მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უღალატა რუსეთმა საქართველოს 31 წლის წინ: დარღვეული სოჭის შეთანხმება და დიდი შტურმი ქალაქზე - სოხუმის დაცემის დღე და უმძიმესი ამბების ქრონოლოგია
როგორ უღალატა რუსეთმა საქართველოს 31 წლის წინ: დარღვეული სოჭის შეთანხმება და დიდი შტურმი ქალაქზე - სოხუმის დაცემის დღე და უმძიმესი ამბების ქრონოლოგია

სო­ხუ­მის და­ცე­მი­დან 31 წელი შეს­რულ­და. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გმირ­თა მე­მო­რი­ალ­თან შეკ­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ის თუ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წილ­მა წუ­ხელ და­ი­წყო. მათ ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს.

სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გმირ­თა მე­მო­რი­ალ­თან მის­ვლას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი დღეს დი­ლი­და­ნაც გეგ­მა­ვენ.

  • სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა აფხა­ზეთ­ში 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო. სოჭი-ინ­გი­რის სარ­კი­ნიგ­ზო მო­ნაკ­ვე­თის და­სა­ცა­ვად აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სულ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნულ გვარ­დი­ას აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას გან­კარ­გუ­ლე­ბით შექ­მნილ­მა „აფხა­ზურ­მა გვარ­დი­ამ“, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოხუ­რე­ის­თან ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭომ სოჭი-ინ­გი­რის რკი­ნიგ­ზის მო­ნაკ­ვე­თის და­სა­ცა­ვად აფხა­ზეთ­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის შეყ­ვა­ნა 11 აგ­ვის­ტოს, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა. შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, „აფხა­ზურ­მა გვარ­დი­ამ“ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გვარ­დი­ას აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ოჩამ­ჩი­რი­სა და გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნებ­ში და ქა­ლაქ სო­ხუმ­ში გა­უ­წია, რა­საც აფხა­ზეთ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა მოჰ­ყვა.

აფხა­ზეთ­ში სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა 13 თვეს და 13 დღეს გაგ­რძელ­და და 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მით და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მარ­ცხით დას­რულ­და.

სო­ხუ­მის და­ცე­მას წინ უძღო­და რუ­სე­თის მო­რი­გი ღა­ლა­ტი...

სო­ხუ­მის და­ცე­მას წინ, ზა­ფხულ­ში რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა, 27 ივ­ლისს კი სო­ჭის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ე­წე­რა ხელი. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით აფხა­ზეთს ტო­ვებ­და ყვე­ლა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი, აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა. სო­ხუ­მი­დან უნდა გა­ე­ტა­ნათ ქარ­თუ­ლი არ­მი­ის ჯავ­შან-ტექ­ნი­კა და არ­ტი­ლე­რია. აფხა­ზურ ტექ­ნი­კა­ზე კონ­ტრო­ლი აფხა­ზეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბულ რუ­სულ ნა­წი­ლებს და­ე­ვა­ლა. რო­მე­ლიც ოკუ­პან­ტებ­მა და მათ­გან წა­ხა­ლი­სე­ბულ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა მა­ლე­ვე და­არ­ღვი­ეს.

1993 წლის 1-ლი­დან 20 აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ოდ­ში ქარ­თულ­მა მხა­რემ მთლი­ა­ნად შე­ას­რუ­ლა შე­თან­ხმე­ბა: მდი­ნა­რე გუ­მის­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე და­ტო­ვა მხო­ლოდ ორი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო პუნ­ქტი, და­ი­წყო ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის დაშ­ლა, ფო­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნა მძი­მე ტექ­ნი­კა.

  • 1993 წლის 16 სექ­ტემ­ბერს რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა და­არ­ღვი­ეს სო­ჭის შე­თან­ხმე­ბა და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ი­წყეს მა­სობ­რი­ვი შტურ­მი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნი­ა­რა­ღე­ბულ სო­ხუმ­ზე. იე­რი­ში ძი­რი­თა­დად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სო­ხუ­მის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე.

სო­ხუ­მის­თვის ბრძო­ლა 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აფხა­ზურ-რუ­სულ­მა, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ელ­თა და კა­ზაკ­თა შე­ნა­ერ­თებ­მა აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ზე შტურ­მი 27 სექ­ტემ­ბერს დი­ლი­დან­ვე და­ი­წყეს და ტყვედ აიყ­ვა­ნეს აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, ქა­ლაქ სო­ხუ­მის მერი გუ­რამ გა­ბეს­კი­რია და მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს 27 თა­ნამ­შრო­მე­ლი და შემ­დეგ ყვე­ლა მათ­გა­ნი დახ­ვრი­ტეს.

რუ­სულ-აფხა­ზურ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გას­წვრივ პო­ზი­ცი­ე­ბი 1993 წლის 30 სექ­ტემ­ბერს და­ი­კა­ვეს. აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა „სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­მარ­ჯვე­ბი­სა და აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს“ ყო­ვე­ლი წლის 30 სექ­ტემ­ბერს აღ­ნიშ­ნავს.

ქარ­თუ­ლი მხა­რის ამ დრომ­დე და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, აფხა­ზეთ­ში 1992-1993 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ქარ­თუ­ლი მხრი­დან 10 ათას­ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. 300 ათა­სი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ქარ­თვე­ლი კი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა. აფხა­ზუ­რი მხა­რის მო­ნა­ცე­მე­ბით კი, და­ი­ღუ­პა 3 500 და და­იჭ­რა 2 ათა­სამ­დე აფხა­ზი.

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია შახ აი­ვა­ზო­ვის ფო­ტო­ე­ბი

ნა­ხეთ სპე­ცპ­რო­ექ­ტი: "რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს. უმე­ო­რებ­დნენ, მაგ­რამ არაფ­რით და­ი­ჩო­ქა... უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი ერ­ქვა, რომ არ დამ­ვი­წყე­ბო­და, ასან­თი ავან­თე და ნამ­წვა­ვით კო­ლოფ­ზე დავ­წე­რე - ჟი­უ­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორ უღალატა რუსეთმა საქართველოს 31 წლის წინ: დარღვეული სოჭის შეთანხმება და დიდი შტურმი ქალაქზე - სოხუმის დაცემის დღე და უმძიმესი ამბების ქრონოლოგია

როგორ უღალატა რუსეთმა საქართველოს 31 წლის წინ: დარღვეული სოჭის შეთანხმება და დიდი შტურმი ქალაქზე - სოხუმის დაცემის დღე და უმძიმესი ამბების ქრონოლოგია

სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან შეკრება ოპოზიციის თუ რიგითი მოქალაქეების ნაწილმა წუხელ დაიწყო. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისვლას პოლიტიკოსები დღეს დილიდანაც გეგმავენ.

  • სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მორიგი ღალატი...

სოხუმის დაცემას წინ, ზაფხულში რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, 27 ივლისს კი სოჭის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა. რომელიც ოკუპანტებმა და მათგან წახალისებულმა სეპარატისტებმა მალევე დაარღვიეს.

1993 წლის 1-ლიდან 20 აგვისტომდე პერიოდში ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდინარე გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.

  • 1993 წლის 16 სექტემბერს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასობრივი შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე. იერიში ძირითადად ხორციელდებოდა სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

სტატიაში გამოყენებულია შახ აივაზოვის ფოტოები

ნახეთ სპეცპროექტი: "რამდენჯერმე ესროლეს. უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთი ავანთე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე - ჟიული"