Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს
თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს

ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გი - ეს სი­ტყვათ­შე­თან­ხმე­ბა ახა­ლი უკვე დიდი ხა­ნია აღარ არის, მათ შო­რის, არც სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენს გარ­შე­მო მრავ­ლა­დაა ისე­თი მცი­რე თუ დიდი სტარ­ტა­პი, ან კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის გუ­ლამ­დე გზას სწო­რედ ინფლუ­ენ­სე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით იკ­ვლევს.

რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გი ჩვე­ნი ბრენ­დის, კომ­პა­ნი­ის თუ სტარ­ტა­პის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის­თვის? ვინ გვჭირ­დე­ბა? რა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­სას? - 19 სექ­ტემ­ბერს, თი­ბი­სი ბიზ­ნე­სის ხუთ­შა­ბა­თის შეხ­ვედ­რე­ბის მო­რიგ სე­სი­ა­ზე, კონ­ტენტ კრე­ა­ტო­რებ­მა თათო ქარ­ჩა­ვამ და იო­ა­ნე რო­მა­ნა­ძემ და ქარ­თუ­ლი სტარ­ტა­პის “მე­რა­კის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ანუ­კა გვენ­ცა­ძემ ბრენ­დე­ბი­სა და კონ­ტენტ კრე­ა­ტო­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

“ადრე ვამ­ბობ­დი, რომ ვარ მარ­კე­ტე­რი სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე და კონ­ტენტ კრე­ა­ტო­რი ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე. ახლა სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი და სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე კონ­ტენტ კრე­ა­ტო­რი ვარ“, - ასე წა­რად­გი­ნა თავი შეხ­ვედ­რის ერთ-ერ­თმა სპი­კერ­მა თათო ქარ­ჩა­ვამ.

თათო თავს კონ­ტენტ კრე­ა­ტო­რად მი­იჩ­ნევს, მაგ­რამ იმის “აღი­ა­რე­ბაც“ უწევს, რომ კარ­გი კონ­ტენ­ტის შექ­მნამ ინფლუ­ენ­სე­რო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. კონ­ტენტს Tik-Tok-ის­თვის ქმნის. ამ პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ოთხი წლის წინ და­ი­წყო, პი­ო­ნე­რი ვარ Tik-Tok-ისო ხუმ­რობს. მისი გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი 96 ათასს სცდე­ბა.

ხელ­ნა­კე­თი ჩან­თე­ბის, ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ბრენ­დი “მე­რა­კი“ რომ და­ა­არ­სა, ანუ­კა გვენ­ცა­ძე 21 წლის იყო. ბე­ბი­ას­თან ერ­თად პირ­ველ ჩან­თას რომ კე­რავ­და, ვე­რაფ­რით წარ­მო­იდ­გენ­და, რომ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მთელს დრო­სა და ენერ­გი­ას ამ საქ­მე­ში ჩა­დებ­და. ახლა “მე­რა­კი“ცნო­ბი­ლი და ბევ­რის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დია.

“ჩვე­ნი მარ­კე­ტინ­გის ძა­ლი­ან დიდი წი­ლია ინფლუ­ენ­სე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. გვყავს რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­უ­რი ინფლუ­ენ­სე­რი, რომ­ლებ­თა­ნაც სულ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. წე­სი­ვით გვაქვს, ახალ კო­ლექ­ცი­ას პირ­ვე­ლად მათ ვუგ­ზავ­ნით“, - ამ­ბობს ანუ­კა.

ანუ­კა გვენ­ცა­ძეს ინფლუ­ენ­სე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შვიდ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და. ამი­ტომ, ზუს­ტად იცის ვინ სჭირ­დე­ბა, ვის­გან რას მი­ი­ღებს. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც სულ ამოწ­მებს ტრენ­დებს, აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებს:

“ზოგი ძა­ლი­ან კარგ კონ­ტენტს ქმნის. შე­იძ­ლე­ბა თა­ვად არ ჰყავ­დეს აუ­დი­ტო­რია, რო­მე­ლიც გა­ყიდ­ვებს გაგ­ვიზ­რდის, მაგ­რამ, იმ­დე­ნად კარგ ფო­ტოს იღებს, რომ ჩვენ ვყი­დით ამ ფო­ტო­ე­ბით. არი­ან ინფლუ­ენ­სე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რია, ისი­ნიც ძა­ლი­ან კარგ ვი­დე­ო­ებს იღე­ბენ, გა­ნი­ხი­ლა­ვენ ჩვენს პრო­დუქ­ცი­ას და მა­თაც ბევ­რი გა­ყიდ­ვა მო­აქვთ“.

აქვს ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბიც და შე­სა­ბა­მი­სად, რჩე­ვე­ბიც დამ­წყე­ბი სტარ­ტა­პე­ბის­თვის. ახ­სოვს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ჩუ­ქა­რი გა­უგ­ზავ­ნეს ინფლუ­ენ­სერს, რო­მელ­საც 285 ათა­სი მიმ­დე­ვა­რი ჰყავ­და. ის მათ თა­ვად და­უ­კავ­შირ­და და ბარ­ტე­რი შეს­თა­ვა­ზა. შე­თან­ხმე­ბა შედ­გა, “მე­რაკ­მა“ ინფლუ­ენ­სერს პრო­დუქ­ცია გა­უგ­ზავ­ნა. შემ­დეგ, მო­ლო­დი­ნით, რომ შეკ­ვე­თე­ბი გა­იზ­რდე­ბო­და, ახა­ლი მო­დე­ლე­ბი შე­კე­რეს და შე­დეგს და­ე­ლოდ­ნენ, მაგ­რამ სულ ტყუ­ი­ლად. აღ­მოჩ­ნდა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში იმ კონ­კრე­ტულ ინფლუ­ენ­სე­რებს რე­ა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რია არ ჰყავ­და. ამის ნახ­ვა კი მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, იმის შე­მოწ­მე­ბით, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­და მის Reels-ებს. ამი­ტომ, ჩარ­თუ­ლო­ბის (ე.წ. ინ­გე­ი­ჯმენ­თის) შე­მოწ­მე­ბა, “მე­რა­კის­გან“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა სტარ­ტა­პე­ბის­თვის.

თათო ბრენ­დებს ურ­ჩევს, რომ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბამ­დე კარ­გად შე­ის­წავ­ლონ ინფლუ­ენ­სე­რის კონ­ტენ­ტი. და ასე­ვე, შე­ა­თან­ხმონ პი­რო­ბე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი:

“მქონ­და ასე­თი, ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა, მომ­ცეს ბრი­ფი, რომ­ლის მი­ხედ­ვით გა­და­ვი­ღე ვი­დეო და მომ­წე­რეს, რომ რა­ღაც სხვა უნ­დო­დათ. ამი­ტომ, ჩემი რჩე­ვაა, ბიზ­ნეს­მა კარ­გად შე­ის­წავ­ლოს კონ­ტენ­ტი და მხო­ლოდ შემ­დეგ გა­და­წყვი­ტოს კონ­კრე­ტულ ინფლუ­ენ­სერ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ასე­ვე, მკა­ფიო უნდა იყოს: ბრი­ფიც, მო­ლო­დი­ნე­ბიც, სცე­ნა­რიც კი უნდა შე­თან­ხმდეს“.

“მეც მქონ­და ერთი შემ­თხვე­ვა, კონ­კრე­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ მომ­ცა და­ვა­ლე­ბა, და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და უცებ, პრო­ცეს­ში, მე­უბ­ნე­ბი­ან - “ჩვენ ვფიქ­რობთ რომ შენ ბრი­ფი ვერ გა­ი­გე“, - იხ­სე­ნებს იო­ა­ნე რო­მა­ნა­ძე, რომ­ლის რვა თვის წინ გახ­სნილ Tik-Tok-ის არხს, უკვე ჰყავს 100 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი. იო­ა­ნეს ასე იმი­ტომ მის­წე­რეს, რომ დამ­კვე­თის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვი­დეო არ ჰგავ­და იმას, რაც იო­ა­ნემ ჩა­წე­რა: “მე ხომ ყვე­ლა­ზე კარ­გად ვიც­ნობ ჩემს აუ­დი­ტო­რი­ას, ვიცი, რაზე აქვთ რე­აქ­ცია. ამი­ტომ, უნდა მენ­დო, ჩემ­ზე უკეთ ვერ გე­ცო­დი­ნე­ბა, რა უყ­ვარს ჩემს მა­ყუ­რე­ბელს“.

თათო სტარ­ტა­პებს ურ­ჩევს იფიქ­რონ ინფლუ­ენ­სე­რებ­თან გრძელ­ვა­დი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც. მისი თქმით, ეს კარ­გია ორი­ვე მხა­რის­თვის:

“იცი რომ გყავს მუდ­მი­ვი დამ­კვე­თი, გაქვს ყო­ველ­თვი­უ­რი შე­სა­ვა­ლი, იცი რა არის შენი ამო­ცა­ნა. ასეთ დროს მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გაქვს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი კონ­ტენ­ტი ორ­გა­ნუ­ლად ჩა­ა­ინ­ტეგ­რი­რო შენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, უფრო ავ­თენ­ტუ­რი ხარ და ეს ბრენ­დსაც აწყობს“.

იყო კი­თხვე­ბიც - მა­გა­ლი­თად, რა ქნას სტარ­ტაპ­მა, რო­მელ­საც არ აქვს ინფლუ­ენ­სე­რის ფული? უნდა მივ­წე­როთ თუ არა პა­ტა­რა სტარ­ტა­პებ­მა “დიდ“ ინფლუ­ენ­სე­რებს?

“უნდა და­უ­კავ­შირ­დე, რად­გან მე მქო­ნია ეგე­თი შემ­თხვე­ვაც. თუ ვფიქ­რობ, რომ შენი შე­მო­თა­ვა­ზე­ბი­დან ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტენ­ტი გა­მო­ვა, დავ­თან­ხმდე­ბი“, - უპა­სუ­ხა თა­თომ.

ანუ­კას ჰკი­თხეს, ბრენ­დე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან თუ არა დამ­წყე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა, რომ ხში­რად ასე­თი ინფლუ­ენ­სე­რი საქ­მეს გა­ცი­ლე­ბით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ეკი­დე­ბა, რად­გან უნდა რომ მას­თან კი­დევ ითა­ნამ­შრომ­ლონ და ამი­ტომ დიახ, ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან.

შეხ­ვედ­რა დას­რულ­და შე­თან­ხმე­ბით, რომ ციფ­რულ ეპო­ქა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ტრენ­დე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა წამ­გე­ბი­ა­ნია, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ყო­ველ­თვის ამარ­თლებს და ცდად ყვე­ლა­ფე­რი ღირს.

თი­ბი­სი ბიზ­ნე­სის ტრა­დი­ცი­უ­ლი ხუთ­შა­ბა­თე­ბი ისევ გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან არა­ფე­რი ისე არ სჭირ­დე­ბა პა­ტა­რა ბიზ­ნე­სებს, ვიდ­რე გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა.

თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს

თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს

ინფლუენსერ მარკეტინგი - ეს სიტყვათშეთანხმება ახალი უკვე დიდი ხანია აღარ არის, მათ შორის, არც საქართველოში. ჩვენს გარშემო მრავლადაა ისეთი მცირე თუ დიდი სტარტაპი, ან კომპანია, რომელიც მომხმარებლის გულამდე გზას სწორედ ინფლუენსერების დახმარებით იკვლევს.

როგორ გამოვიყენოთ ინფლუენსერ მარკეტინგი ჩვენი ბრენდის, კომპანიის თუ სტარტაპის პოპულარიზებისთვის? ვინ გვჭირდება? რა გავითვალისწინოთ საქმიანი ურთიერთობისას? - 19 სექტემბერს, თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრების მორიგ სესიაზე, კონტენტ კრეატორებმა თათო ქარჩავამ და იოანე რომანაძემ და ქართული სტარტაპის “მერაკის“ დამფუძნებელმა ანუკა გვენცაძემ ბრენდებისა და კონტენტ კრეატორების თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

“ადრე ვამბობდი, რომ ვარ მარკეტერი სრულ განაკვეთზე და კონტენტ კრეატორი ნახევარ განაკვეთზე. ახლა სამსახურიდან წამოვედი და სრულ განაკვეთზე კონტენტ კრეატორი ვარ“, - ასე წარადგინა თავი შეხვედრის ერთ-ერთმა სპიკერმა თათო ქარჩავამ.

თათო თავს კონტენტ კრეატორად მიიჩნევს, მაგრამ იმის “აღიარებაც“ უწევს, რომ კარგი კონტენტის შექმნამ ინფლუენსერობამდე მიიყვანა. კონტენტს Tik-Tok-ისთვის ქმნის. ამ პლატფორმის გამოყენება ოთხი წლის წინ დაიწყო, პიონერი ვარ Tik-Tok-ისო ხუმრობს. მისი გამომწერების რაოდენობა კი 96 ათასს სცდება.

ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი “მერაკი“ რომ დააარსა, ანუკა გვენცაძე 21 წლის იყო. ბებიასთან ერთად პირველ ჩანთას რომ კერავდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მთელს დროსა და ენერგიას ამ საქმეში ჩადებდა. ახლა “მერაკი“ცნობილი და ბევრის საყვარელი ქართული ბრენდია.

“ჩვენი მარკეტინგის ძალიან დიდი წილია ინფლუენსერებთან ურთიერთობა. გვყავს რამდენიმე აქტიური ინფლუენსერი, რომლებთანაც სულ ვთანამშრომლობთ. წესივით გვაქვს, ახალ კოლექციას პირველად მათ ვუგზავნით“, - ამბობს ანუკა.

ანუკა გვენცაძეს ინფლუენსერებთან ურთიერთობის შვიდწლიანი გამოცდილება დაუგროვდა. ამიტომ, ზუსტად იცის ვინ სჭირდება, ვისგან რას მიიღებს. სოციალურ ქსელებშიც სულ ამოწმებს ტრენდებს, აქტუალურ თემებს:

“ზოგი ძალიან კარგ კონტენტს ქმნის. შეიძლება თავად არ ჰყავდეს აუდიტორია, რომელიც გაყიდვებს გაგვიზრდის, მაგრამ, იმდენად კარგ ფოტოს იღებს, რომ ჩვენ ვყიდით ამ ფოტოებით. არიან ინფლუენსერები, რომლებსაც ჰყავთ დაინტერესებული აუდიტორია, ისინიც ძალიან კარგ ვიდეოებს იღებენ, განიხილავენ ჩვენს პროდუქციას და მათაც ბევრი გაყიდვა მოაქვთ“.

აქვს ცუდი გამოცდილებებიც და შესაბამისად, რჩევებიც დამწყები სტარტაპებისთვის. ახსოვს შემთხვევა, როდესაც საჩუქარი გაუგზავნეს ინფლუენსერს, რომელსაც 285 ათასი მიმდევარი ჰყავდა. ის მათ თავად დაუკავშირდა და ბარტერი შესთავაზა. შეთანხმება შედგა, “მერაკმა“ ინფლუენსერს პროდუქცია გაუგზავნა. შემდეგ, მოლოდინით, რომ შეკვეთები გაიზრდებოდა, ახალი მოდელები შეკერეს და შედეგს დაელოდნენ, მაგრამ სულ ტყუილად. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში იმ კონკრეტულ ინფლუენსერებს რეალური აუდიტორია არ ჰყავდა. ამის ნახვა კი მარტივად შეიძლებოდა, მაგალითად, იმის შემოწმებით, რამდენი ადამიანი უყურებდა მის Reels-ებს. ამიტომ, ჩართულობის (ე.წ. ინგეიჯმენთის) შემოწმება, “მერაკისგან“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა სტარტაპებისთვის.

თათო ბრენდებს ურჩევს, რომ საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე კარგად შეისწავლონ ინფლუენსერის კონტენტი. და ასევე, შეათანხმონ პირობები და მოლოდინები:

“მქონდა ასეთი, ცუდი გამოცდილება, მომცეს ბრიფი, რომლის მიხედვით გადავიღე ვიდეო და მომწერეს, რომ რაღაც სხვა უნდოდათ. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ბიზნესმა კარგად შეისწავლოს კონტენტი და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოს კონკრეტულ ინფლუენსერთან თანამშრომლობა. ასევე, მკაფიო უნდა იყოს: ბრიფიც, მოლოდინებიც, სცენარიც კი უნდა შეთანხმდეს“.

“მეც მქონდა ერთი შემთხვევა, კონკრეტულმა კომპანიამ მომცა დავალება, დავიწყე მუშაობა და უცებ, პროცესში, მეუბნებიან - “ჩვენ ვფიქრობთ რომ შენ ბრიფი ვერ გაიგე“, - იხსენებს იოანე რომანაძე, რომლის რვა თვის წინ გახსნილ Tik-Tok-ის არხს, უკვე ჰყავს 100 ათასზე მეტი გამომწერი. იოანეს ასე იმიტომ მისწერეს, რომ დამკვეთის წარმოდგენილი ვიდეო არ ჰგავდა იმას, რაც იოანემ ჩაწერა: “მე ხომ ყველაზე კარგად ვიცნობ ჩემს აუდიტორიას, ვიცი, რაზე აქვთ რეაქცია. ამიტომ, უნდა მენდო, ჩემზე უკეთ ვერ გეცოდინება, რა უყვარს ჩემს მაყურებელს“.

თათო სტარტაპებს ურჩევს იფიქრონ ინფლუენსერებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზეც. მისი თქმით, ეს კარგია ორივე მხარისთვის:

“იცი რომ გყავს მუდმივი დამკვეთი, გაქვს ყოველთვიური შესავალი, იცი რა არის შენი ამოცანა. ასეთ დროს მეტი თავისუფლება გაქვს, რომ კონკრეტული კონტენტი ორგანულად ჩააინტეგრირო შენს ყოველდღიურობაში, უფრო ავთენტური ხარ და ეს ბრენდსაც აწყობს“.

იყო კითხვებიც - მაგალითად, რა ქნას სტარტაპმა, რომელსაც არ აქვს ინფლუენსერის ფული? უნდა მივწეროთ თუ არა პატარა სტარტაპებმა “დიდ“ ინფლუენსერებს?

“უნდა დაუკავშირდე, რადგან მე მქონია ეგეთი შემთხვევაც. თუ ვფიქრობ, რომ შენი შემოთავაზებიდან ჩემთვის საინტერესო კონტენტი გამოვა, დავთანხმდები“, - უპასუხა თათომ.

ანუკას ჰკითხეს, ბრენდები ინტერესდებიან თუ არა დამწყებებთან ურთიერთობით, რაზეც მან უპასუხა, რომ ხშირად ასეთი ინფლუენსერი საქმეს გაცილებით პროფესიონალურად ეკიდება, რადგან უნდა რომ მასთან კიდევ ითანამშრომლონ და ამიტომ დიახ, ინტერესდებიან.

შეხვედრა დასრულდა შეთანხმებით, რომ ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიების და ტრენდების იგნორირება წამგებიანია, მოლაპარაკებები ყოველთვის ამართლებს და ცდად ყველაფერი ღირს.

თიბისი ბიზნესის ტრადიციული ხუთშაბათები ისევ გაგრძელდება, რადგან არაფერი ისე არ სჭირდება პატარა ბიზნესებს, ვიდრე გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება.