მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 5,6,10,16,23 ოქტომებრს, ახალგაზრდა რეჟისორი მაკო კახეთელიძე, მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების მიხედვით „ ჯაყოს ხიზნებს“ წარმოადგენს.
ერთის მხრივ, ფსიქოლოგიური თეატრის ტრადიციის გაგრძელება და მეორეს მხრივ, ახალ თაობაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია არის რეჟისორის მიზანი.
ბოროტება არასოდეს დარჩება დაუსჯელი. ტირანია ვერასოდეს გაიმარჯვებს. ადამიანმა უნდა იპოვნოს ძალა საკუთარ თავში, რათა გადალახოს ყველა წინაღობა.
სპექტაკლში მოქმედება საქართველოს ისტორიის ფონზე ვითარდება. წარმოდგენის კონცეფცია და ფორმა აწყობილია ნაშინდარის სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც მაყურებელს თეიმურაზ ხევისთავის, მარგარიტა ყაფლანიშვილის და ჯაყო ჯივაშვილის ამბავს ივანესთან ერთად უყვებიან.
სპექტაკლის მხატვარი- ეკატერინე ხინჩაგაშვილი,მუსიკა -ოთარ ბერძენიშვილი.
რეჟისორის ასისტენტი ნატა არველაძე.
მონაწილეობენ: ნიკოლოზ ფაიქრიძე( მოზარდ მაყურებელთა თეატრი), ნოდარ მელაძე, ქეთო ტატიშვილი, გიორგი ონიანი ( მოწვეული მსახიობები), ხატია მელქაძე, გიორგი ყორღანაშვილი ( მოზარდ მაყურებელთა თეატრი).
ბავშვები/სკოლის მოსწავლეები- მარიამ აზარიაშვილი, თიკა ჭედია, თეკლა ქაჯაია, ნინა მიდელაური
თეატრალური პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
R