ავტორი:

ილია თოფურია და მისი მეუღლე პატარა ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებენ - რას წერს ჯორჯინა დედობაზე?

ილია თოფურია და მისი მეუღლე პატარა ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებენ - რას წერს ჯორჯინა დედობაზე?

UFC-ს ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ივლისში გოგონას მამა გახდა. მებრძოლის მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი, პატარას დაბადების ორი თვის თავზე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

"ყველა ამბობს, რომ როდესაც შვილი გყავს, შენი ცხოვრება იცვლება... ეს სიმართლეა. სინამდვილეში, არ შეგიძლია გაიგო, რამდენად შეიცვლება ყველაფერი, ვიდრე ეს მომენტი არ დადგება.

სამწუხაროდ, ამაზე ხშირად ნეგატიურად საუბრობენ, მაგრამ სიმართლე ის გახლავთ, რომ როდესაც ბავშვი იბადება, შენთვის ეს არის სტატუსის აწევა. როდესაც სტატუსს აიმაღლებ, ბევრი პასუხისმგებლობა გაქვს, მაგრამ შენი ცხოვრება ბევრი კუთხით უმჯობესდება.

ფაქტია, დედის როლის შესრულება პატივი, კომპლიმენტი და ბედნიერება გახლავთ. ქალებს გვაქვს რეზერვირებული ნაწილი ჩვენს თავში, რომელიც მხოლოდ სიცოცხლის მიცემით იხსნება, და ამ ეტაპზე, მგონია, რომ ეს ყველაზე მშვენიერი რამაა.

მიყვარხარ, ჩემი პატარა პრინცესა".

ილია თოფურიას უფროსი ვაჟიც ჰყავს, რომელიც ხშირად ჩნდება მამის გვერდით, თუმცა მედიისთვის უცნობია, ვინ არის ბიჭის დედა.

თოფურიამ ჯორჯინაზე 2024 წლის აპრილში ესპანეთში იქორწინა. მას "ინსტაგრამის" პირად გვერდზე 200 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. "ქალი ხშირად აზიარებს თავისი ცხოვრებიდან საინტერესო მოვლენებს. უყვარს ცხოველები, გატაცებულია ცხენზე ჯირითით და უყვარს საყვარელ ძაღლთან ერთად დროის გატარება. მისი პოსტები გვიყვება მდიდრულ ცხოვრების წესზე, რომელიც ასახავს ოჯახის საერთო სიხარულისა და თავგადასავლების ერთგვარ სურათს", - წერს უცხოური მედია.

უზკატეგუი მეწარმე და Future & Energy-ის დამფუძნებელია, რომელიც მდებარეობს ფლორიდაში, ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება წყლის გამწმენდი სისტემების უზრუნველყოფას. მანამდე ქალი უძრავი ქონების აგენტად და მარკეტინგის სპეციალისტად მუშაობდა.

წაიკითხეთ ასევე: