საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ყოველი მესამე ბავშვი ახლომხედველია და ეს შესაძლოა, 2050 წლისთვის მილიონობით ბავშვს დაუდასტურდეს“ - სპეციალისტები განგაშის ზარს სცემენ: რას ურჩევენ ისინი მშობლებს?
“ყოველი მესამე ბავშვი ახლომხედველია და ეს შესაძლოა, 2050 წლისთვის მილიონობით ბავშვს დაუდასტურდეს“ - სპეციალისტები განგაშის ზარს სცემენ: რას ურჩევენ ისინი მშობლებს?

მეც­ნი­ე­რე­ბი გან­გა­შის ზარს სცე­მენ - გლო­ბა­ლუ­რი ანა­ლი­ზის თა­ნახ­მად, დროს­თან ერ­თად, ბავ­შვე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა სტა­ბი­ლუ­რად უა­რეს­დე­ბა. ყო­ვე­ლი მე­სა­მე ახ­ლომ­ხედ­ვე­ლია და შორს საგ­ნებს ვერ ხე­დავს.

ამის მი­ზე­ზად კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი Covid-ის ჩა­კეტ­ვას ასა­ხე­ლე­ბენ, მათი გან­მარ­ტე­ბით, იმ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბი უფრო მეტ დროს ატა­რებ­დნენ ეკ­რა­ნებ­თან და ნაკ­ლებ დროს გა­რეთ, რა­მაც არ­სე­ბუ­ლი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია.

“ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა, ანუ მი­ო­პია, მზარ­დი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც 2050 წლის­თვის შე­საძ­ლოა მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შვს და­უ­დას­ტურ­დეს. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აზი­ა­შია. კერ­ძოდ, ია­პო­ნი­ა­ში ბავ­შვე­ბის - 85%, ხოლო სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში - 73%.

40%-ზე მეტს და­უ­დას­ტურ­და ჩი­ნეთ­სა და რუ­სეთ­ში. პა­რაგ­ვა­ი­სა და უგან­და­ა­ში ბავ­შვებს მი­ო­პი­ის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი დონე, და­ახ­ლო­ე­ბით 1% და­უ­დას­ტურ­და. პრო­ცენ­ტულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ირ­ლან­დი­ა­სა და აშშ-ში და­ახ­ლო­ე­ბით 15-ს მი­აღ­წია“, - წერს BBC British Journal of Ophthalmology-ზე დაყ­რდნო­ბით.

  • კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ხუთ მი­ლი­ონ­ზე მეტი ბავ­შვი და მო­ზარ­დი ექ­ვსი­ვე კონ­ტი­ნენ­ტის 50 ქვეყ­ნი­დან.

მათ­მა რი­ცხვმა გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ მი­ო­პია 1990-დან 2023 წლამ­დე სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და. ზრდის ტემ­პი "გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვი" იყო კო­ვიდ-პან­დე­მი­ის შემ­დეგ.

მი­ო­პია ჩვე­უ­ლებ­რივ იწყე­ბა და­წყე­ბი­თი სკო­ლის წლებ­ში და უა­რეს­დე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე თვა­ლი არ შე­წყვეტს ზრდას, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის ასაკ­ში.

კვლე­ვის პროგ­ნო­ზით, 2050 წლის­თვის ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მო­ზარ­დე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

  • რო­გორ და­ვიც­ვა ჩემი შვი­ლის მხედ­ვე­ლო­ბა?

ბრი­ტა­ნე­ლი თვა­ლის ექ­სპერ­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ ბავ­შვებ­მა ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ნი­მუმ ორი სა­ა­თი უნდა გა­ა­ტა­რონ გა­რეთ. ეს სა­ჭი­როა გან­სა­კუთ­რე­ბით შვი­დი­დან ცხრა წლამ­დე ასაკ­ში.

ისი­ნი მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ, რომ 7-დან 10 წლამ­დე შვი­ლებს, შე­უ­მოწ­მონ მხედ­ვე­ლო­ბა.

მი­ო­პი­ის გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მისი გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სათ­ვა­ლე­ე­ბით ან კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბით.

იხი­ლეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
ავტორი:

“ყოველი მესამე ბავშვი ახლომხედველია და ეს შესაძლოა, 2050 წლისთვის მილიონობით ბავშვს დაუდასტურდეს“ - სპეციალისტები განგაშის ზარს სცემენ: რას ურჩევენ ისინი მშობლებს?

“ყოველი მესამე ბავშვი ახლომხედველია და ეს შესაძლოა, 2050 წლისთვის მილიონობით ბავშვს დაუდასტურდეს“ - სპეციალისტები განგაშის ზარს სცემენ: რას ურჩევენ ისინი მშობლებს?

მეცნიერები განგაშის ზარს სცემენ - გლობალური ანალიზის თანახმად, დროსთან ერთად, ბავშვების მხედველობა სტაბილურად უარესდება. ყოველი მესამე ახლომხედველია და შორს საგნებს ვერ ხედავს.

ამის მიზეზად კვლევის ავტორები Covid-ის ჩაკეტვას ასახელებენ, მათი განმარტებით, იმ პერიოდში ბავშვები უფრო მეტ დროს ატარებდნენ ეკრანებთან და ნაკლებ დროს გარეთ, რამაც არსებული შედეგი გამოიწვია.

“ახლომხედველობა, ანუ მიოპია, მზარდი გლობალური პრობლემაა, რომელიც 2050 წლისთვის შესაძლოა მილიონობით ბავშვს დაუდასტურდეს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიაშია. კერძოდ, იაპონიაში ბავშვების - 85%, ხოლო სამხრეთ კორეაში - 73%.

40%-ზე მეტს დაუდასტურდა ჩინეთსა და რუსეთში. პარაგვაისა და უგანდააში ბავშვებს მიოპიის ყველაზე დაბალი დონე, დაახლოებით 1% დაუდასტურდა. პროცენტულმა მაჩვენებელმა დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და აშშ-ში დაახლოებით 15-ს მიაღწია“, - წერს BBC British Journal of Ophthalmology-ზე დაყრდნობით.

  • კვლევაში მონაწილეობდა ხუთ მილიონზე მეტი ბავშვი და მოზარდი ექვსივე კონტინენტის 50 ქვეყნიდან.

მათმა რიცხვმა გამოავლინა, რომ მიოპია 1990-დან 2023 წლამდე სამჯერ გაიზარდა. ზრდის ტემპი "განსაკუთრებით შესამჩნევი" იყო კოვიდ-პანდემიის შემდეგ.

მიოპია ჩვეულებრივ იწყება დაწყებითი სკოლის წლებში და უარესდება მანამ, ვიდრე თვალი არ შეწყვეტს ზრდას, დაახლოებით 20 წლის ასაკში.

კვლევის პროგნოზით, 2050 წლისთვის ამ მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოზარდების ნახევარზე მეტზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

  • როგორ დავიცვა ჩემი შვილის მხედველობა?

ბრიტანელი თვალის ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბავშვებმა ყოველდღიურად მინიმუმ ორი საათი უნდა გაატარონ გარეთ. ეს საჭიროა განსაკუთრებით შვიდიდან ცხრა წლამდე ასაკში.

ისინი მშობლებს ურჩევენ, რომ 7-დან 10 წლამდე შვილებს, შეუმოწმონ მხედველობა.

მიოპიის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი გამოსწორება შესაძლებელია სათვალეებით ან კონტაქტური ლინზებით.

იხილეთ ასევე: