მეცნიერები განგაშის ზარს სცემენ - გლობალური ანალიზის თანახმად, დროსთან ერთად, ბავშვების მხედველობა სტაბილურად უარესდება. ყოველი მესამე ახლომხედველია და შორს საგნებს ვერ ხედავს.
ამის მიზეზად კვლევის ავტორები Covid-ის ჩაკეტვას ასახელებენ, მათი განმარტებით, იმ პერიოდში ბავშვები უფრო მეტ დროს ატარებდნენ ეკრანებთან და ნაკლებ დროს გარეთ, რამაც არსებული შედეგი გამოიწვია.
“ახლომხედველობა, ანუ მიოპია, მზარდი გლობალური პრობლემაა, რომელიც 2050 წლისთვის შესაძლოა მილიონობით ბავშვს დაუდასტურდეს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიაშია. კერძოდ, იაპონიაში ბავშვების - 85%, ხოლო სამხრეთ კორეაში - 73%.
40%-ზე მეტს დაუდასტურდა ჩინეთსა და რუსეთში. პარაგვაისა და უგანდააში ბავშვებს მიოპიის ყველაზე დაბალი დონე, დაახლოებით 1% დაუდასტურდა. პროცენტულმა მაჩვენებელმა დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და აშშ-ში დაახლოებით 15-ს მიაღწია“, - წერს BBC British Journal of Ophthalmology-ზე დაყრდნობით.
მათმა რიცხვმა გამოავლინა, რომ მიოპია 1990-დან 2023 წლამდე სამჯერ გაიზარდა. ზრდის ტემპი "განსაკუთრებით შესამჩნევი" იყო კოვიდ-პანდემიის შემდეგ.
მიოპია ჩვეულებრივ იწყება დაწყებითი სკოლის წლებში და უარესდება მანამ, ვიდრე თვალი არ შეწყვეტს ზრდას, დაახლოებით 20 წლის ასაკში.
კვლევის პროგნოზით, 2050 წლისთვის ამ მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოზარდების ნახევარზე მეტზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ბრიტანელი თვალის ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბავშვებმა ყოველდღიურად მინიმუმ ორი საათი უნდა გაატარონ გარეთ. ეს საჭიროა განსაკუთრებით შვიდიდან ცხრა წლამდე ასაკში.
ისინი მშობლებს ურჩევენ, რომ 7-დან 10 წლამდე შვილებს, შეუმოწმონ მხედველობა.
მიოპიის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი გამოსწორება შესაძლებელია სათვალეებით ან კონტაქტური ლინზებით.
იხილეთ ასევე: