მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს მასკი მისი და იტალიის პრემიერის, ჯორჯია მელონის რომანტიკულ ურთიერთობაზე გავრცელებულ ჭორებზე?
რას ამბობს მასკი მისი და იტალიის პრემიერის, ჯორჯია მელონის რომანტიკულ ურთიერთობაზე გავრცელებულ ჭორებზე?

მი­ლი­არ­დერ­მა ილონ მასკმა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჭო­რებ­ზე, რომ თით­ქოს, მას რო­მა­ნი აქვს იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯორ­ჯია მე­ლონ­თან. წყვი­ლის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ფო­ტო­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და, ჩანს, რომ Tesla-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აშ­კა­რად ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არი­ან. ისი­ნი Global Citizen Awards-ის ცე­რე­მო­ნი­ა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში ორ­შა­ბათს გა­ი­მარ­თა. ამ დროს, 53 წლის მას­კი 47 წლის მე­ლო­ნის ჯილ­დოს გა­დას­ცემ­და.

"ყვე­ლა ვი­ცით, რა მოხ­და შემ­დეგ“, - წერ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში. გა­ზეთ­მა New York Post-მა ჭო­რე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა მას შემ­დეგ, რაც სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რო­მელ­შიც მათ შეხ­ვედ­რას "სიყ­ვა­რუ­ლის სა­ჯა­რო დე­მონ­სტრი­რე­ბა" უწო­დეს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, მასკმა და­წე­რა, რომ მე­ლონ­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვს: "მე იქ დე­დას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. მე და ქალ­ბა­ტონ მე­ლო­ნის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს“.

მას­კი და მე­ლო­ნი ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე­ჯერ შეხ­ვდნენ. პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში, რო­დე­საც იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ლი­არ­დე­რი რომ­ში სა­კუ­თარ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­ი­ღო. დე­კემ­ბერ­ში "ტეს­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იტა­ლი­ას კი­დევ ერთხელ ეს­ტუმ­რა და მე­ლო­ნის ულტრა მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ის "იტა­ლი­ის ძმე­ბის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ფეს­ტი­ვალ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­მო­ცე­მა Telegraph-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რი­სას გა­ნი­ხი­ლეს და­სავ­ლეთ­ში შო­ბა­დო­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი.

მე­ლო­ნი, 2023 წელს თა­ვი­სი ხან­გრძლივ პარტნი­ორს, ან­დრეა ჯამ­ბრუ­ნოს მას შემ­დეგ და­შორ­და, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა იტა­ლი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში უხამ­სი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თა.

ჯილ­დოს გა­და­ცე­მის წინ მასკმა გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ლო­ნი არის "ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ში­ნა­გა­ნად უფრო მშვე­ნი­ე­რია, ვიდ­რე გა­რეგ­ნუ­ლად, რისი თქმაც ყო­ველ­თვის არ გა­მო­დის პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ილონ მას­კი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია მომ­ღე­რალ გრიმსზე, ის ასე­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო მსა­ხი­ობ ემ­ბერ ჰარ­დთან (მას შემ­დეგ, რაც ის სკან­და­ლუ­რად და­შორ­და ჯონი დეპს). მი­ლი­არ­დე­რის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ჯას­ტინ უილ­სო­ნი იყო, ხოლო მე­ო­რე - ტა­ლუ­ლა რა­ი­ლი.

მასკს 12 შვი­ლი ჰყავს სამი სხვა­დას­ხვა ქა­ლის­გან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
21

მომწონს ორივე მასკიც და მელონიც!👍🥰🥰🥰

შაკო
6

თამუნა ლეკვეიშვილი მეგონა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რას ამბობს მასკი მისი და იტალიის პრემიერის, ჯორჯია მელონის რომანტიკულ ურთიერთობაზე გავრცელებულ ჭორებზე?

რას ამბობს მასკი მისი და იტალიის პრემიერის, ჯორჯია მელონის რომანტიკულ ურთიერთობაზე გავრცელებულ ჭორებზე?

მილიარდერმა ილონ მასკმა კომენტარი გააკეთა ჭორებზე, რომ თითქოს, მას რომანი აქვს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან. წყვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფოტოებზე, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა, ჩანს, რომ Tesla-ს დამფუძნებელი და იტალიის პრემიერ-მინისტრი აშკარად ახლო ურთიერთობაში არიან. ისინი Global Citizen Awards-ის ცერემონიაზეა გადაღებული, რომელიც ნიუ-იორკში ორშაბათს გაიმართა. ამ დროს, 53 წლის მასკი 47 წლის მელონის ჯილდოს გადასცემდა.

"ყველა ვიცით, რა მოხდა შემდეგ“, - წერდნენ სოციალურ ქსელში, ფოტოების კომენტარებში. გაზეთმა New York Post-მა ჭორები გააძლიერა მას შემდეგ, რაც სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც მათ შეხვედრას "სიყვარულის საჯარო დემონსტრირება" უწოდეს.

სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელების შემდეგ, მასკმა დაწერა, რომ მელონთან რომანტიკული ურთიერთობა არ აქვს: "მე იქ დედასთან ერთად ვიყავი. მე და ქალბატონ მელონის რომანტიკული ურთიერთობა არ გვაქვს“.

მასკი და მელონი ერთმანეთს რამდენიმეჯერ შეხვდნენ. პირველად გასული წლის ივნისში, როდესაც იტალიის პრემიერ-მინისტრმა მილიარდერი რომში საკუთარ რეზიდენციაში მიიღო. დეკემბერში "ტესლას" დამფუძნებელი იტალიას კიდევ ერთხელ ესტუმრა და მელონის ულტრა მემარჯვენე პარტიის "იტალიის ძმების“ მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს დასავლეთში შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ხელოვნური ინტელექტის დადებითი პოტენციალი.

მელონი, 2023 წელს თავისი ხანგრძლივ პარტნიორს, ანდრეა ჯამბრუნოს მას შემდეგ დაშორდა, რაც ამ უკანასკნელმა იტალიურ ტელევიზიაში უხამსი კომენტარები გააკეთა.

ჯილდოს გადაცემის წინ მასკმა განაცხადა, რომ მელონი არის "ადამიანი, რომელიც შინაგანად უფრო მშვენიერია, ვიდრე გარეგნულად, რისი თქმაც ყოველთვის არ გამოდის პოლიტიკოსებზე“.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი დაქორწინებულია მომღერალ გრიმსზე, ის ასევე ურთიერთობაში იყო მსახიობ ემბერ ჰარდთან (მას შემდეგ, რაც ის სკანდალურად დაშორდა ჯონი დეპს). მილიარდერის პირველი მეუღლე ჯასტინ უილსონი იყო, ხოლო მეორე - ტალულა რაილი.

მასკს 12 შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალისგან.

იხილეთ ასევე: