პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-მა ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას "ნაცმოძრაობა" დაუბრუნდეს" - გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე
"აშშ-მა ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას "ნაცმოძრაობა" დაუბრუნდეს" - გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დე­მარ­ში - აშშ-მა გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი და მისი ინ­ტე­რე­სი კი­დევ ერთხელ გა­მო­ი­ხა­ტა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ და­უბ­რუნ­დეს. მათ და­სახ­მა­რებ­ლად არის რგო­ლი გად­მოგ­დე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მი­ღე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, კო­ლექ­ტი­ურ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" პულ­სი აღარ ესინ­ჯე­ბა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ეს ნა­ბი­ჯი სწო­რედ მის და­სახ­მა­რებ­ლად გა­დად­გა.

გარ­და ამი­სა, მან ელ­ჩის შე­საძ­ლო გა­მოწ­ვე­ვა­ზე დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ელ­ჩის გა­მოწ­ვე­ვა და ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არის დღის წეს­რიგ­ში“.

"გარე ჩა­რე­ვა იმი­სათ­ვის, რათა „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დეს, არის სწო­რე­დაც ის ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა მავ­ნე­ბელ­თა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ­ხე­ლა ზა­რა­ლის მიმ­ყე­ნე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რა, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით, თუნ­დაც ქმე­დე­ბე­ბით, თუნ­დაც იმი­თი რომ ვთქვათ, კო­ბა­ხი­ძე არ მი­იწ­ვი­ეს გარ­კვე­ულ მი­ღე­ბა­ზე, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა მი­უ­ხე­და­ვად შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­სა, არის მიწ­ვე­უ­ლი. ეს დე­მარ­ში, ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, თუნ­დაც მი­ღე­ბა­ზე მიწ­ვე­ვა-არ­მიწ­ვე­ვის სა­კი­თხი, თუნ­დაც ასე­თი ღია და აშ­კა­რა მხარ­და­ჭე­რა კო­ლექ­ტი­უ­რი „ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სად­მი“, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­სა­ბა­მო, შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იმ პო­ლი­ტი­კას­თან, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­აჩ­ნია. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია და ჩვენ­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა და დღეს რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ამ ინ­ტე­რესს ბა­რი­ე­რად აღე­მარ­თა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ო­კუ­პა­ციო ჯარი. ეს მოხ­და უკვე და იგი­ვე შეც­დო­მის გა­მე­ო­რე­ბას არ და­უშ­ვებს ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი, 25 სექ­ტემ­ბერს, ნიუ-იორკში მსოფ­ლიო ლი­დე­რებს და გა­ე­როს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ტრა­დი­ცი­ულ მი­ღე­ბა­ზე უმას­პინ­ძლებს. „ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის მი­ღე­ბა­ზე მიწ­ვე­ულ­თა სი­ა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რო­მე­ლიც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, თუმ­ცა ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მიწ­ვე­ვა გა­ა­უქ­მა. მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ამე­რი­კის ხმას“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი და კი­დევ ერთი წყა­რო კონ­გრე­სი­დან უდას­ტუ­რებს. გარ­და ამი­სა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბას­თან ერ­თად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ასე­ვე უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ასე­ვე უარი თქვა ჯეიკ სა­ლი­ვან­მა, თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"აშშ-მა ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას "ნაცმოძრაობა" დაუბრუნდეს" - გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე

"აშშ-მა ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას "ნაცმოძრაობა" დაუბრუნდეს" - გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე

რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დემარში - აშშ-მა გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს. მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" პულსი აღარ ესინჯება და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი სწორედ მის დასახმარებლად გადადგა.

გარდა ამისა, მან ელჩის შესაძლო გამოწვევაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ელჩის გამოწვევა და ასეთი დაპირისპირება არ არის დღის წესრიგში“.

"გარე ჩარევა იმისათვის, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არის სწორედაც ის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ შეიძლება მავნებელთა და საქართველოსთვის ამხელა ზარალის მიმყენებელთა მხარდაჭერა, პოლიტიკური განცხადებებით, თუნდაც ქმედებებით, თუნდაც იმითი რომ ვთქვათ, კობახიძე არ მიიწვიეს გარკვეულ მიღებაზე, სადაც ტრადიციულად, ყველა ქვეყანა მიუხედავად შიდა პოლიტიკური ვითარებისა, არის მიწვეული. ეს დემარში, ზოგადად, საქართველოს მიმართ, თუნდაც მიღებაზე მიწვევა-არმიწვევის საკითხი, თუნდაც ასეთი ღია და აშკარა მხარდაჭერა კოლექტიური „ნაცმოძრაობისადმი“, არის აბსოლუტურად შეუსაბამო, შეუფერებელი იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენი ინტერესია ევროინტეგრაცია და ჩვენმა წინამორბედმა და დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ინტერესს ბარიერად აღემართა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარი. ეს მოხდა უკვე და იგივე შეცდომის გამეორებას არ დაუშვებს ქართველი ამომრჩეველი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის" ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

წაიკითხეთ ასევე: