ბრიტანელი ტურისტი ბეჰემოთის თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩა - 63 წლის როლანდ ჩერი მეუღლესთან ერთად ზამბიაში იმყოფებოდა, როდესაც 1,5-ტონიანმა მხეცმა მათი კანოე გადაატრიალა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მას შვიდი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით, "ბეჰემოთის თავდასხმისგან არაერთი ადამიანი იღუპება".
"ცუდია რაც დამემართა. მაგრამ ვიცი, რომ მათ ტერიტორიაზე ვიყავი. როცა წყლის ზედაპირზე ამოსვლა მოვახერხე, მივხვდი, რომ მხრები საშინლად მქონდა დაზიანებული, ცურვა აღარ შემეძლო. ცხოველი ცდილობდა ფსკერისკენ ჩავეთრიე. მეგონა მოვკვდებოდი", - ამბობს ის.
მამაკაცის გადარჩენა სამაშველო ჯგუფმა მოახერხა. მას მუცლის არეში 25 სმ-იანი ჭრილობა ჰქონდა, აღენიშნებოდა ბარძაყისა და მხრების დაზიანება.