სია.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, რო­გო­რი იყო თქვე­ნი ბავ­შვო­ბა სო­ხუმ­ში? რო­გო­რია თქვე­ნი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბი ამ ქა­ლაქთან?

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე სო­ხუმ­ში, 7 და-ძმა ვართ და სახ­ლში სულ ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო, კარი არ იკე­ტე­ბო­და. ერთი დღეც არ მახ­სოვს, რომ სახ­ლში სტუ­მა­რი არ გვყო­ლო­და. დიდი, ლა­მა­ზი სახლ-კარი გვქონ­და, ეზო­ში შად­რევ­ნე­ბი, ჩანჩქე­რე­ბი, აუ­ზე­ბი, ნამ­დვი­ლი წყა­როც მო­წანწკა­რებ­და პა­ტა­რა თი­ხის დო­ქის პი­რი­დან.

მშობ­ლე­ბი

დედა იზოლ­და ჯო­ჯუა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფი­ლო­ლო­გი გახ­ლდათ, რო­მელ­საც არას­დროს უმუ­შა­ვია. მისი სამ­სა­ხუ­რი სახ­ლი და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა იყო. დე­დას მამა სე­ვე­რი­ან ჯო­ჯუა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი, სო­ხუ­მის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დე­კა­ნი იყო. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით წა­ვი­და და იქ და­ი­ღუ­პა 1942 წელს. დიდი ბა­ბუა ან­დრია ჯო­ჯუა სო­ხუ­მე­ლი იყო და ე.წ. ლე­ჩკო­ფის მთა მისი სა­კუთ­რე­ბა იყო ჯერ კი­დევ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე. ეს კი­დევ სხვა ის­ტო­რი­აა და სხვა დროს მო­გიყ­ვე­ბით.

მამა - ბი­ძი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი - ექი­მი ფსი­ქი­ატ­რი გახ­ლდათ, მშობ­ლე­ბი ბავ­შვებს თა­ვი­სუფ­ლად გვზრდიდ­ნენ, თით­ქმის არა­ფერს გვიკ­რძა­ლავ­დნენ, სიყ­ვა­რულ­ში და სი­ლა­ღე­ში ვიზ­რდე­ბო­დით, რის­თვი­საც ჩემი მშობ­ლე­ბის მად­ლი­ე­რი ვარ.

მა­მას­თან ერ­თად

- რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, გარ­თო­ბა, ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი გახ­სოვთ ბავ­შვო­ბა­ში?

- ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნის და­ბა­დე­ბის დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ვნიშ­ნავ­დით, სხვა დრო­საც უამ­რა­ვი სტუ­მა­რი მო­დი­ო­და, დიდი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რე­ბიც ხში­რად იშ­ლე­ბო­და. დები მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით და როცა სტუმ­რე­ბი მო­ვი­დოდ­ნენ, მშობ­ლე­ბი გვთხოვ­დნენ, მათ­თვის დაგ­ვეკ­რა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. მა­მას ხში­რად დავ­ყავ­დით სამ­სა­ხურ­ში, სახ­ლში თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში დაგ­ვსვამ­და ხოლ­მე და სა­კუ­თარ ლექ­სებს გვი­კი­თხავ­და. სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე გახ­ლდათ, მიყ­ვარ­და მისი მოს­მე­ნა, უამ­რა­ვი გეგ­მე­ბი ჰქონ­და, რა­საც ხში­რად გვი­ზი­ა­რებ­და. დედა ხუმ­რო­ბით ფან­ტა­ზი­ებს უწო­დებ­და და ეუბ­ნე­ბო­და, ასე­თი რამე არ მი­ნა­ხავს და არ გა­მი­გია და რა­ნა­ი­რად უნდა გა­ა­კე­თოო? - მამა პა­სუ­ხობ­და, აი, არა­ვის რომ არ გი­ნა­ხავს და არც გა­გი­გი­ათ, მა­გი­ტომ მე უნდა გა­ვა­კე­თოო. მისი ფან­ტა­ზი­ე­ბის და ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მოწ­მე ხში­რად ვყო­ფილ­ვარ, ყვე­ლა­ფერ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო.

და-ძმა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლე­ბი წლე­ბის წინ, სო­ხუმ­ში და ახლა

- მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ჰქონ­და ქა­ლაქ­ში რო­გორც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის დი­რექ­ტორს. მისი სი­ცო­ცხლეც ამ ქა­ლაქ­ში დას­რულ­და. მზად ხართ, მოგ­ვიყ­ვეთ იმ დღეს რა მოხ­და და რო­გორ იმოქ­მე­და ამ ტრა­გე­დი­ამ თქვენ­ზე და თქვენს ოჯახ­ზე?

- მა­მა­ჩე­მი ბი­ძი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ აფხა­ზეთ­ში ფსი­ქი­ატ­რი­ის სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, აფხა­ზეთ­ში პირ­ვე­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი, შემ­დგომ მან ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პირ­ვე­ლი ნევ­რო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა აფხა­ზეთ­ში, რო­მელ­საც თა­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, შექ­მნა მუ­სი­კო­თე­რა­პი­ის ოთა­ხი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის და პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ფსი­ქი­ატ­რი­ის მუ­ზე­უ­მი აფხა­ზეთ­ში, რომ­ლის გახ­სნა­საც ავ­ლი­პი ზუ­რა­ბაშ­ვი­ლიც ეწ­ვია. ეს მუ­ზე­უ­მი ომის პე­რი­ოდ­ში გა­ნად­გურ­და.

მა­მას დიდ პა­ტივს სცემ­დნენ რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ასე­ვე აფხა­ზე­ბი. ომის დროს სო­ხუ­მი არ და­ტო­ვა, ბო­ლოს, კრი­ტი­კულ დღე­ებ­შიც კი, რო­დე­საც ქა­ლა­ქი ომის ქარ-ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი და ჯა­რიც კი ტო­ვებ­და. ახ­ლობ­ლე­ბი აკი­თხავ­დნენ, სთხოვ­დნენ ცე­ცხლში გახ­ვე­უ­ლი ქა­ლა­ქი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. თუმ­ცა მან უარი გა­ნა­ცხა­და.

მამა ბი­ძი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და უფ­რო­სი შვი­ლი შალ­ვა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი

მას­თან ერ­თად დარ­ჩა ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ზე­მი­კო მი­ქა­ძე, რო­მე­ლიც მა­მა­ჩე­მის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ. უკა­ნას­კნე­ლად სო­ხუმ­ში ჩემს სახ­ლში 23 სექ­ტემ­ბერს დავ­რე­კე, ტე­ლე­ფონ­ზე ზე­მი­კო მი­ქა­ძემ მი­პა­სუ­ხა, როცა ვკი­თხე, რას აპი­რებ­დნენ, მტკი­ცედ გა­ნა­ცხა­და, მე და ბი­ძი­ნა არ­სად არ ვა­პი­რებთ წას­ვლა­სო.

მა­მამ მი­თხრა, აქ ისე­თი ამ­ბა­ვია, ჯერ რომ არას­დროს ყო­ფი­ლა მთე­ლი ომის გან­მავ­ლო­ბა­შიო, ჭურ­ვე­ბი უკვე ჩვენს ქუ­ჩა­ზე სკდე­ბა და ეზო­ში ტყვი­ე­ბი წვი­მა­სა­ვით ცვი­ვაო. იმ­დე­ნად მტკი­ცე და შე­უ­ვა­ლი იყო, იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო მათი საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა, ვერ შევ­ბე­დე მეთ­ქვა, წა­მო­დი-თქო.

ამ დღის შემ­დეგ სო­ხუმ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ხაზი გა­წყდა, 1993 წლის სექ­ტემ­ბრის ბოლო დღე­ე­ბის ამ­ბა­ვი მა­მა­ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ: სო­ხუ­მის და­ცე­მის წინა დღე­ებ­ში, მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და და თა­ვი­სი მან­ქა­ნით გა­დაჰ­ყავ­და ქა­ლა­ქის გა­სას­ვლელ­თან - დაბა მერ­ხე­ულ­თან.

27 სექ­ტემ­ბერს, სახ­ლში მან­ქა­ნით ბრუნ­დე­ბო­და, როცა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ა­ჩე­რეს. არ ვიცი, რა უთხრეს და რა ელა­პა­რა­კეს, ვი­ცით ის, რომ რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­მე­ო­რა, მე ბი­ძი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ვარო, თუმ­ცა არ და­ინ­დეს და ზე­მი­კო მი­ქა­ძეს­თან ერ­თად დახ­ვრი­ტეს ჩვენს ქუ­ჩა­ზე.

სო­ხუ­მის და­ცე­მის შემ­დეგ დღე­ებ­ში ქუ­ჩებ­ში ბევ­რი გარ­დაც­ვლი­ლის გვა­მი იყო და სპე­ცი­ა­ლუ­რი მან­ქა­ნე­ბით პე­რი­ო­დუ­ლად გაჰ­ქონ­დათ. მა­მა­ჩე­მი და ზე­მი­კო მე­ზო­ბელ­მა ქა­ლებ­მა, რო­გორც კი მო­სა­ღა­მოვ­და, იმის ში­შით, რომ მან­ქა­ნებს არ წა­ე­ღოთ, მა­შინ­ვე და­მარ­ხეს შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს მო­უ­ა­რეს რო­გორც შე­ეძ­ლოთ.

ეს იყო სამი ქალ­ბა­ტო­ნი: აფხა­ზი, სო­მე­ხი და რუსი. რაც მათ მა­შინ ჩა­ი­დი­ნეს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის და უსაფრ­თხო­ე­ბის ნაც­ვლად, დიდი ადა­მი­ა­ნო­ბა და გმი­რო­ბაა.

- რო­გორ გახ­სოვთ ომის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი? რა იყო თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი იმ პე­რი­ოდ­ში?

- ომი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო, მე მა­შინ სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე სო­ხუმ­ში, სახ­ლში ვი­ყა­ვი. წინა დღეს ახა­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი ვი­ყი­დე (ახ­ლაც ვი­ნა­ხავ სო­ხუმ­ში ჩემს ბოლო შე­ნა­ძენს) და ზღვა­ზე ვა­პი­რებ­დით წას­ვლას მე, ჩემი დები და მე­გობ­რე­ბი. რო­დე­საც გა­ვემ­ზა­დეთ, ამ დროს გა­ვი­გეთ თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი: ქა­ლაქ­ში უკვე სრო­ლა იყო. სახ­ლი­დან აღარ გა­ვე­დით, ტე­ლე­ვი­ზო­რი, რა­დიო ჩავ­რთეთ და ვუს­მენ­დით ახალ ამ­ბებს. მალე სრო­ლამ ჩვენს სახ­ლამ­დეც მო­აღ­წია. ისე­თი და­უც­ვე­ლო­ბის და უსუ­სუ­რო­ბის გრძნო­ბა დაგ­ვე­უფ­ლა, შიში და გა­ურ­კვევ­ლო­ბა, პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი მუდ­მი­ვი კი­თხვა: რა­ტომ და რის­თვის? ამ დღეს დას­რულ­და ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა და მას­თან ერ­თად ჩვე­ნი ულა­მა­ზე­სი, თბი­ლი და ლაღი ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი - სო­ხუ­მი.

მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი სო­ხუმ­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად

დედა ომამ­დე, 1989 წელს მძი­მე სე­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე და ჩემი დები მა­მამ აე­რო­პორ­ტში წაგ­ვიყ­ვა­ნა და თვითმფრი­ნა­ვით თბი­ლის­ში გა­მოგ­ვიშ­ვა. თვითმფრი­ნავ­ში იმ­დე­ნი ხალ­ხი იყო, იმა­ზე მეტი, ვიდ­რე პი­კის სა­ათ­ში ავ­ტო­ბუს­ში ოდეს­მე მი­ნა­ხავს, ერ­თმა­ნეთს კალ­თა­ში ვე­ჯე­ქით და ბევ­რი ფეხ­ზე იდგა ჭყლე­ტა­ში. ასე ჩა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში, ამის შემ­დეგ სო­ხუმ­ში მხო­ლოდ 30 წლის შემ­დეგ ჩა­ვე­დი ძვე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის გა­სა­ცო­ცხლებ­ლად.

- რა შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ომის შემ­დეგ და რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა?

- 90-იანი წლე­ბი თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რე, უმ­ძი­მე­სი დრო იყო, თუმ­ცა ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა ცალ­კე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი. მა­შინ თბი­ლი­სის­თვის არ იყო უცხო ავ­ტო­მა­ტე­ბის და ტყვი­ე­ბის უმი­სა­მარ­თო ზუ­ზუ­ნი. რო­გორც კი შე­ღამ­დე­ბო­და, გა­რეთ ვერ გა­დი­ო­დი. ფი­ნან­სუ­რად დიდი გა­ჭირ­ვე­ბა იყო, თუმ­ცა ჩვე­ნი უფ­რო­სი ძმა შალ­ვა, ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბო­და ყვე­ლას. ცნო­ბის­თვის, ჩვენ ყვე­ლა და-ძმა ექი­მე­ბი გახ­ლა­ვართ. იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში მე და ჩემი და ბი­ნას ვქი­რა­ობ­დით. სი­ონ­თან, მტკვრის პი­რას ერთ-ერთ თბი­ლი­სურ ხის აივ­ნი­ან ლა­მაზ სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით. ჩვე­ნი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, გუ­ლი­კო და რუ­სი­კო იყ­ვნენ, ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ოჯა­ხი გახ­ლდათ, თბი­ლი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მა­შინ არა­ვის ულ­ხინ­და, თუმ­ცა სა­კუ­თარ ლუკ­მას ყო­ველ­თვის ჩვენ გვი­წი­ლა­დებ­დნენ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით. ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა მათ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი. დიდი და რთუ­ლი გზა განვვლეთ რო­გორც მე, ასე­ვე ყვე­ლა ჩემ­მა და-ძმამ. ზოგ­მა უცხო­ეთ­ში, ზოგ­მა თბი­ლის­ში. თავს არას­დროს ვგრძნობ­დი დევ­ნი­ლად ან ლტოლ­ვი­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბის მეტი ნა­წი­ლი თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რე, თავს სო­ხუ­მე­ლად ვთვლი და ვგრძნობ.

- 27 სექ­ტემ­ბე­რი სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეა. რა გრძნო­ბებს გი­ტო­ვებთ ეს დღე და რო­გორ ახერ­ხებთ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას?

- ეს არის ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი დღე სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში და აფხა­ზე­თის ომი - დარ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ას, რო­გორც უდი­დე­სი ტრა­გე­დია. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და ოჯა­ხე­ბი შე­ი­წი­რა ამ ომმა, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა და­ან­გრია და გა­ა­პარ­ტა­ხა… ბევ­რმა ვერ შეძ­ლო ახალ რე­ა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­უ­საძ­ლი­სი სურ­ვი­ლით და მო­ნატ­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა და ვერ მო­ეს­წრო მშობ­ლი­უ­რი კუ­თხის ნახ­ვას. ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის მთა­ვა­რი ნატ­ვრა აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბაა.

დაბ­რუ­ნე­ბა სო­ხუმ­ში

- რომ შეგ­ძლე­ბო­დათ, რას შეც­ვლი­დით იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­დით...

- სო­ხუმ­ში და ჩემს ბავ­შვო­ბა­ში რომ და­მაბ­რუ­ნა, ალ­ბათ, არა­ფერს შევ­ცვლი­დი. ამ თე­მა­ზე ხში­რად მი­ფიქ­რია. ერ­თა­დერ­თი ალ­ბათ მა­მას არ დავ­ტო­ვებ­დი ომში და აქეთ წა­მო­ვიყ­ვან­დი-თქო, მაგ­რამ ეს რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ის ვერ იქ­ნე­ბო­და ბი­ძი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი. ის იყო პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ჰქონ­და ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის პრინ­ცი­პე­ბი და მას სი­ცო­ცხლის ფა­სად არ დათ­მობ­და, სწო­რედ ამი­ტომ იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი და ამი­ტომ დარ­ჩა იქ სო­ხუმ­ში.

მა­მა­ჩემს ბევ­რი აფხა­ზი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, უდი­დეს პა­ტივს სცემ­დნენ მას რო­გორც ექიმს და პი­როვ­ნე­ბას. ახ­ლაც კი, როცა მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ ჩა­ვე­დი სო­ხუმ­ში, უამ­რა­ვი მისი მად­ლი­ე­რი აფხა­ზი შემ­ხვდა, რომ­ლე­ბიც 30 წლის შემ­დეგ მიხ­დიდ­ნენ მად­ლო­ბას იმ სი­კე­თის­თვის, რო­მე­ლიც მათ ახ­სოვთ. ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ მის ასეთ ტრა­გი­კულ სიკ­ვდილს. ერ­თმა ღრმა სი­ნა­ნუ­ლით ჩუ­მად ამო­იხ­ვნე­შა და აღ­ნიშ­ნა: რო­გორ გა­ი­მე­ტეს? განა შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლა?..

ასე დახ­ვდა მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვილს 27 წლის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი სახ­ლი სო­ხუმ­ში

- წლე­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხეთ და თუ არ ვცდე­ბი, ორ­ჯერ ეს­ტუმ­რეთ სო­ხუმს. იქ ჩა­სულ­მა რა იგ­რძე­ნით, დაბ­რუნ­დით სახ­ლში, თუ უცხო იყო თქვენ­თვის მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი?

- რთუ­ლი გრძნო­ბაა, ბევ­რმა სო­ხუ­მელ­მა და­მის­ვა ეს კი­თხვა, შე­ვეც­დე­ბი ავ­ხსნა. ბუ­ნე­ბა ისევ ისე­თი, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი, ულა­მა­ზე­სია. სურ­ნე­ლიც ისაა, ადრე რომ იყო ქუ­ჩებ­ში, ზღვის და ევ­კა­ლიპ­ტის, ზღვაც ისე­თია და ცაც. თით­ქოს სო­ხუ­მე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი კაფე პინგვი­ნიც იქ­ვეა, და­ჯე­ქი და ყავა და­ლიე... დავ­ლიე კი­დეც იმი­სათ­ვის, რომ სო­ხუ­მუ­რი სული შე­მეგ­რძნო, ის სული, ადრე რომ იყო, ჩვენ რომ გვა­ლა­ღებ­და და გვა­ბედ­ნი­ე­რებ­და… მაგ­რამ ვერა… ყავა-ყა­ვაა, ზღვა-ზღა­ვაა, ცა და ბუ­ნე­ბა და სახ­ლე­ბი იგი­ვეა, მაგ­რამ, მა­ინც ის არაა, რაც იყო, თით­ქოს სული ამო­ა­ცა­ლეს…

- ყვე­ლა, ვი­საც აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია, იმ იმე­დით ცხოვ­რობს, რომ ოდეს­მე და­უბ­რუნ­დე­ბი­ან მშობ­ლი­ურ კე­რას, რას ფიქ­რობთ, მოხ­დე­ბა ოდეს­მე დიდი შე­რი­გე­ბა?

- აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ის­ტო­რი­ის­თვის ერთი წა­მია და ამ წამ­ში თუ ვერ მო­ეს­წრო, არ ნიშ­ნავს რომ არას­დროს არ იქ­ნე­ბა. რო­გო­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც იყო ის დიდი ტრა­გე­დია, რაც თავს დაგ­ვა­ტყდა აფხა­ზე­თის ომით, ასე­ვე წარ­მო­უდ­გენ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბო­და დაბ­რუ­ნე­ბა წლე­ბის შემ­დეგ, თუმ­ცა ზუს­ტად ვიცი, რომ ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა და ეს იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი და აფხა­ზი ხალ­ხის დიდი შე­რი­გე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, რა ნა­ბი­ჯე­ბია სა­ჭი­რო, რომ ეს დიდი შე­რი­გე­ბა და დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­დეს?

- მე ვფიქ­რობ, მეტი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია სა­ჭი­რო, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად აფხა­ზი ახალ­გაზ­რდო­ბა ქარ­თვე­ლებს მტრად მი­იჩ­ნევს. ასე გა­ი­ზარ­დნენ, ომის აჩ­რდი­ლი მათ­ში ჯერ კი­დევ დიდი სიმწვა­ვი­თაა. უამ­რა­ვი აფხა­ზი და­ი­ღუ­პა ამ ომში და თით­ქმის ოჯა­ხი არაა, რომ ერთი და­ღუ­პუ­ლი მა­ინც არ ჰყავ­დეს. ეს ომი მათი უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ა­ცაა. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია სა­ჭი­რო, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. აქ ბევ­რი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დის და ბევ­რი ისე­თი სა­კი­თხია, რო­მელ­საც დიდი სიფრ­თხი­ლე სჭირ­დე­ბა. მტრო­ბა ან­გრევს და სიყ­ვა­რუ­ლი აშე­ნებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"27 სექტემბერს როცა მამა სოხუმში დახვრიტეს, მიცვალებული აფხაზმა, სომეხმა და რუსმა ქალებმა დაკრძალეს" - ცნობილი ექიმის 31 წლის წინ დაწყებული დევნილობა, დაბრუნება სოხუმში და მოგონებები აფხაზეთზე

"27 სექტემბერს როცა მამა სოხუმში დახვრიტეს, მიცვალებული აფხაზმა, სომეხმა და რუსმა ქალებმა დაკრძალეს" - ცნობილი ექიმის 31 წლის წინ დაწყებული დევნილობა, დაბრუნება სოხუმში და მოგონებები აფხაზეთზე

სოხუმის დაცემიდან 27 სექტემბერს 31 წელი გავიდა. გადის დრო და წლების წინ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის თითქოს ხელუხლებელი რჩება. ცნობილი ექიმი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი აფხაზეთიდან არის. ის სოხუმში ცნობილი მამის, ფსიქიატრ ბიძინა მგალობლიშვილის მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა.

მისი ბავშვობა ომის დაწყების დღეს დამთავრდა, როდესაც ტყვიების ზუზუნს, საკუთარი სახლიდან დედაქალაქში გამოექცა. მამა სოხუმში, ბავშვობის მეგობართან ერთად 27 სექტემბერს დახვრიტეს. ოჯახის სხვა წევრები გადარჩნენ, მაგრამ დარჩა უდიდესი ტკივილი, რასაც დრო ვერ ანელებს და მოგონებები აფხაზეთზე, რომელიც მისთვის დღემდე განსაკუთრებულად ძვირფასია.

- ქალბატონო მანანა, როგორი იყო თქვენი ბავშვობა სოხუმში? როგორია თქვენი ყველაზე სასიამოვნო მოგონებები ამ ქალაქთან?

- დავიბადე და გავიზარდე სოხუმში, 7 და-ძმა ვართ და სახლში სულ ხალხმრავლობა იყო, კარი არ იკეტებოდა. ერთი დღეც არ მახსოვს, რომ სახლში სტუმარი არ გვყოლოდა. დიდი, ლამაზი სახლ-კარი გვქონდა, ეზოში შადრევნები, ჩანჩქერები, აუზები, ნამდვილი წყაროც მოწანწკარებდა პატარა თიხის დოქის პირიდან.

მშობლები

დედა იზოლდა ჯოჯუა ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი გახლდათ, რომელსაც არასდროს უმუშავია. მისი სამსახური სახლი და ბავშვების აღზრდა იყო. დედას მამა სევერიან ჯოჯუა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დეკანი იყო. მეორე მსოფლიო ომში საკუთარი სურვილით წავიდა და იქ დაიღუპა 1942 წელს. დიდი ბაბუა ანდრია ჯოჯუა სოხუმელი იყო და ე.წ. ლეჩკოფის მთა მისი საკუთრება იყო ჯერ კიდევ რევოლუციამდე. ეს კიდევ სხვა ისტორიაა და სხვა დროს მოგიყვებით.

მამა - ბიძინა მგალობლიშვილი - ექიმი ფსიქიატრი გახლდათ, მშობლები ბავშვებს თავისუფლად გვზრდიდნენ, თითქმის არაფერს გვიკრძალავდნენ, სიყვარულში და სილაღეში ვიზრდებოდით, რისთვისაც ჩემი მშობლების მადლიერი ვარ.

მამასთან ერთად

- რა განსაკუთრებული ტრადიციები, გართობა, ოჯახური დღესასწაულები გახსოვთ ბავშვობაში?

- ყოველი ჩვენთაგანის დაბადების დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავდით, სხვა დროსაც უამრავი სტუმარი მოდიოდა, დიდი ტრადიციული სუფრებიც ხშირად იშლებოდა. დები მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდით და როცა სტუმრები მოვიდოდნენ, მშობლები გვთხოვდნენ, მათთვის დაგვეკრა ფორტეპიანოზე. მამას ხშირად დავყავდით სამსახურში, სახლში თავის კაბინეტში დაგვსვამდა ხოლმე და საკუთარ ლექსებს გვიკითხავდა. საინტერესო მოსაუბრე გახლდათ, მიყვარდა მისი მოსმენა, უამრავი გეგმები ჰქონდა, რასაც ხშირად გვიზიარებდა. დედა ხუმრობით ფანტაზიებს უწოდებდა და ეუბნებოდა, ასეთი რამე არ მინახავს და არ გამიგია და რანაირად უნდა გააკეთოო? - მამა პასუხობდა, აი, არავის რომ არ გინახავს და არც გაგიგიათ, მაგიტომ მე უნდა გავაკეთოო. მისი ფანტაზიების და ჩანაფიქრების განხორციელების მოწმე ხშირად ვყოფილვარ, ყველაფერში განსხვავებული და ორიგინალური იყო.

და-ძმა მგალობლიშვილები წლების წინ, სოხუმში და ახლა

- მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქალაქში როგორც ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორს. მისი სიცოცხლეც ამ ქალაქში დასრულდა. მზად ხართ, მოგვიყვეთ იმ დღეს რა მოხდა და როგორ იმოქმედა ამ ტრაგედიამ თქვენზე და თქვენს ოჯახზე?

- მამაჩემი ბიძინა მგალობლიშვილი გახლდათ აფხაზეთში ფსიქიატრიის სამსახურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აფხაზეთში პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, შემდგომ მან ჩამოაყალიბა პირველი ნევროზების განყოფილება აფხაზეთში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, შექმნა მუსიკოთერაპიის ოთახი ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის და პირველი და ერთადერთი ფსიქიატრიის მუზეუმი აფხაზეთში, რომლის გახსნასაც ავლიპი ზურაბაშვილიც ეწვია. ეს მუზეუმი ომის პერიოდში განადგურდა.

მამას დიდ პატივს სცემდნენ როგორც ქართველები, ასევე აფხაზები. ომის დროს სოხუმი არ დატოვა, ბოლოს, კრიტიკულ დღეებშიც კი, როდესაც ქალაქი ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული და ჯარიც კი ტოვებდა. ახლობლები აკითხავდნენ, სთხოვდნენ ცეცხლში გახვეული ქალაქი დაეტოვებინა. თუმცა მან უარი განაცხადა.

მამა ბიძინა მგალობლიშვილი და უფროსი შვილი შალვა მგალობლიშვილი

მასთან ერთად დარჩა ჩვენი მეზობელი ზემიკო მიქაძე, რომელიც მამაჩემის ბავშვობის მეგობარი გახლდათ. უკანასკნელად სოხუმში ჩემს სახლში 23 სექტემბერს დავრეკე, ტელეფონზე ზემიკო მიქაძემ მიპასუხა, როცა ვკითხე, რას აპირებდნენ, მტკიცედ განაცხადა, მე და ბიძინა არსად არ ვაპირებთ წასვლასო.

მამამ მითხრა, აქ ისეთი ამბავია, ჯერ რომ არასდროს ყოფილა მთელი ომის განმავლობაშიო, ჭურვები უკვე ჩვენს ქუჩაზე სკდება და ეზოში ტყვიები წვიმასავით ცვივაო. იმდენად მტკიცე და შეუვალი იყო, იმდენად ძლიერი იყო მათი საბრძოლო განწყობა, ვერ შევბედე მეთქვა, წამოდი-თქო.

ამ დღის შემდეგ სოხუმთან სატელეფონო ხაზი გაწყდა, 1993 წლის სექტემბრის ბოლო დღეების ამბავი მამაჩემთან დაკავშირებით მოგვიანებით გავიგეთ: სოხუმის დაცემის წინა დღეებში, მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვებაში ეხმარებოდა და თავისი მანქანით გადაჰყავდა ქალაქის გასასვლელთან - დაბა მერხეულთან.

27 სექტემბერს, სახლში მანქანით ბრუნდებოდა, როცა შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს. არ ვიცი, რა უთხრეს და რა ელაპარაკეს, ვიცით ის, რომ რამდენჯერმე გაუმეორა, მე ბიძინა მგალობლიშვილი ვარო, თუმცა არ დაინდეს და ზემიკო მიქაძესთან ერთად დახვრიტეს ჩვენს ქუჩაზე.

სოხუმის დაცემის შემდეგ დღეებში ქუჩებში ბევრი გარდაცვლილის გვამი იყო და სპეციალური მანქანებით პერიოდულად გაჰქონდათ. მამაჩემი და ზემიკო მეზობელმა ქალებმა, როგორც კი მოსაღამოვდა, იმის შიშით, რომ მანქანებს არ წაეღოთ, მაშინვე დამარხეს შიშველი ხელებით და მიცვალებულებს მოუარეს როგორც შეეძლოთ.

ეს იყო სამი ქალბატონი: აფხაზი, სომეხი და რუსი. რაც მათ მაშინ ჩაიდინეს საკუთარი სიცოცხლის და უსაფრთხოების ნაცვლად, დიდი ადამიანობა და გმირობაა.

- როგორ გახსოვთ ომის პირველი დღეები? რა იყო თქვენთვის ყველაზე შოკისმომგვრელი და მტკივნეული იმ პერიოდში?

- ომი მოულოდნელად დაიწყო, მე მაშინ საზაფხულო არდადეგებზე სოხუმში, სახლში ვიყავი. წინა დღეს ახალი საცურაო კოსტიუმი ვიყიდე (ახლაც ვინახავ სოხუმში ჩემს ბოლო შენაძენს) და ზღვაზე ვაპირებდით წასვლას მე, ჩემი დები და მეგობრები. როდესაც გავემზადეთ, ამ დროს გავიგეთ თავზარდამცემი ამბავი: ქალაქში უკვე სროლა იყო. სახლიდან აღარ გავედით, ტელევიზორი, რადიო ჩავრთეთ და ვუსმენდით ახალ ამბებს. მალე სროლამ ჩვენს სახლამდეც მოაღწია. ისეთი დაუცველობის და უსუსურობის გრძნობა დაგვეუფლა, შიში და გაურკვევლობა, პასუხგაუცემელი მუდმივი კითხვა: რატომ და რისთვის? ამ დღეს დასრულდა ჩვენი ბედნიერი ბავშვობა და მასთან ერთად ჩვენი ულამაზესი, თბილი და ლაღი ზღვისპირა ქალაქი - სოხუმი.

მანანა მგალობლიშვილი სოხუმში, მეგობრებთან ერთად

დედა ომამდე, 1989 წელს მძიმე სენით გარდაიცვალა. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მე და ჩემი დები მამამ აეროპორტში წაგვიყვანა და თვითმფრინავით თბილისში გამოგვიშვა. თვითმფრინავში იმდენი ხალხი იყო, იმაზე მეტი, ვიდრე პიკის საათში ავტობუსში ოდესმე მინახავს, ერთმანეთს კალთაში ვეჯექით და ბევრი ფეხზე იდგა ჭყლეტაში. ასე ჩამოვედით თბილისში, ამის შემდეგ სოხუმში მხოლოდ 30 წლის შემდეგ ჩავედი ძველი მოგონებების გასაცოცხლებლად.

- რა შეიცვალა თქვენი ცხოვრების გზაზე ომის შემდეგ და როგორ მოახერხეთ ახალი ცხოვრების დაწყება?

- 90-იანი წლები თბილისში გავატარე, უმძიმესი დრო იყო, თუმცა ტკბილად მახსენდება ცალკეული ეპიზოდები. მაშინ თბილისისთვის არ იყო უცხო ავტომატების და ტყვიების უმისამართო ზუზუნი. როგორც კი შეღამდებოდა, გარეთ ვერ გადიოდი. ფინანსურად დიდი გაჭირვება იყო, თუმცა ჩვენი უფროსი ძმა შალვა, ძალიან გვეხმარებოდა ყველას. ცნობისთვის, ჩვენ ყველა და-ძმა ექიმები გახლავართ. იმ პერიოდში თბილისში მე და ჩემი და ბინას ვქირაობდით. სიონთან, მტკვრის პირას ერთ-ერთ თბილისურ ხის აივნიან ლამაზ სახლში ვცხოვრობდით. ჩვენი დიასახლისები არაჩვეულებრივი ქალბატონები, გულიკო და რუსიკო იყვნენ, ძალიან განათლებული კულტურული ოჯახი გახლდათ, თბილი და კეთილი ადამიანები. მაშინ არავის ულხინდა, თუმცა საკუთარ ლუკმას ყოველთვის ჩვენ გვიწილადებდნენ დიდი სიყვარულით. ტკბილად მახსენდება მათთან გატარებული პერიოდი. დიდი და რთული გზა განვვლეთ როგორც მე, ასევე ყველა ჩემმა და-ძმამ. ზოგმა უცხოეთში, ზოგმა თბილისში. თავს არასდროს ვგრძნობდი დევნილად ან ლტოლვილად. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების მეტი ნაწილი თბილისში გავატარე, თავს სოხუმელად ვთვლი და ვგრძნობ.

- 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. რა გრძნობებს გიტოვებთ ეს დღე და როგორ ახერხებთ ტკივილთან ერთად ცხოვრებას?

- ეს არის ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და აფხაზეთის ომი - დარჩება ისტორიას, როგორც უდიდესი ტრაგედია. რამდენი ადამიანი და ოჯახები შეიწირა ამ ომმა, რამდენი ადამიანის ცხოვრება დაანგრია და გააპარტახა… ბევრმა ვერ შეძლო ახალ რეალობასთან შეგუება, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი აფხაზეთში დაბრუნების გაუსაძლისი სურვილით და მონატრებით გარდაიცვალა და ვერ მოესწრო მშობლიური კუთხის ნახვას. ცხოვრება გრძელდება, ყველა ჩვენგანის მთავარი ნატვრა აფხაზეთში დაბრუნებაა.

დაბრუნება სოხუმში

- რომ შეგძლებოდათ, რას შეცვლიდით იმ წლების განმავლობაში, რაც სოხუმში ცხოვრობდით...

- სოხუმში და ჩემს ბავშვობაში რომ დამაბრუნა, ალბათ, არაფერს შევცვლიდი. ამ თემაზე ხშირად მიფიქრია. ერთადერთი ალბათ მამას არ დავტოვებდი ომში და აქეთ წამოვიყვანდი-თქო, მაგრამ ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ის ვერ იქნებოდა ბიძინა მგალობლიშვილი. ის იყო პიროვნება, რომელსაც ჰქონდა ადამიანური ღირსების პრინციპები და მას სიცოცხლის ფასად არ დათმობდა, სწორედ ამიტომ იყო გამორჩეული და ამიტომ დარჩა იქ სოხუმში.

მამაჩემს ბევრი აფხაზი მეგობარი ჰყავდა, უდიდეს პატივს სცემდნენ მას როგორც ექიმს და პიროვნებას. ახლაც კი, როცა მრავალი წლის შემდეგ ჩავედი სოხუმში, უამრავი მისი მადლიერი აფხაზი შემხვდა, რომლებიც 30 წლის შემდეგ მიხდიდნენ მადლობას იმ სიკეთისთვის, რომელიც მათ ახსოვთ. ძალიან განიცდიდნენ მის ასეთ ტრაგიკულ სიკვდილს. ერთმა ღრმა სინანულით ჩუმად ამოიხვნეშა და აღნიშნა: როგორ გაიმეტეს? განა შეიძლებოდა ასეთი ადამიანის მოკვლა?..

ასე დახვდა მანანა მგალობლიშვილს 27 წლის შემდეგ საკუთარი სახლი სოხუმში

- წლების შემდეგ მოახერხეთ და თუ არ ვცდები, ორჯერ ესტუმრეთ სოხუმს. იქ ჩასულმა რა იგრძენით, დაბრუნდით სახლში, თუ უცხო იყო თქვენთვის მშობლიური ქალაქი?

- რთული გრძნობაა, ბევრმა სოხუმელმა დამისვა ეს კითხვა, შევეცდები ავხსნა. ბუნება ისევ ისეთი, უმშვენიერესი, ულამაზესია. სურნელიც ისაა, ადრე რომ იყო ქუჩებში, ზღვის და ევკალიპტის, ზღვაც ისეთია და ცაც. თითქოს სოხუმელების საყვარელი კაფე პინგვინიც იქვეა, დაჯექი და ყავა დალიე... დავლიე კიდეც იმისათვის, რომ სოხუმური სული შემეგრძნო, ის სული, ადრე რომ იყო, ჩვენ რომ გვალაღებდა და გვაბედნიერებდა… მაგრამ ვერა… ყავა-ყავაა, ზღვა-ზღავაა, ცა და ბუნება და სახლები იგივეა, მაგრამ, მაინც ის არაა, რაც იყო, თითქოს სული ამოაცალეს…

- ყველა, ვისაც აფხაზეთის დატოვება მოუწია, იმ იმედით ცხოვრობს, რომ ოდესმე დაუბრუნდებიან მშობლიურ კერას, რას ფიქრობთ, მოხდება ოდესმე დიდი შერიგება?

- აუცილებლად მოხდება. ადამიანის ცხოვრება ისტორიისთვის ერთი წამია და ამ წამში თუ ვერ მოესწრო, არ ნიშნავს რომ არასდროს არ იქნება. როგორი წარმოუდგენელიც იყო ის დიდი ტრაგედია, რაც თავს დაგვატყდა აფხაზეთის ომით, ასევე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა დაბრუნება წლების შემდეგ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ოდესმე აუცილებლად მოხდება და ეს იქნება ქართველი და აფხაზი ხალხის დიდი შერიგება და გამარჯვება.

- თქვენი აზრით, რა ნაბიჯებია საჭირო, რომ ეს დიდი შერიგება და დაბრუნება მოხდეს?

- მე ვფიქრობ, მეტი ურთიერთობებია საჭირო, სამწუხაროდ, ხშირად აფხაზი ახალგაზრდობა ქართველებს მტრად მიიჩნევს. ასე გაიზარდნენ, ომის აჩრდილი მათში ჯერ კიდევ დიდი სიმწვავითაა. უამრავი აფხაზი დაიღუპა ამ ომში და თითქმის ოჯახი არაა, რომ ერთი დაღუპული მაინც არ ჰყავდეს. ეს ომი მათი უდიდესი ტრაგედიაცაა. ურთიერთობებია საჭირო, უბრალო ადამიანური ურთიერთობები. აქ ბევრი პრობლემაა, რომელიც პოლიტიკურ ჭრილში გადის და ბევრი ისეთი საკითხია, რომელსაც დიდი სიფრთხილე სჭირდება. მტრობა ანგრევს და სიყვარული აშენებს.

წაიკითხეთ ასევე: