მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი თანხმობის შემდეგ კარლომ საქართველოში, მამაჩემთან დარეკა და..." - რა მოხდა ლეგენდარული მსახიობის დაბადების დღეზე: ინტერვიუ სოფი ლორენის სარძლოსთან
"ჩემი თანხმობის შემდეგ კარლომ საქართველოში, მამაჩემთან დარეკა და..." - რა მოხდა ლეგენდარული მსახიობის დაბადების დღეზე: ინტერვიუ სოფი ლორენის სარძლოსთან

ცოტა ხნის წინ, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვილს კარ­ლო პონ­ტიმ ცო­ლო­ბა სთხო­ვა. ქარ­თვე­ლი ზუმ­ბას ინ­სტრუქ­ტო­რის ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გო, რომ მას­ზე ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბის, სოფი ლო­რე­ნის შვი­ლი, კარ­ლო იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში მცხოვ­რე­ბი გო­გო­ნა, ერთ დღე­ში გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. ალ­ბათ თა­ვი­დან ბევ­რს არ სჯე­რო­და, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ სიყ­ვა­რულ­მა დროს გა­უძ­ლო, სამი წლის თავ­ზე, მა­რი­ა­მი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და პონ­ტის სა­ცო­ლე. 20 სექ­ტემ­ბერს სოფი ლო­რენს 90 წელი შე­უს­რულ­და.

იტა­ლი­ა­ში მსა­ხი­ო­ბის იუ­ბი­ლე გრან­დი­ო­ზუ­ლად აღ­ნიშ­ნეს. ღო­ნის­ძი­ე­ბას კარ­ლო ქარ­თველ სა­ცო­ლეს­თან ერ­თად და­ეს­წრო. მკი­თხვე­ლე­ბის ნა­წილს ეგო­ნა, რომ მა­რი­ამს მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა ცო­ლო­ბა დე­დის იუ­ბი­ლე­ზე სთხო­ვა, თუმ­ცა რა მოხ­და იტა­ლი­ა­ში, ამა­ზე მა­რი­ა­მი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მა­რი­ამ, რო­გორ გთხო­ვათ კარ­ლომ ცო­ლო­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას მო­ლოც­ვის­თვის და სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბის­თვის, ძა­ლი­ან ბევ­რი მი­სა­ლო­ცი მე­სი­ჯი შე­მომ­დის ყო­ველ­დღე, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. მი­ხა­რია, რომ უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გულ­წრფე­ლად გა­ი­ზი­ა­რა ჩემი ბედ­ნი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლის თხოვ­ნას, რე­ა­ლუ­რად კარ­ლომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მთხო­ვა ცო­ლო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რად და და­უ­გეგ­მა­ვად (ბეჭ­დის გა­რე­შე) მოხ­და. არა იტა­ლი­ა­ში, არა­მედ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში, რო­დე­საც ჟე­ნე­ვა­ში ვა­ცი­ლებ­დი.

მა­შინ ეს ამ­ბა­ვი სა­ჯა­როდ არ გა­მი­ზი­ა­რე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 19 სექ­ტემ­ბერს რომ­ში მთხო­ვა ხელი, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ჩემ­თვი­საც და კარ­ლოს­თვი­საც. მარ­ტო ვი­ყა­ვით ოთახ­ში, მუხ­ლი მო­ი­ყა­რა და ტრა­დი­ცი­უ­ლი მკი­თხა, უკვე ბეჭ­დით...რა თქმა უნდა, მე ვთქვი - დიახ...

- ნიშ­ნო­ბა რო­გორ და­გეგ­მეთ?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნო­ბა, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, წი­ნას­წარ არ ვი­ცო­დი ზუს­ტად რა ვი­თა­რე­ბა­ში ან რო­მელ დღეს გვექ­ნე­ბო­და. კარ­ლოს სურ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ამი­ტომ წი­ნას­წარ ჩარ­თუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. ყვე­ლა­ფერ­მა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რად ჩა­ი­ა­რა. კარ­ლომ ჩემ­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მა­ჩემ­თან და­რე­კა და ქარ­თულ ენა­ზე სთხო­ვა ჩემი ხელი. ეს იყო და­უ­ვი­წყა­რი წუ­თე­ბი.

- ცნო­ბი­ლი სა­დე­დამ­თი­ლო რო­გორ შეგ­ხვდათ ახალ ამ­პლუ­ა­ში?

- ქალ­ბა­ტონ სო­ფი­ას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ და სა­ოც­რად თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს ახალ ამ­პლუ­ა­საც ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად შეხ­ვდა.

- მა­რი­ამ, ქორ­წი­ლი თუ გაქვთ და­გეგ­მი­ლი შენ და კარ­ლოს, სად იცხოვ­რებთ?

- ქორ­წილს მო­მა­ვალ წელს ვგეგ­მავთ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს, ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თად სა­ცხოვ­რე­ბელ ლო­კა­ცი­ად უფრო სა­ქარ­თვე­ლო გა­ნი­ხი­ლე­ბა. შემ­დეგ ვნა­ხოთ.

- რა სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღეთ ქალ­ბა­ტო­ნი სოფი ლო­რე­ნის­გან?

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფი­ას­გან არ მი­მი­ღია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მი­ვი­ღე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მის­გან, ვიდ­რე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რია, და ეს იყო და­ლოც­ვა ჩემი და კარ­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის. და ის სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც ყო­ველ ჯერ­ზე მას­თან ყოფ­ნი­სას ვგრძნობ.

- მა­რი­ამ, ხში­რად კონ­კი­ას გა­და­რე­ბენ, ხომ არ გწყინს ხოლ­მე მსგავ­სი შე­და­რე­ბა, რად­გან შენს სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი ხარ...

- დიახ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მწერს ამას. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არც მა­ღი­ზი­ა­ნებს ეს შე­და­რე­ბა, რად­გან კონ­კი­ას მსგავ­სად მეც ერთი რი­გი­თი უბ­რა­ლო გო­გო­ნა ვარ, მეც ბევ­რი სირ­თუ­ლის გა­და­ტა­ნა მო­მი­წია და ბო­ლოს ჩემს ზღა­პარ­საც კე­თი­ლი და­სას­რუ­ლი აქვს. ასე რომ, თუ ვინ­მეს­თვის ვიქ­ნე­ბი იმის დას­ტუ­რი, რომ რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­შიც ხდე­ბა ზღაპ­რუ­ლი ამ­ბე­ბი და ამით გა­ვა­ბედ­ნი­ე­რებ ადა­მი­ა­ნებს, რა­ტო­მაც არა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩემი თანხმობის შემდეგ კარლომ საქართველოში, მამაჩემთან დარეკა და..." - რა მოხდა ლეგენდარული მსახიობის დაბადების დღეზე: ინტერვიუ სოფი ლორენის სარძლოსთან

"ჩემი თანხმობის შემდეგ კარლომ საქართველოში, მამაჩემთან დარეკა და..." - რა მოხდა ლეგენდარული მსახიობის დაბადების დღეზე: ინტერვიუ სოფი ლორენის სარძლოსთან

ცოტა ხნის წინ, მარიამ შარმანაშვილს კარლო პონტიმ ცოლობა სთხოვა. ქართველი ზუმბას ინსტრუქტორის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საზოგადოებამ გაიგო, რომ მასზე ცნობილი იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილი, კარლო იყო შეყვარებული.

თბილისის ერთ-ერთ უბანში მცხოვრები გოგონა, ერთ დღეში გახდა პოპულარული. ალბათ თავიდან ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ სიყვარულმა დროს გაუძლო, სამი წლის თავზე, მარიამი ოფიციალურად გახდა პონტის საცოლე. 20 სექტემბერს სოფი ლორენს 90 წელი შეუსრულდა.

იტალიაში მსახიობის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნეს. ღონისძიებას კარლო ქართველ საცოლესთან ერთად დაესწრო. მკითხველების ნაწილს ეგონა, რომ მარიამს მომავალმა ქმარმა ცოლობა დედის იუბილეზე სთხოვა, თუმცა რა მოხდა იტალიაში, ამაზე მარიამი თავად გვესაუბრება:

- მარიამ, როგორ გთხოვათ კარლომ ცოლობა?

- პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და საუკეთესო სურვილებისთვის, ძალიან ბევრი მისალოცი მესიჯი შემომდის ყოველდღე, რაც ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ უამრავმა ადამიანმა გულწრფელად გაიზიარა ჩემი ბედნიერი ემოციები. რაც შეეხება ხელის თხოვნას, რეალურად კარლომ რამდენიმე თვის წინ მთხოვა ცოლობა. ყველაფერი ძალიან სპონტანურად და დაუგეგმავად (ბეჭდის გარეშე) მოხდა. არა იტალიაში, არამედ თბილისის აეროპორტში, როდესაც ჟენევაში ვაცილებდი.

მაშინ ეს ამბავი საჯაროდ არ გამიზიარებია. რაც შეეხება უკვე ოფიციალურად, 19 სექტემბერს რომში მთხოვა ხელი, რაც ასევე ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვისაც და კარლოსთვისაც. მარტო ვიყავით ოთახში, მუხლი მოიყარა და ტრადიციული მკითხა, უკვე ბეჭდით...რა თქმა უნდა, მე ვთქვი - დიახ...

- ნიშნობა როგორ დაგეგმეთ?

- ოფიციალური ნიშნობა, როგორც უკვე აღვნიშნე, წინასწარ არ ვიცოდი ზუსტად რა ვითარებაში ან რომელ დღეს გვექნებოდა. კარლოს სურდა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის გარკვეულწილად მოულოდნელი ყოფილიყო. ამიტომ წინასწარ ჩართული არ ვყოფილვარ. ყველაფერმა საკმაოდ ემოციურად ჩაიარა. კარლომ ჩემგან ოფიციალური თანხმობის მიღების შემდეგ, საქართველოში მამაჩემთან დარეკა და ქართულ ენაზე სთხოვა ჩემი ხელი. ეს იყო დაუვიწყარი წუთები.

- ცნობილი სადედამთილო როგორ შეგხვდათ ახალ ამპლუაში?

- ქალბატონ სოფიას ძალიან ვუყვარვარ და საოცრად თბილი ურთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, ჩემს ახალ ამპლუასაც ძალიან პოზიტიურად შეხვდა.

- მარიამ, ქორწილი თუ გაქვთ დაგეგმილი შენ და კარლოს, სად იცხოვრებთ?

- ქორწილს მომავალ წელს ვგეგმავთ. რაც შეეხება საცხოვრებელ ადგილს, ამ ეტაპზე ძირითად საცხოვრებელ ლოკაციად უფრო საქართველო განიხილება. შემდეგ ვნახოთ.

- რა საჩუქარი მიიღეთ ქალბატონი სოფი ლორენისგან?

- მატერიალური საჩუქარი ქალბატონი სოფიასგან არ მიმიღია, მაგრამ ვფიქრობ, მივიღე უფრო მნიშვნელოვანი რამ მისგან, ვიდრე მატერიალური საჩუქარია, და ეს იყო დალოცვა ჩემი და კარლოს ურთიერთობის. და ის სიყვარული, რასაც ყოველ ჯერზე მასთან ყოფნისას ვგრძნობ.

- მარიამ, ხშირად კონკიას გადარებენ, ხომ არ გწყინს ხოლმე მსგავსი შედარება, რადგან შენს სფეროში წარმატებული ქალი ხარ...

- დიახ, ბევრი ადამიანი მწერს ამას. სიმართლე რომ გითხრათ, არც მაღიზიანებს ეს შედარება, რადგან კონკიას მსგავსად მეც ერთი რიგითი უბრალო გოგონა ვარ, მეც ბევრი სირთულის გადატანა მომიწია და ბოლოს ჩემს ზღაპარსაც კეთილი დასასრული აქვს. ასე რომ, თუ ვინმესთვის ვიქნები იმის დასტური, რომ რეალურ სამყაროშიც ხდება ზღაპრული ამბები და ამით გავაბედნიერებ ადამიანებს, რატომაც არა.

წაიკითხეთ ასევე: