მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს" - დიმიტრი პესკოვი

"ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს" - დიმიტრი პესკოვი

ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს. ეს სიგნალია, რომელიც ქვეყნებს იმ შედეგების შესახებ აფრთხილებს, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმაში, სხვადასხვა საშუალებებით და არა აუცილებლად ბირთვული საშუალებებით, მონაწილეობას მიიღებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული პოტენციალისა და მისი შემაკავებელი როლის შესახებ მთელმა მსოფლიომ კარგად იცის.

შეგახსენებთ, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და ბელარუსს "კრიტიკული საფრთხე“ მოწინააღმდეგის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც შეექმნებათ.

იხილეთ ასევე: