სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

29

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 11:10-ზე, მთვარე სასწორში გადავა 09:46-ზე – ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. ხელსაყრელია კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვედრები. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასონები საქართველოში ადრეც იყვნენ და ახლაც არიან...": - ვინ არიან მასონები და ვინ იყო პირველი ქართველი მასონი? ყველაფერი მასონთა ლოჟის შესახებ
"მასონები საქართველოში ადრეც იყვნენ და ახლაც არიან...": - ვინ არიან მასონები და ვინ იყო პირველი ქართველი მასონი? ყველაფერი მასონთა ლოჟის შესახებ

1717 წლის 24 ივ­ლისს ლონ­დონ­ში, ტა­ვერ­ნა­ში, რო­მელ­საც Goose and Gridiron ერ­ქვა, პირ­ვე­ლი მა­სონ­თა ლოჟა და­არ­სდა. ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და რე­ლი­გი­ურ-ეთი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც დღეს მი­ლი­ო­ნო­ბით მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. მა­სო­ნებ­ზე უამ­რა­ვი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და და დღემ­დე ვრცელ­დე­ბა. ბევ­რის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არი­ან ისი­ნი ჩრდილ­ში ან რა­ტომ მა­ლა­ვენ თა­ვი­ანთ ვი­ნა­ო­ბას, ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სო­ნე­ბის მი­მართ ერ­თგვა­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა და ში­შიც კი იგ­რძნო­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცის, რომ მა­სო­ნე­ბი იყ­ვნენ გე­ნი­ა­ლუ­რი მო­ცარ­ტი და ბე­თჰო­ვე­ნი, ჩერ­ჩი­ლი და დან­ტო­ნი, ვოლ­ტე­რი და არ­ტურ კო­ნან დო­ი­ლი, კიპ­ლინ­გი და ოს­კარ უა­ილ­დი, ბენ­ჯა­მინ ფრანკლი­ნი და ჯორჯ ვა­შინგტო­ნი...

რით აიხ­სნე­ბა მა­სო­ნე­ბის მი­მართ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? - ამ სა­კი­თხზე ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა თე­ო­ლო­გი ლე­ვან აბა­ში­ძე:

- მა­სონ­თა მოძ­რა­ო­ბა მე-18 სა­უ­კუ­ნის ინ­გლის­ში ჩა­ი­სა­ხა - ეს იყო ეპო­ქა, როცა გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა და სწო­რედ ამ ფონ­ზე იქ­მნე­ბა მა­სო­ნუ­რი ლო­ჟე­ბი. მა­სო­ნებს საკ­მა­ოდ კარ­გი მიზ­ნე­ბი ჰქონ­დათ: უკე­თე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნა, სი­კე­თე, თა­ნას­წო­რო­ბა, ძმო­ბა - მათი ლო­ჟე­ბი სწო­რედ ამ იდე­ე­ბის კარ­ნა­ხით იქ­მნე­ბო­და. თა­ვი­სუ­ფა­ლი მა­სო­ნი ფრან­გუ­ლად "მშე­ნე­ბელს", ანუ ხუ­როთ­მო­ძღვარს ნიშ­ნავს.

მა­სო­ნე­ბი ფარ­თოდ იყე­ნებ­დნენ მშე­ნე­ბელ­თა სიმ­ბო­ლი­კას, რად­გან მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში მშე­ნებ­ლო­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტაძ­რე­ბის. ამი­ტომ, მშე­ნებ­ლებს თა­ვი­ან­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­დათ. მშე­ნებ­ლე­ბი და ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბი მთელ ევ­რო­პა­ში მოძ­რა­ობ­დნენ, მათ თა­ვი­ან­თი სიმ­ბო­ლო­ე­ბი და რი­ტუ­ა­ლე­ბი ჰქონ­დათ და სწო­რედ ეს სიმ­ბო­ლი­კა გა­მო­ი­ყე­ნეს მა­სო­ნებ­მა. მ

ათ მო­ძღვრე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ბიბ­ლი­ურ­მა და ქრის­ტი­ა­ნულ­მა იდე­ებ­მა. მათ ადა­მიც კი პირ­ველ მა­სო­ნად, ანუ პირ­ველ მშე­ნებ­ლად მი­აჩ­ნდათ. მა­სო­ნურ მო­ძღვრე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ბიბ­ლი­ურ­მა სიმ­ბო­ლი­კამ, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტამ­პლი­ე­რე­ბის და სხვა რა­ინ­დუ­ლი ორ­დე­ნე­ბის სიმ­ბო­ლი­კაც და­ე­მა­ტა. მა­სო­ნუ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი ში­ნა­არ­სი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი, რაც ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო მეტ იდუ­მა­ლე­ბას ანი­ჭებს.

  • ცოტა რამ ქარ­თველ მა­სო­ნებ­ზე

პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მა­სო­ნი მი­ხე­ილ ბა­რა­თაშ­ვი­ლი გახ­ლდათ - ცნო­ბი­ლი ნუ­მიზ­მა­ტი და მეც­ნი­ე­რი. ის რუ­სეთ­ში ვახ­ტანგ მე­ექ­ვსეს­თან ერ­თად გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. 1816 წლი­დან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და რუ­სე­თის მა­სო­ნურ წრე­ებ­თან და გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­და დე­კაბ­რის­ტებ­თან. 1816 წლი­დან იგი ხდე­ბა მოს­კოვ­ში და­არ­სე­ბუ­ლი რუ­სე­თის მთა­ვა­რი მა­სო­ნუ­რი ლო­ჟის წევ­რი და აქ­ტი­უ­რი მოღ­ვა­წე... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

"მასონები საქართველოში ადრეც იყვნენ და ახლაც არიან...": - ვინ არიან მასონები და ვინ იყო პირველი ქართველი მასონი? ყველაფერი მასონთა ლოჟის შესახებ

"მასონები საქართველოში ადრეც იყვნენ და ახლაც არიან...": - ვინ არიან მასონები და ვინ იყო პირველი ქართველი მასონი? ყველაფერი მასონთა ლოჟის შესახებ

1717 წლის 24 ივლისს ლონდონში, ტავერნაში, რომელსაც Goose and Gridiron ერქვა, პირველი მასონთა ლოჟა დაარსდა. ასე ჩამოყალიბდა რელიგიურ-ეთიკური მიმდინარეობა, რომელსაც დღეს მილიონობით მიმდევარი ჰყავს. მასონებზე უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა და დღემდე ვრცელდება. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ არიან ისინი ჩრდილში ან რატომ მალავენ თავიანთ ვინაობას, ამიტომ, საქართველოში მასონების მიმართ ერთგვარი გაურკვევლობა და შიშიც კი იგრძნობა. უმრავლესობამ არ იცის, რომ მასონები იყვნენ გენიალური მოცარტი და ბეთჰოვენი, ჩერჩილი და დანტონი, ვოლტერი და არტურ კონან დოილი, კიპლინგი და ოსკარ უაილდი, ბენჯამინ ფრანკლინი და ჯორჯ ვაშინგტონი...

რით აიხსნება მასონების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება? - ამ საკითხზე ჟურნალ "გზას" ესაუბრა თეოლოგი ლევან აბაშიძე:

- მასონთა მოძრაობა მე-18 საუკუნის ინგლისში ჩაისახა - ეს იყო ეპოქა, როცა განმანათლებლობა ძალიან პოპულარული ხდება და სწორედ ამ ფონზე იქმნება მასონური ლოჟები. მასონებს საკმაოდ კარგი მიზნები ჰქონდათ: უკეთესი საზოგადოების შექმნა, სიკეთე, თანასწორობა, ძმობა - მათი ლოჟები სწორედ ამ იდეების კარნახით იქმნებოდა. თავისუფალი მასონი ფრანგულად "მშენებელს", ანუ ხუროთმოძღვარს ნიშნავს.

მასონები ფართოდ იყენებდნენ მშენებელთა სიმბოლიკას, რადგან მე-18 საუკუნეში მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო, განსაკუთრებით, ტაძრების. ამიტომ, მშენებლებს თავიანთი გაერთიანებები ჰქონდათ. მშენებლები და ხუროთმოძღვრები მთელ ევროპაში მოძრაობდნენ, მათ თავიანთი სიმბოლოები და რიტუალები ჰქონდათ და სწორედ ეს სიმბოლიკა გამოიყენეს მასონებმა. მ

ათ მოძღვრებაზე დიდი გავლენა იქონია ბიბლიურმა და ქრისტიანულმა იდეებმა. მათ ადამიც კი პირველ მასონად, ანუ პირველ მშენებლად მიაჩნდათ. მასონურ მოძღვრებაში დიდი ადგილი დაიკავა ბიბლიურმა სიმბოლიკამ, რომელსაც მოგვიანებით ტამპლიერების და სხვა რაინდული ორდენების სიმბოლიკაც დაემატა. მასონური სიმბოლოები სერიოზული შინაარსითაა დატვირთული, რაც ამ მიმდინარეობას კიდევ უფრო მეტ იდუმალებას ანიჭებს.

  • ცოტა რამ ქართველ მასონებზე

პირველი ქართველი მასონი მიხეილ ბარათაშვილი გახლდათ - ცნობილი ნუმიზმატი და მეცნიერი. ის რუსეთში ვახტანგ მეექვსესთან ერთად გადასახლებული არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი იყო. 1816 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის მასონურ წრეებთან და განსაკუთრებით კარგი ურთიერთობები ჰქონდა დეკაბრისტებთან. 1816 წლიდან იგი ხდება მოსკოვში დაარსებული რუსეთის მთავარი მასონური ლოჟის წევრი და აქტიური მოღვაწე... წაიკითხეთ ვრცლად