ავტორი:

ქართველი მთარგმნელი და გამომცემელი გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ქართველი მთარგმნელი და გამომცემელი გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ცნობილი ხდება, რომ ქართველი მთარგმნელი და გამომცემელი გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს, ის ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ამის თაობაზე პოსტს თავადაც აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

"დღეს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე (ჟენევა, შვეიცარია), ორწლიანი ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ ამავე ასოციაციის პრეზიდენტად ამირჩიეს. ახალ პოზიციაზე საქმიანობას ოფიციალურად 2025 წლის 1 - ლი იანვრიდან შევუდგები. არ ვიცი მოხდება თუ არა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში სამომავლოდ რამე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს უდაოდ ყოვლად განსაკუთრებული დღე მაქვს. მადლობა 81 ქვეყნის 101 წევრ ორგანიზაციას ასეთი დაუჯერებელი ნდობისთვის. რა თქმა უნდა, სრულად ვიაზრებ პასუხისმგებლობას, ვღელავ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენს წევრებთან ერთად უამრავ მიზანს მივაღწევთ. მადლობა მოქმედ პრეზიდენტ კარინი პანზას, რომელმაც ყველანაირი პირობა შემიქმნა იმისთვის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში უამრავი რამ მესწავლა. მადლობა მსოფლიო ასოციაციის მთელ გუნდს, პროფესიონალიზმისა და მუდმივი თანადგომისთვის. აქვე ვულოცავ ჯოვანი ჰოეპლის, იტალიელ გამომცემელს, რომელიც იანვრიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და ერთად უამრავ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ბოლოს კი, მადლობა გამომცემლობა "ინტელექტს“ წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის, თითქმის 15 წელია ერთად ვართ ზღაპრულ თავგადასავალში.

პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რამაც ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა - მით უფრო კულტურის სფერო და ჩვენი დემოკრატიული მოწყობაც საეჭვო გახადა, მადლიერი ვარ, რომ სამყარო ადამიანებს, ქვეყნებს მათი შრომითა და ბრძოლისუნარიანობით აფასებს. ჩემთვის ჩემ მიმართ გამოცხადებული ნდობა ჩემი ქვეყნისადმი გამოცხადებული ნდობის ტოლფასია.

უკვე ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენთვის 26 სიკეთის მომტანი რიცხვია. შევხვდებით ზუსტად ერთ თვეში სხვა არჩვენებზეც", - წერს გვანცა ჯობავა