ესპანელი მომღერალი, ბელინდა L'Oreal Paris-ის ჩვენებაზე პოდიუმზე გამოსვლის დროს წაიქცა - შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ერთ-ერთი ვიდეო თავად ბელინდამაც გააზიარა:
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა", - წერს მომღერალი.
ვიდეოს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორისაა ენდი მაკდაუელი:
”წარმოიდგენთ რას გრძნობს ადამიანი, როდესაც დაეცემა და კვლავ უნდა ადგეს, ეს არის ცხოვრება - რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, წამოდგომა უნდა ისწავლო", - წერს მაკდაუელი.