პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონიაში 56-წლიანი პატიმრობის შემდეგ სიკვდილმისჯილი უდანაშაულოდ ცნეს - დნმ ტესტის მორიგი სასწაული
იაპონიაში 56-წლიანი პატიმრობის შემდეგ სიკვდილმისჯილი უდანაშაულოდ ცნეს - დნმ ტესტის მორიგი სასწაული

ია­პო­ნი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი და ცნო­ბი­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი საგა დას­რულ­და - მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც 1968 წელს სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს, სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. დიახ, 88 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი, ია­პო­ნურ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა.

ივაო ჰა­კა­მა­და 1968 წელს დამ­ნა­შა­ვედ ცნეს თა­ვი­სი უფ­რო­სის, მისი ცო­ლი­სა და მათი ორი მო­ზარ­დი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში.

მას ახ­ლა­ხან და­უ­ნიშ­ნეს ხე­ლა­ხა­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რად­გან გაჩ­ნდა ეჭვი, თით­ქოს გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ჩა­უ­დეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რა­მაც ოთხმა­გი მკვლე­ლო­ბის­თვის მისი ვერ­დიქ­ტი გა­მო­იწ­ვია.

საქ­მემ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია - ში­ზუ­ო­კა­ში, სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ად­გი­ლე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 500 ადა­მი­ა­ნი ჩად­გა რიგ­ში.

ვერ­დიქ­ტის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, ჰა­კა­მა­დას მხარ­დამ­ჭე­რებ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­რეთ შეს­ძა­ხეს "ბან­ზაი" - ია­პო­ნუ­რი შე­ძა­ხი­ლი, რო­მე­ლიც ნიშ­ნავს "ვა­შას".

ჰა­კა­მა­და ცი­ხი­დან 2014 წელს გა­თა­ვი­სუფ­ლდა და ია­პო­ნურ­მა სა­სა­მარ­თლომ ხე­ლა­ხა­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჩა­ნიშ­ნა მას შემ­დეგ, რაც დაც­ვის მხა­რემ წა­რად­გი­ნა კვლე­ვა, რომ სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის ტან­საც­მელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ლა­ქე­ბი­დან აღე­ბუ­ლი სის­ხლის ლა­ქე­ბის დნმ, პა­ტიმ­რი­სას არ ემ­თხვე­ო­და. მსოფ­ლი­ო­ში ეს მო­რი­გი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც დნმ-ს ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბამ ამა თუ იმ და­ნა­შა­ულ­ში წლე­ბის წი­ნან­დე­ლი მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი მსჯავ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ის ამ­ჟა­მად თა­ვი­სი დის მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ ცხოვ­რობს.

გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ­მა სა­მარ­თლებ­რივ­მა პრო­ცე­დუ­რებ­მა ხე­ლა­ხა­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბა დრო­ში გა­წე­ლა და ის მხო­ლოდ გა­სულ წელს და­ი­წყო - ხუთ­შა­ბათ დი­ლას კი სა­სა­მარ­თლოს უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, გა­ა­მარ­თლებ­და ჰა­კა­მა­დას ბრალ­დე­ბე­ბის­გან, თუ მას ჩა­მო­ახ­რჩობ­დნენ.

ჰა­კა­მა­და მხო­ლოდ მე­ხუ­თე სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი პა­ტი­მა­რია, რომ­ლის საქ­მე­ზეც ქვეყ­ნის ომის­შემ­დგომ ის­ტო­რი­ა­ში ხე­ლა­ხა­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჩა­ტარ­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

იაპონიაში 56-წლიანი პატიმრობის შემდეგ სიკვდილმისჯილი უდანაშაულოდ ცნეს - დნმ ტესტის მორიგი სასწაული

იაპონიაში 56-წლიანი პატიმრობის შემდეგ სიკვდილმისჯილი უდანაშაულოდ ცნეს - დნმ ტესტის მორიგი სასწაული

იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ცნობილი სამართლებრივი საგა დასრულდა - მამაკაცი, რომელსაც 1968 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. დიახ, 88 წლის მამაკაცი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო სიკვდილმისჯილი, იაპონურმა სასამართლომ გაამართლა.

ივაო ჰაკამადა 1968 წელს დამნაშავედ ცნეს თავისი უფროსის, მისი ცოლისა და მათი ორი მოზარდი შვილის მკვლელობაში.

მას ახლახან დაუნიშნეს ხელახალი სასამართლო პროცესი, რადგან გაჩნდა ეჭვი, თითქოს გამომძიებლებმა ჩაუდეს მტკიცებულება, რამაც ოთხმაგი მკვლელობისთვის მისი ვერდიქტი გამოიწვია.

საქმემ ფართო საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია - შიზუოკაში, სასამართლო დარბაზში ადგილების დასაკავებლად დაახლოებით 500 ადამიანი ჩადგა რიგში.

ვერდიქტის გამოცხადებისას, ჰაკამადას მხარდამჭერებმა სასამართლოს გარეთ შესძახეს "ბანზაი" - იაპონური შეძახილი, რომელიც ნიშნავს "ვაშას".

ჰაკამადა ციხიდან 2014 წელს გათავისუფლდა და იაპონურმა სასამართლომ ხელახალი სასამართლო პროცესი ჩანიშნა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ წარადგინა კვლევა, რომ სავარაუდო მკვლელის ტანსაცმელზე არსებული ლაქებიდან აღებული სისხლის ლაქების დნმ, პატიმრისას არ ემთხვეოდა. მსოფლიოში ეს მორიგი შემთხვევაა, როდესაც დნმ-ს ტესტის ჩატარების შესაძლებლობამ ამა თუ იმ დანაშაულში წლების წინანდელი მსჯავრდადებული მსჯავრიდან გაათავისუფლა.

გაუარესებული ფსიქიკური მდგომარეობის გამო, ის ამჟამად თავისი დის მეურვეობის ქვეშ ცხოვრობს.

გახანგრძლივებულმა სამართლებრივმა პროცედურებმა ხელახალი სასამართლო პროცესის დაწყება დროში გაწელა და ის მხოლოდ გასულ წელს დაიწყო - ხუთშაბათ დილას კი სასამართლოს უნდა გამოეცხადებინა, გაამართლებდა ჰაკამადას ბრალდებებისგან, თუ მას ჩამოახრჩობდნენ.

ჰაკამადა მხოლოდ მეხუთე სიკვდილმისჯილი პატიმარია, რომლის საქმეზეც ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში ხელახალი სასამართლო პროცესი ჩატარდა.

წყარო