საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ომი იქნება უფრო მასშტაბური და დამანგრეველი" - ისრაელი "ჰეზბოლაზე" დიდი დარტყმისთვის ემზადება: რატომ დუმს ირანი და რისთვის უნდა მოემზადოს ახლო აღმოსავლეთი?
"ეს ომი იქნება უფრო მასშტაბური და დამანგრეველი" - ისრაელი "ჰეზბოლაზე" დიდი დარტყმისთვის ემზადება: რატომ დუმს ირანი და რისთვის უნდა მოემზადოს ახლო აღმოსავლეთი?

ის­რა­ე­ლის არ­მი­ას და "ჰეზ­ბო­ლას" შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ის­რა­ე­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ლი­ბა­ნის სამ­ხრეთ­ში და ზო­გი­ერთ აღ­მო­სავ­ლეთ რა­ი­ონ­ში მისი სა­მიზ­ნეა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ის­ლა­მის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰეზ­ბო­ლას" ობი­ექ­ტე­ბი. ლი­ბა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბია.

19 სექ­ტემ­ბერს ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ სამ­ხრეთ ლი­ბან­ში "ჰეზ­ბო­ლას" ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მიზ­ნე­ებ­ზე იე­რი­შე­ბის ახა­ლი ტალ­ღა და­ი­წყო. ის­რა­ე­ლე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის თქმით, იე­რი­შე­ბი სა­არ­ტი­ლე­რიო და სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმებს მო­ი­ცავ­და.

17-18 სექ­ტემ­ბერს ლი­ბან­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბის შემ­დეგ, რის ფარ­გლებ­შიც ჰეზ­ბო­ლას წევ­რებს ჯერ პე­ი­ჯე­რე­ბი, მე­ო­რე დღეს კი პორ­ტა­ტი­უ­ლი რა­ცი­ე­ბიც აუ­ფეთ­ქდათ.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და IDF-ის მე­თა­ურ­მა გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლეს, რაც "ჰეზ­ბო­ლას­თან" მი­მარ­თე­ბით ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და. თა­ვის მხრივ, ის­რა­ელ­თან ბრძო­ლა­ში "ახა­ლი ფა­ზის" და­წყე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და ჰეზ­ბო­ლას ლი­დე­რის მო­ად­გი­ლემ ნაიმ ქა­სემ­მაც, რო­მელ­მაც პი­რო­ბა დადო, რომ დაჯ­გუ­ფე­ბა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბას მა­ნამ გა­აგ­რძე­ლებს, სა­ნამ ღა­ზის სექ­ტორ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა არ და­ი­დე­ბა. IDF-ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ის­რა­ე­ლი ლი­ბა­ნის სამ­ხრეთ­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბა.

ლი­ბა­ნის ქა­ლა­ქი საქ­სა­კიე ის­რა­ე­ლის დარ­ტყმის შემ­დეგ, 26 სექ­ტემ­ბრის ფოტო

გაზ­რდი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე ნე­თა­ნი­აჰუმ 23 სექ­ტემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო მი­მარ­თვა­ში ლი­ბა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა. მისი თქმით, ის­რა­ე­ლი ლი­ბა­ნე­ლებ­თან ომში არაა, მას "ჰეზ­ბო­ლას­თან" აქვს ომი.

გა­მო­ცე­მა Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გამ­წვა­ვე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი­სა და ნე­თა­ნი­აჰუს მო­წო­დე­ბის შემ­დეგ, სამ­ხრეთ ლი­ბა­ნი­დან მო­სახ­ლე­ო­ბამ ჩრდი­ლო­ე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყო. 23 სექ­ტემ­ბერს ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ლი­ბა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა წი­ნას­წარ ჩა­წე­რი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბით გა­აფრ­თხი­ლა და სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მათ სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და. პენ­ტა­გო­ნის თქმით, რე­გი­ონ­ში გაზ­რდი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, აშშ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­მა­ტე­ბით მცი­რე ზო­მის სამ­ხედ­რო ნა­წილს გაგ­ზავ­ნის.

ევა­კუ­ა­ცია ბე­ი­რუ­თი­დან

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბას AMBBEI.GE-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე აფა­სებს.

- რა მას­შტა­ბებს მი­ი­ღებს ის­რა­ელ-ლი­ბა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა? IDF იუ­წყე­ბა, რომ ის­რა­ე­ლი ლი­ბა­ნის სამ­ხრეთ­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა...

- "ჰეზ­ბო­ლას" არას­დროს ჰქო­ნია ქვე­ი­თი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის მო­ტი­ვა­ცია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მან კარ­გად იცის, სახ­მე­ლე­თო ოეპ­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი აღ­მა­ტე­ბა მის შემ­და­გენ­ლო­ბას, მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს... ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ის­რა­ელს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი ჰყავს და, შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ი­თი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი თუ და­ი­წყო, "ჰეზ­ბო­ლა" ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში და­მარ­ცხდე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ის­რა­ე­ლის მხრი­დან სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია არ და­წყე­ბუ­ლა, მაგ­რამ სა­ჰა­ე­რო და სა­არ­ტი­ლე­რიო იე­რი­შე­ბის მას­შტა­ბი ძა­ლი­ან დი­დია. "ჰეზ­ბო­ლას" ლი­დე­რი ნას­რა­ლა ის­რა­ელ­თან სახ­მე­ლე­თო ომს ერი­დე­ბო­და და მხო­ლოდ ყო­ველ­დღი­ურ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს მი­მარ­თავ­და. ცხა­დია, სახ­მე­ლე­თო ომს "ჰეზ­ბო­ლას" რი­გებ­ში ძა­ლი­ან დიდი მსხვერ­პლი და მარ­ცხი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია, მაგ­რამ ახლა ამ მხრი­ვაც შე­იც­ვა­ლა სი­ტუ­ა­ცია - ის­რა­ე­ლის მხრი­დან ინ­ტენ­სი­უ­რი დარ­ტყმე­ბი­სა და ჰეზ­ბო­ლას საკ­ვან­ძო ფი­გუ­რებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის ფონ­ზე, ჰეზ­ბო­ლას სი­ტუ­ა­ცია შე­სამ­ჩნე­ვად დამ­ძი­მე­ბუ­ლია და ეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, და­ი­წყებს თუ არა ის­რა­ე­ლი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ას. სახ­მე­ლე­თო იე­რი­შის შემ­თხვე­ვა­ში ლი­ბა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი არ­მია რას მო­ი­მოქ­მე­დებს, უც­ნო­ბია - მათ დიდ ნა­წილს სამ­ხედ­რო მო­რა­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლი აქვს, რად­გან "ჰეზ­ბო­ლას" დაც­ვა არ იგივ­დე­ბა ქვეყ­ნის დაც­ვას­თან, მით უფრო, რომ პირ­ვე­ლად სწო­რედ "ჰეზ­ბო­ლამ" და­ი­წყო ის­რა­ე­ლის და­ბომბვა და არა - პი­რი­ქით.

უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ უშუ­ა­ლოდ "ჰეზ­ბო­ლა" იყო, ვინც 8 ოქ­ტომ­ბერს, "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმი­დან მე­ო­რე დღეს გახ­სნა სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. ის­რა­ე­ლის მხრი­დან რამ­დენ­ჯერ­მე იყო მო­წო­დე­ბა, იძუ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, რომ მომ­ხდა­რი­ყო ჰეზ­ბო­ლას გა­ნი­ა­რა­ღე­ბა და მას ის­რა­ე­ლის და­ბომბვა შე­ე­წყვე­ტა. ის­რა­ე­ლის მხრი­დან ამ მცდე­ლო­ბებს შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია, ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ბომბვა გრძელ­დე­ბო­და. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში და გო­ლა­ნის მაღ­ლობ­ზეა, სა­დაც დრუ­ზე­ბი და ებ­რა­ე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ამი­ტომ ახლა შე­იძ­ლე­ბა ის­რა­ე­ლის მხრი­დან ვი­ხი­ლოთ მეტი სამ­ხედ­რო ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ კი­დევ უფრო მე­ტად გა­მო­ფი­ტონ და და­ა­სუს­ტონ "ჰეზ­ბო­ლა" სამ­ხრეთ ლი­ბან­ში, ან აი­ძუ­ლონ ის ის­რა­ე­ლის და­ბომბვა შე­წყვი­ტოს. ასე თუ არ მოხ­და, შე­საძ­ლოა, ვი­ხი­ლოთ სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია, ოღონდ, სამ­ხრეთ ლი­ბან­ში, სა­დაც ძი­რი­თა­დად "ჰეზ­ბო­ლას ფორ­პოს­ტია და სა­ი­და­ნაც რა­კე­ტებს უშ­ვე­ბენ.

ახლო ის­ტო­რი­ი­დან გვახ­სოვს, რომ 2000 წლამ­დე ის­რა­ე­ლის მხრი­დან გრძელ­დე­ბო­და ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია. ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ახლა ის­რა­ელს აქვს, ებ­რა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში მხარ­და­ჭე­რი­ლია, მაგ­რამ ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ის­რა­ელ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ცოტა ცვა­ლე­ბა­დია - მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი თუ ცდი­ლობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფარ­გლებს მი­მარ­თონ, მე­ო­რეს მხრივ, ის­რა­ელ­ში არ­სე­ბობს რა­დი­კა­ლუ­რი მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ის­რა­ელ­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­დაჭ­რას პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ღა­ზა­სა და ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ანუ მათი მიდ­გო­მა ასე­თია, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­და­იჭ­რას პრობ­ლე­მა, რათა პე­რი­ო­დუ­ლი და გან­მე­ო­რე­ბა­დი ომე­ბის სე­რია დას­რულ­დეს. ახლა ის­რა­ელ­ში ალ­ბათ უფრო მე­ო­რე ტენ­დენ­ცი­აა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რომ სა­ბო­ლოო მძი­მე დარ­ტყმით მოხ­დეს ჰეზ­ბო­ლა­სა და ჰა­მა­სის სა­ბო­ლოო გა­მო­ფიტ­ვა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ ამ კონ­ფლიქ­ტში პირ­და­პირ ჩა­ერ­თოს ირა­ნი და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი მი­ვი­ღოთ?

- ირა­ნი პირ­და­პირ არ ჩა­ერ­თვე­ბა, ამის არა­ნა­ი­რი შან­სი ახლა არ არ­სე­ბობს, ირი­ბად კი - ეს იქ­ნე­ბა "ჰეზ­ბო­ლას­თვის" ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის გაშ­ვე­ბა თუ ლო­ჯის­ტი­კუ­რი მო­მა­რა­გე­ბა. არის შან­სი, რომ მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც იყ­ვნენ ჰეზ­ბო­ლას მხა­რეს, მაგ­რამ ირა­ნის უშუ­ა­ლოდ ჩარ­თვა, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ირანს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ახლა იმ­დე­ნი ფული ნამ­დვი­ლად არ აქვს, რომ მას­შტა­ბურ ომში ჩა­ერ­თოს და მისი ქა­ლა­ქე­ბი და­ბომ­ბონ, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად, რე­ჟი­მის კო­ლაფსს გა­მო­იწ­ვევს. ირა­ნი ძა­ლი­ან ფრთხი­ლობს, ეს კი არა, მან ისიც ვერ გა­ბე­და, ჰა­მა­სის ლი­დე­რის - ის­მა­ილ ჰა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, და­პი­რე­ბუ­ლი მუ­ქა­რა, შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, მან ვე­რა­ნა­ი­რი ფორ­მით ვერ უპა­სუ­ხა ის­რა­ელს, ამი­ტომ დღეს ირა­ნი სა­შიშ ძა­ლას არ წარ­მო­ად­გენს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, უფრო სუს­ტია, ვიდ­რე ლა­პა­რა­კო­ბენ.

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე

- ეს კონ­ფლიქ­ტი რე­გი­ონ­ზე რო­გორ აი­სა­ხე­ბა?

- ძა­ლი­ან ცუ­დად, იმ გა­გე­ბით, რომ ეს კონ­ფლიქ­ტი არის გან­მე­ო­რე­ბა­დი, ანუ და­უს­რუ­ლე­ბელ ციკლს წარ­მო­ად­გენს - ის პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ტი­ურ­დე­ბა და რაც უფრო მეტი დრო გა­დის, უფრო სის­ხლი­ა­ნი ხდე­ბა იმ გა­გე­ბით, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი იხ­ვე­წე­ბა (შე­სა­ბა­მი­სად, გან­წყო­ბე­ბი არ იც­ვლე­ბა). ეს გან­წყო­ბე­ბი ისე­თი­ვეა, რაც ძვე­ლად იყო, უბ­რა­ლოდ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბია კი­დევ უფრო მკვლე­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს ის­რა­ელს აქვს ისე­თი მიდ­გო­მა, რომ მის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა სა­მუ­და­მოდ უნდა მოხ­დეს. მე­ო­რეს მხრივ, ასე­თი გან­წყო­ბის არ­სე­ბო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ომი იქ­ნე­ბა უფრო და­მან­გრე­ვე­ლი, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. თუ ამ­ბობ, რომ სრუ­ლად უნდა გა­ვა­ნად­გუ­რო "ჰა­მა­სი" და "ჰეზ­ბო­ლა", უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ჰა­მა­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი სამ­ხედ­რო იყო, ჰეზ­ბო­ლას შე­მად­გენ­ლო­ბა­ში კი 100 ათა­სი.

ამ ყვე­ლა­ფერს ზურგს უმაგ­რებს ლო­ჯის­ტი­კა, მო­სახ­ლე­ო­ბა... ომი იქ­ნე­ბა ძალ­ზე მას­შტა­ბუ­რი და და­მან­გრე­ვე­ლი და ამას­თა­ნა­ვე, უნდა გვეს­მო­დეს, რომ ის­რა­ე­ლის მხრი­დან მიდ­გო­მა არა ცალ­სა­ხაა, ანუ მათ მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი მიდ­გო­მა არ აქვთ, ისი­ნი აკ­რი­ტი­კე­ბენ კი­დეც ის­რა­ე­ლის ქმე­დე­ბებს, ამი­ტომ ის­რა­ელ­საც შე­საძ­ლოა მო­უ­წი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ თა­მა­შებს დაჰ­ყვეს. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ის ფაქ­ტიც, რომ ახლა ის­რა­ელს აქვს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, ეს არის მისი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა და ის შე­ეც­დე­ბა ამ უპი­რა­ტე­სო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას. მან თუ ვერ მო­ა­ხერ­ხა "ჰა­მა­სის" და "ჰეზ­ბო­ლას" კრი­ტი­კუ­ლი და­სუს­ტე­ბა, ის მა­ინც მო­ა­ხერ­ხოს, რომ მათი ლი­დე­რე­ბი გა­ა­ნად­გუ­როს და ახა­ლი ლი­დე­რე­ბი გარ­კვე­ულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წას­ვლა აი­ძუ­ლოს. ჰეზ­ბო­ლა უფრო რთუ­ლი გა­სა­ნად­გუ­რე­ბე­ლია, ვიდ­რე ჰა­მა­სი და მას­თან მო­გე­ბა უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ახლა ინი­ცი­ა­ტი­ვა ის­რა­ე­ლის ხელ­შია. მათი უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა "ჰეზ­ბო­ლას" უკი­დუ­რე­სად და­სუს­ტე­ბა და ომი­დან გა­მო­თიშ­ვაა.

- რა როლს ითა­მა­შებს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში აშშ იმ ფონ­ზე, როცა პა­რა­ლე­ლუ­რად რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- არა მგო­ნია დღეს გა­ე­რომ ან აშშ-მ რამე გა­ა­კე­თონ. ერ­თა­დერ­თი, რაც მათ შე­უძ­ლი­ათ, არის ის, რომ მხო­ლოდ მშვი­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დოს ბევ­რნა­ი­რი ფორ­მა­ტით. ხელ­შე­სა­ხე­ბი ცვლი­ლე­ბე­ბი ად­გილ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობს მხა­რე, ძალა, რო­მელ­საც აქვს ნება, პირ­ველ­მა თვი­თონ და­ყა­როს ია­რა­ღი, დათ­მოს პო­ზი­ცი­ე­ბი და თქვას, მოდი, მშვი­დო­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო­თო. ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა­საც არ აქვს ამის მო­ტი­ვა­ცია, არც ჰა­მასს, არც ჰეზ­ბო­ლას და არც - ირანს. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის მზა­ო­ბა ყვე­ლა მხრი­დან არ­სე­ბობს. ის­რა­ე­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში ფიქ­რობს, რომ თუკი მათი მხრი­დან პირ­ველ რიგ­ში იქ­ნე­ბა წა­მო­სუ­ლი და­ზა­ვე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა, ეს შექ­მნის იმის პრე­ცე­დენტს, რომ ტე­რო­რიზ­მი გახ­და და­უს­ჯე­ლი, ტე­რო­რის­ტებს ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩათ და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ეს ჰეზ­ბო­ლას პო­ზი­ცი­ებს კი­დევ უფრო მე­ტად გა­ამ­ყა­რებს. ის­რა­ელ­სა და ჰეზ­ბო­ლას შო­რის 2006 წელ­საც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ომი. მა­შინ ის­რა­ელ­მა მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი ზუს­ტი დარ­ტყმი­სა, ომი ვერ მო­ი­გო და "ჰეზ­ბო­ლა" კი­დევ უფრო გავ­ლე­ნი­ან ძა­ლად გა­და­იქ­ცა, უფრო ძლი­ე­რი გა­მო­ვი­და.

ახლა სი­ტუ­ა­ცია სხვაგ­ვა­რია. 2020 წლის ბე­ი­რუ­თის აფეთ­ქე­ბის გამო ლი­ბა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი­დან ვერ გა­მო­ვი­და, ქვეყ­ნი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად მიგ­რი­რებს სა­ზღვარ­გა­რეთ - გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვია ეს ქვეყ­ნის ქრის­ტი­ა­ნულ ნა­წილ­ში, რომ­ლე­ბიც ერთ დროს უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ ლი­ბან­ში. ამ ფონ­ზე ლი­ბა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჰეზ­ბო­ლას მხრი­დან თავ­დას­ხმი­თი ომის წარ­მო­ე­ბა და ჰა­მა­სის ლი­დე­რე­ბის შე­ფა­რე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ბი­ჯი არ არის. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია მთელს ქვე­ყა­ნას და­მან­გრე­ველ ომში ხვევს.

- პე­ი­ჯე­რე­ბი­სა და პორ­ტა­ტუ­ლი რა­ცი­ე­ბის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, კი­დევ ხომ არ უნდა ვე­ლო­დოთ ის­რა­ე­ლის მხრი­დან „სი­ურპრი­ზებს“ ჰეზ­ბო­ლას­თვის?

- ლო­გი­კუ­რია, ეს ის­რა­ე­ლის გა­კე­თე­ბუ­ლი იყოს, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ეს ასეც იქ­ნე­ბო­და და ამის აღი­ა­რე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ასეთ ოპე­რა­ცი­ებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა არც ხდე­ბა, ეს ლო­გი­კუ­რი­ცაა. ჰეზ­ბო­ლას ლი­დერ­ში­ფის და­სუს­ტე­ბამ, შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს ნას­რა­ლას და „შურა“ საბ­ჭოს მხრი­დან (საბ­ჭო 7 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა) მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წას­ვლის ერ­თგვა­რი მცდე­ლო­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა, ისი­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტამ­დე მი­იყ­ვა­ნოს, იმი­ტომ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, ასეთ პო­ზი­ცი­ებ­ში ჰეზ­ბო­ლას გა­ნი­ა­რა­ღე­ბის ნება არ გა­აჩ­ნია, ის მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში წავა მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე, თუ ის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სუს­ტი.

ავტორი:

"ეს ომი იქნება უფრო მასშტაბური და დამანგრეველი" - ისრაელი "ჰეზბოლაზე" დიდი დარტყმისთვის ემზადება: რატომ დუმს ირანი და რისთვის უნდა მოემზადოს ახლო აღმოსავლეთი?

"ეს ომი იქნება უფრო მასშტაბური და დამანგრეველი" - ისრაელი "ჰეზბოლაზე" დიდი დარტყმისთვის ემზადება: რატომ დუმს ირანი და რისთვის უნდა მოემზადოს ახლო აღმოსავლეთი?

ისრაელის არმიას და "ჰეზბოლას" შორის დაპირისპირება გრძელდება. ისრაელი ირწმუნება, რომ ლიბანის სამხრეთში და ზოგიერთ აღმოსავლეთ რაიონში მისი სამიზნეა გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ობიექტები. ლიბანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ განადგურებული ობიექტების დიდი ნაწილი საცხოვრებელი სახლებია.

19 სექტემბერს ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე იერიშების ახალი ტალღა დაიწყო. ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, იერიშები საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს მოიცავდა.

17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც "ჰეზბოლასთან" მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა. თავის მხრივ, ისრაელთან ბრძოლაში "ახალი ფაზის" დაწყების შესახებ განაცხადა ჰეზბოლას ლიდერის მოადგილემ ნაიმ ქასემმაც, რომელმაც პირობა დადო, რომ დაჯგუფება ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მანამ გააგრძელებს, სანამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდება. IDF-ის წარმომადგენლის თქმით, ისრაელი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო ოპერაციისთვისაც ემზადება.

ლიბანის ქალაქი საქსაკიე ისრაელის დარტყმის შემდეგ, 26 სექტემბრის ფოტო

გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ნეთანიაჰუმ 23 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ლიბანის მოსახლეობას მიმართა. მისი თქმით, ისრაელი ლიბანელებთან ომში არაა, მას "ჰეზბოლასთან" აქვს ომი.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გამწვავებული კონფლიქტისა და ნეთანიაჰუს მოწოდების შემდეგ, სამხრეთ ლიბანიდან მოსახლეობამ ჩრდილოეთის მიმართულებით ევაკუაცია დაიწყო. 23 სექტემბერს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბანის მოსახლეობა წინასწარ ჩაწერილი სატელეფონო ზარებით გააფრთხილა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის მათ სახლების დატოვებისკენ მოუწოდა. პენტაგონის თქმით, რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მცირე ზომის სამხედრო ნაწილს გაგზავნის.

ევაკუაცია ბეირუთიდან

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მდგომარეობას AMBBEI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე აფასებს.

- რა მასშტაბებს მიიღებს ისრაელ-ლიბანის დაპირისპირება? IDF იუწყება, რომ ისრაელი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება...

- "ჰეზბოლას" არასდროს ჰქონია ქვეითი საბრძოლო მოქმედებების მოტივაცია იქიდან გამომდინარე, რომ მან კარგად იცის, სახმელეთო ოეპრაციის ფარგლებში ისრაელის სამხედრო ძალები აღმატება მის შემდაგენლობას, მის პროფესიონალიზმს... ახლო აღმოსავლეთში ისრაელს ძალიან ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს და, შესაბამისად, ქვეითი საბრძოლო მოქმედებები თუ დაიწყო, "ჰეზბოლა" ყველა ვარიანტში დამარცხდება. ჯერჯერობით ისრაელის მხრიდან სახმელეთო ოპერაცია არ დაწყებულა, მაგრამ საჰაერო და საარტილერიო იერიშების მასშტაბი ძალიან დიდია. "ჰეზბოლას" ლიდერი ნასრალა ისრაელთან სახმელეთო ომს ერიდებოდა და მხოლოდ ყოველდღიურ სარაკეტო დარტყმებს მიმართავდა. ცხადია, სახმელეთო ომს "ჰეზბოლას" რიგებში ძალიან დიდი მსხვერპლი და მარცხი შეიძლება გამოეწვია, მაგრამ ახლა ამ მხრივაც შეიცვალა სიტუაცია - ისრაელის მხრიდან ინტენსიური დარტყმებისა და ჰეზბოლას საკვანძო ფიგურებზე თავდასხმების ფონზე, ჰეზბოლას სიტუაცია შესამჩნევად დამძიმებულია და ეს იმის მიუხედავად, დაიწყებს თუ არა ისრაელი სახმელეთო ოპერაციას. სახმელეთო იერიშის შემთხვევაში ლიბანის ოფიციალური არმია რას მოიმოქმედებს, უცნობია - მათ დიდ ნაწილს სამხედრო მორალი ძალიან დაბალი აქვს, რადგან "ჰეზბოლას" დაცვა არ იგივდება ქვეყნის დაცვასთან, მით უფრო, რომ პირველად სწორედ "ჰეზბოლამ" დაიწყო ისრაელის დაბომბვა და არა - პირიქით.

უნდა გვახსოვდეს, რომ უშუალოდ "ჰეზბოლა" იყო, ვინც 8 ოქტომბერს, "ჰამასის" თავდასხმიდან მეორე დღეს გახსნა სარაკეტო თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელის მხრიდან რამდენჯერმე იყო მოწოდება, იძულების მცდელობა, რომ მომხდარიყო ჰეზბოლას განიარაღება და მას ისრაელის დაბომბვა შეეწყვეტა. ისრაელის მხრიდან ამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია, ისრაელის ტერიტორიების დაბომბვა გრძელდებოდა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩრდილოეთ ისრაელში და გოლანის მაღლობზეა, სადაც დრუზები და ებრაელები ცხოვრობენ, ამიტომ ახლა შეიძლება ისრაელის მხრიდან ვიხილოთ მეტი სამხედრო ინიციატივის გამოჩენა იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ უფრო მეტად გამოფიტონ და დაასუსტონ "ჰეზბოლა" სამხრეთ ლიბანში, ან აიძულონ ის ისრაელის დაბომბვა შეწყვიტოს. ასე თუ არ მოხდა, შესაძლოა, ვიხილოთ სახმელეთო ოპერაცია, ოღონდ, სამხრეთ ლიბანში, სადაც ძირითადად "ჰეზბოლას ფორპოსტია და საიდანაც რაკეტებს უშვებენ.

ახლო ისტორიიდან გვახსოვს, რომ 2000 წლამდე ისრაელის მხრიდან გრძელდებოდა ამ ტერიტორიების ოკუპაცია. ინიციატივა, რომელიც ახლა ისრაელს აქვს, ებრაული საზოგადოების ნაწილში მხარდაჭერილია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ისრაელში მდგომარეობა ცოტა ცვალებადია - მოსახლეობის ნაწილი თუ ცდილობს მოლაპარაკებების ფარგლებს მიმართონ, მეორეს მხრივ, ისრაელში არსებობს რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ისრაელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაჭრას პრობლემა, რომელიც ღაზასა და ლიბანის ტერიტორიიდან მომდინარეობს. ანუ მათი მიდგომა ასეთია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას პრობლემა, რათა პერიოდული და განმეორებადი ომების სერია დასრულდეს. ახლა ისრაელში ალბათ უფრო მეორე ტენდენციაა აქტუალური, რომ საბოლოო მძიმე დარტყმით მოხდეს ჰეზბოლასა და ჰამასის საბოლოო გამოფიტვა.

- შესაძლებელია თუ არა, რომ ამ კონფლიქტში პირდაპირ ჩაერთოს ირანი და ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი მივიღოთ?

- ირანი პირდაპირ არ ჩაერთვება, ამის არანაირი შანსი ახლა არ არსებობს, ირიბად კი - ეს იქნება "ჰეზბოლასთვის" იარაღის მიწოდება, შეიარაღებული ინსტრუქტორების გაშვება თუ ლოჯისტიკური მომარაგება. არის შანსი, რომ მოხალისეებიც იყვნენ ჰეზბოლას მხარეს, მაგრამ ირანის უშუალოდ ჩართვა, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ირანს თავისი პრობლემები აქვს და ახლა იმდენი ფული ნამდვილად არ აქვს, რომ მასშტაბურ ომში ჩაერთოს და მისი ქალაქები დაბომბონ, რაც პრაქტიკულად, რეჟიმის კოლაფსს გამოიწვევს. ირანი ძალიან ფრთხილობს, ეს კი არა, მან ისიც ვერ გაბედა, ჰამასის ლიდერის - ისმაილ ჰანიას მკვლელობის შემდეგ, დაპირებული მუქარა, შეესრულებინა, მან ვერანაირი ფორმით ვერ უპასუხა ისრაელს, ამიტომ დღეს ირანი საშიშ ძალას არ წარმოადგენს, ყოველ შემთხვევაში, უფრო სუსტია, ვიდრე ლაპარაკობენ.

გიორგი კობერიძე

- ეს კონფლიქტი რეგიონზე როგორ აისახება?

- ძალიან ცუდად, იმ გაგებით, რომ ეს კონფლიქტი არის განმეორებადი, ანუ დაუსრულებელ ციკლს წარმოადგენს - ის პერიოდულად აქტიურდება და რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო სისხლიანი ხდება იმ გაგებით, რომ ტექნოლოგიები იხვეწება (შესაბამისად, განწყობები არ იცვლება). ეს განწყობები ისეთივეა, რაც ძველად იყო, უბრალოდ, ტექნოლოგიებია კიდევ უფრო მკვლელი. აქედან გამომდინარე, დღეს ისრაელს აქვს ისეთი მიდგომა, რომ მის ირგვლივ არსებული საფრთხეების განეიტრალება სამუდამოდ უნდა მოხდეს. მეორეს მხრივ, ასეთი განწყობის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ომი იქნება უფრო დამანგრეველი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ ამბობ, რომ სრულად უნდა გავანადგურო "ჰამასი" და "ჰეზბოლა", უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჰამასის შემადგენლობაში დაახლოებით 50 ათასი სამხედრო იყო, ჰეზბოლას შემადგენლობაში კი 100 ათასი.

ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებს ლოჯისტიკა, მოსახლეობა... ომი იქნება ძალზე მასშტაბური და დამანგრეველი და ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ ისრაელის მხრიდან მიდგომა არა ცალსახაა, ანუ მათ მხოლოდ პოზიტიური მიდგომა არ აქვთ, ისინი აკრიტიკებენ კიდეც ისრაელის ქმედებებს, ამიტომ ისრაელსაც შესაძლოა მოუწიოს საერთაშორისო სამართლებრივ თამაშებს დაჰყვეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ახლა ისრაელს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ეს არის მისი ტექნოლოგიური უპირატესობა და ის შეეცდება ამ უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენებას. მან თუ ვერ მოახერხა "ჰამასის" და "ჰეზბოლას" კრიტიკული დასუსტება, ის მაინც მოახერხოს, რომ მათი ლიდერები გაანადგუროს და ახალი ლიდერები გარკვეულ მოლაპარაკებებზე წასვლა აიძულოს. ჰეზბოლა უფრო რთული გასანადგურებელია, ვიდრე ჰამასი და მასთან მოგება უფრო რთული იქნება. ახლა ინიციატივა ისრაელის ხელშია. მათი უპირველესი ამოცანა "ჰეზბოლას" უკიდურესად დასუსტება და ომიდან გამოთიშვაა.

- რა როლს ითამაშებს ახლო აღმოსავლეთში აშშ იმ ფონზე, როცა პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს?

- არა მგონია დღეს გაერომ ან აშშ-მ რამე გააკეთონ. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, არის ის, რომ მხოლოდ მშვიდობისკენ მოუწოდოს ბევრნაირი ფორმატით. ხელშესახები ცვლილებები ადგილზე შეუძლებელია იმიტომ, რომ არ არსებობს მხარე, ძალა, რომელსაც აქვს ნება, პირველმა თვითონ დაყაროს იარაღი, დათმოს პოზიციები და თქვას, მოდი, მშვიდობაზე ვილაპარაკოთო. ისრაელის მთავრობასაც არ აქვს ამის მოტივაცია, არც ჰამასს, არც ჰეზბოლას და არც - ირანს. საბრძოლო მოქმედებების მზაობა ყველა მხრიდან არსებობს. ისრაელი ამ შემთხვევაში ფიქრობს, რომ თუკი მათი მხრიდან პირველ რიგში იქნება წამოსული დაზავების ინიციატივა, ეს შექმნის იმის პრეცედენტს, რომ ტერორიზმი გახდა დაუსჯელი, ტერორისტებს ყველაფერი შერჩათ და რაც ყველაზე მთავარია, ეს ჰეზბოლას პოზიციებს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს. ისრაელსა და ჰეზბოლას შორის 2006 წელსაც მიმდინარეობდა ომი. მაშინ ისრაელმა მიუხედავად მრავალი ზუსტი დარტყმისა, ომი ვერ მოიგო და "ჰეზბოლა" კიდევ უფრო გავლენიან ძალად გადაიქცა, უფრო ძლიერი გამოვიდა.

ახლა სიტუაცია სხვაგვარია. 2020 წლის ბეირუთის აფეთქების გამო ლიბანი ეკონომიკური კოლაფსიდან ვერ გამოვიდა, ქვეყნიდან მოსახლეობა აქტიურად მიგრირებს საზღვარგარეთ - განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ქვეყნის ქრისტიანულ ნაწილში, რომლებიც ერთ დროს უმრავლესობას წარმოადგენენ ლიბანში. ამ ფონზე ლიბანის მოსახლეობაში ჰეზბოლას მხრიდან თავდასხმითი ომის წარმოება და ჰამასის ლიდერების შეფარება პოპულარული ნაბიჯი არ არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია მთელს ქვეყანას დამანგრეველ ომში ხვევს.

- პეიჯერებისა და პორტატული რაციების აფეთქების შემდეგ, კიდევ ხომ არ უნდა ველოდოთ ისრაელის მხრიდან „სიურპრიზებს“ ჰეზბოლასთვის?

- ლოგიკურია, ეს ისრაელის გაკეთებული იყოს, მაღალი ალბათობით, ეს ასეც იქნებოდა და ამის აღიარება გამორიცხულია, ვინაიდან ასეთ ოპერაციებზე პასუხისმგებლობის აღება არც ხდება, ეს ლოგიკურიცაა. ჰეზბოლას ლიდერშიფის დასუსტებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ნასრალას და „შურა“ საბჭოს მხრიდან (საბჭო 7 ადამიანისგან შედგება) მოლაპარაკებებზე წასვლის ერთგვარი მცდელობა, რამაც შესაძლოა, ისინი ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანოს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით, ასეთ პოზიციებში ჰეზბოლას განიარაღების ნება არ გააჩნია, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა მოლაპარაკებაზე, თუ ის იქნება ძალიან, ძალიან სუსტი.