პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსადის შტაბ-ბინისკენ გაშვებული რაკეტა, "ჰეზბოლას" მოკლული მეთაური და ირანის უჩვეულო პოზიცია  - რა ვითარებაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელ წერტილში?
მოსადის შტაბ-ბინისკენ  გაშვებული რაკეტა, "ჰეზბოლას" მოკლული მეთაური და ირანის უჩვეულო პოზიცია  - რა ვითარებაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელ წერტილში?

ის­რა­ე­ლი-ლი­ბა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა სულ უფრო მწვავ­დე­ბა და სულ უფრო ხში­რად გა­მო­ით­ქმის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის საფრ­თხე­ზე ვა­რა­უ­დე­ბი. ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ ოპე­რა­ცია "ჩრდლო­ე­თის ის­რე­ბის" მე­ო­თხე ფაზა და­ი­წყო.

შე­დე­გად "ჰეზ­ბო­ლამ" წუ­ხელ მისი ერთ-ერთი უფ­რო­სი მე­თა­უ­რის, იბ­რა­ჰიმ ქუ­ბა­ი­სის და­ღუპ­ვა და­ა­დას­ტუ­რა.

  • "ჰეზ­ბო­ლას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც "აბუ მუსა" და და­ი­ბა­და ზებ­დინ­ში, სამ­ხრეთ ლი­ბან­ში, 1962 წელს.

მა­ნამ­დე ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქუ­ბა­ი­სი სამ­ხრეთ ბე­ი­რუთ­ში ორ სხვა მე­თა­ურ­თან ერ­თად, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ქუ­ბა­ი­სი "ჰეზ­ბო­ლას" სხვა­დას­ხვა სა­რა­კე­ტო ქვე­და­ნა­ყო­ფებს მე­თა­უ­რობ­და.

პა­რა­ლე­ლუ­რად, წუ­ხელ "ჰეზ­ბო­ლას“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თქვეს, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტა გა­უშ­ვეს, რომ­ლის სა­მიზ­ნე მო­სა­დის შტაბ-ბინა იყო.

"ჰეზ­ბო­ლამ", დღეს დი­ლით, ცენ­ტრა­ლურ ის­რა­ელ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­რა­კე­ტო იე­რიშ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო.

"ჰეზ­ბო­ლას“ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­რა­კე­ტო იე­რი­ში პე­ი­ჯე­რე­ბი­სა და რა­ცი­ე­ბის აფეთ­ქე­ბა­სა და დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რე­ბის მკვლე­ლო­ბებ­ზე პა­სუხს წარ­მო­ად­გენ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა "ჰეზ­ბო­ლას" რა­კე­ტამ თელ-ავი­ვის ტე­რი­ტო­რი­ამ­დე მი­აღ­წია.

  • ბევ­რს აო­ცებს ირა­ნის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე და მა­ინც, რა პო­ზი­ცია აქვთ ირა­ნის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს?

ირა­ნის პო­ზი­ცია გა­სა­გე­ბი გახ­და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის, მა­სუდ პე­ზეშ­კი­ა­ნის ბოლო კო­მენ­ტა­რე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ას ეს­წრე­ბა. ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, პე­ზეშ­კი­ან­მა უჩ­ვე­უ­ლო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნა, რომ ირან­მა შე­საძ­ლოა სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უარი თქვას, თუ იგი­ვეს გა­ა­კე­თებს ის­რა­ე­ლიც. ეს მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა ირა­ნის იმ პო­ზი­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნას ორი თვის წინ ჰქონ­და.

მა­შინ, რო­დე­საც თე­ი­რან­ში "ჰა­მა­სის“ ლი­დე­რი ის­მა­ილ ჰანია მოკ­ლეს, ირა­ნი ის­რა­ელს მკაც­რი პა­სუ­ხით და­ე­მუქ­რა. ნიუ-იორკში ირა­ნის შემ­რი­გებ­ლუ­რი ტონი იმ­დე­ნად თვალ­ში­სა­ცე­მი იყო, რომ ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა აბას არა­ყჩ­მა სწრა­ფად უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ირა­ნი მზად იყო ის­რა­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის. ყო­ფილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და ამ­ჟა­მინ­დელ­მა ირა­ნის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მო­ჰა­მედ ჯა­ვად ზა­რიფ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა პე­ზეშ­კი­ანს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­აკ­რი­ტი­კა "ის­რა­ე­ლის და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი" და ირა­ნი წარ­მო­ა­ჩი­ნა რო­გორც მშვი­დო­ბის­თვის მებ­რძო­ლი და რე­გი­ონ­ში ბირ­თვუ­ლი გა­ნი­ა­რა­ღე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ქვე­ყა­ნა.

ზა­რიფ­მა ის­რა­ე­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა "სა­ში­ში და ყალ­ბი ნა­რა­ტი­ვის" გავ­რცე­ლე­ბა­ში ირა­ნის გან­ზრახ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ, ის­რა­ე­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ირანს ომი არ სურს. თა­ვად პე­ზეშ­კი­ან­მა ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და: "ჩვენ არ გვინ­და ომი", მან ის­რა­ე­ლი ირა­ნის ომში ჩარ­თვის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავს კონ­ფლიქტს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ ეყო­ლე­ბა.

  • ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ლი­ბან­ში ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 600-მდე გა­ი­ზარ­და. ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, სა­ხე­ლად “ჩრდი­ლო­ე­თის ის­რე­ბი", რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ მა­სობ­რი­ვი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა.

ლი­ბა­ნის ქა­ლა­ქებ­ში პა­ნი­კაა - სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის მას­შტა­ბე­ბის ფონ­ზე, ლი­ბა­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნე­ბი­დან ტო­ტა­ლუ­რად გარ­ბის. ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, რომ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში კვლავ მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­ცო­ბე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

მოსადის შტაბ-ბინისკენ გაშვებული რაკეტა, "ჰეზბოლას" მოკლული მეთაური და ირანის უჩვეულო პოზიცია  - რა ვითარებაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელ წერტილში?

მოსადის შტაბ-ბინისკენ  გაშვებული რაკეტა, "ჰეზბოლას" მოკლული მეთაური და ირანის უჩვეულო პოზიცია  - რა ვითარებაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელ წერტილში?

ისრაელი-ლიბანის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება და სულ უფრო ხშირად გამოითქმის ფართომასშტაბიანი ომის საფრთხეზე ვარაუდები. ისრაელი აცხადებს, რომ ოპერაცია "ჩრდლოეთის ისრების" მეოთხე ფაზა დაიწყო.

შედეგად "ჰეზბოლამ" წუხელ მისი ერთ-ერთი უფროსი მეთაურის, იბრაჰიმ ქუბაისის დაღუპვა დაადასტურა.

  • "ჰეზბოლას“ ინფორმაციით, ის ასევე ცნობილი იყო როგორც "აბუ მუსა" და დაიბადა ზებდინში, სამხრეთ ლიბანში, 1962 წელს.

მანამდე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქუბაისი სამხრეთ ბეირუთში ორ სხვა მეთაურთან ერთად, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქუბაისი "ჰეზბოლას" სხვადასხვა სარაკეტო ქვედანაყოფებს მეთაურობდა.

პარალელურად, წუხელ "ჰეზბოლას“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომლის სამიზნე მოსადის შტაბ-ბინა იყო.

"ჰეზბოლამ", დღეს დილით, ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო.

"ჰეზბოლას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიში პეიჯერებისა და რაციების აფეთქებასა და დაჯგუფების მეთაურების მკვლელობებზე პასუხს წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ჰეზბოლას" რაკეტამ თელ-ავივის ტერიტორიამდე მიაღწია.

  • ბევრს აოცებს ირანის დაგვიანებული რეაქცია მიმდინარე პროცესებზე და მაინც, რა პოზიცია აქვთ ირანის ოფიციალურ პირებს?

ირანის პოზიცია გასაგები გახდა ქვეყნის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ბოლო კომენტარების შემდეგ, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრება. ამერიკელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, პეზეშკიანმა უჩვეულო განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ ირანმა შესაძლოა სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარი თქვას, თუ იგივეს გააკეთებს ისრაელიც. ეს მკვეთრად განსხვავდება ირანის იმ პოზიციისგან, რომელიც ამ ქვეყანას ორი თვის წინ ჰქონდა.

მაშინ, როდესაც თეირანში "ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს, ირანი ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრა. ნიუ-იორკში ირანის შემრიგებლური ტონი იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩმა სწრაფად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი მზად იყო ისრაელთან ურთიერთობების დეესკალაციისთვის. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამჟამინდელმა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა მხარი დაუჭირა პეზეშკიანს სოციალურ ქსელებში და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, გააკრიტიკა "ისრაელის დანაშაულებები" და ირანი წარმოაჩინა როგორც მშვიდობისთვის მებრძოლი და რეგიონში ბირთვული განიარაღების მხარდამჭერი ქვეყანა.

ზარიფმა ისრაელი დაადანაშაულა "საშიში და ყალბი ნარატივის" გავრცელებაში ირანის განზრახვებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, ისრაელის განცხადებების საწინააღმდეგოდ, ირანს ომი არ სურს. თავად პეზეშკიანმა ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას მკაფიოდ განაცხადა: "ჩვენ არ გვინდა ომი", მან ისრაელი ირანის ომში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მსგავს კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.

  • ბოლო მონაცემებით, ლიბანში ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 600-მდე გაიზარდა. ისრაელის შეიარაღებული ძალების მიმდინარე სპეცოპერაციას, სახელად “ჩრდილოეთის ისრები", რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ მასობრივი საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლება, საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა.

ლიბანის ქალაქებში პანიკაა - საჰაერო იერიშების მასშტაბების ფონზე, ლიბანელი მოსახლეობა სამხრეთ რეგიონებიდან ტოტალურად გარბის. ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ დასახლებულ პუნქტებში კვლავ მრავალკილომეტრიანი საავტომობილო საცობებია.