საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია - მეცნიერებმა სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს
50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია -  მეცნიერებმა სისხლის  ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

1972 წელს ორ­სუ­ლი ქა­ლის სის­ხლის ნი­მუ­შის აღე­ბი­სას ექი­მებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მას­ში სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და მო­ლე­კუ­ლა, რო­მე­ლიც იმ დროს სის­ხლის ყვე­ლა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ჯგუ­ფის შე­მად­გე­ნელ ერით­რო­ცი­ტში გვხვდე­ბო­და.

50 წლის შემ­დეგ, ამ უც­ნა­ურ­მა აღ­მო­ჩე­ნამ ბრი­ტა­ნე­ლი და ის­რა­ე­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი აი­ძუ­ლა, ადა­მი­ა­ნებ­ში სის­ხლის ჯგუ­ფის ახა­ლი სის­ტე­მა აღე­წე­რათ.

"ეს დიდი მიღ­წე­ვაა და მრა­ვალ­წლი­ა­ნი გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის კულ­მი­ნა­ცია, რომ შევ­ძე­ლით იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ ჯგუ­ფის სის­ხლს ატა­რე­ბენ, მკურ­ნა­ლო­ბის მათ­თვის მორ­გე­ბუ­ლი მე­თო­დი შევ­თა­ვა­ზოთ", - ამ­ბობს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ჰე­მა­ტო­ლო­გი ლუ­ი­ზა ტილი, რო­მე­ლიც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დად იკ­ვლევ­და ამ იშ­ვი­ათ მოვ­ლე­ნას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ABO სის­ხლის ჯგუ­ფე­ბი­სა და რე­ზუს-ფაქ­ტო­რის შე­სა­ხებ უფრო მეტი ვი­ცით, აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნებს სი­ნამ­დვი­ლე­ში მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა სის­ხლის ჯგუ­ფის სის­ტე­მა გა­აჩ­ნი­ათ, რომ­ლე­ბიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია უჯრე­დის ზე­და­პი­რის პრო­ტე­ი­ნებ­სა და შაქ­რის ფარ­თო სპექტრზე, რომ­ლე­ბიც ჩვენს სის­ხლის უჯრე­დებს ფა­რავს.

ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი ამ ან­ტი­გენ მო­ლე­კუ­ლებს, სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბე­ბის გარ­და, იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის მარ­კე­რე­ბად იყე­ნებს, რათა "სა­კუ­თა­რი" გა­ნას­ხვა­ვოს პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ზი­ა­ნო "სხვის­გან.“

სის­ხლის პლაზ­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ამო­იც­ნო­ბენ უცხო ან­ტი­გენ მარ­კე­რებს და თუ ეს მარ­კე­რე­ბი სის­ხლის გა­დას­ხმის დროს არ ემ­თხვე­ვა, შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს.

სის­ხლის ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფე­ბის უმე­ტე­სო­ბა XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. მას შემ­დეგ აღ­მო­ჩე­ნი­ლი მრა­ვა­ლი სის­ტე­მა, რო­გო­რი­ცაა Er სის­ხლის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 2022 წელს აღ­წე­რეს მკვლე­ვა­რებ­მა, მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე ახ­დენს ზე­მოქ­მე­დე­ბას. იგი­ვე შე­ე­ხე­ბა სის­ხლის ახალ ჯგუფს.

"მუ­შა­ო­ბა რთუ­ლი იყო, რად­გან გე­ნე­ტი­კუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია", - გან­მარ­ტავს ტილი.

ად­რინ­დელ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 99.9%-ზე მეტ ადა­მი­ანს აქვს AnWj ან­ტი­გე­ნი, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობ­და 1972 წლის პა­ცი­ენ­ტის სის­ხლში. ეს ან­ტი­გე­ნი მი­ე­ლი­ნი­სა და ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის პრო­ტე­ინ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რის გა­მოც მკვლე­ვა­რებ­მა ახ­ლად აღ­წე­რილ სის­ტე­მას MAL-ის სის­ხლის ჯგუ­ფი უწო­დეს.

რო­დე­საც ადა­მი­ანს MAL გენი მუ­ტი­რე­ბუ­ლი აქვს, ის AnWj-უარ­ყო­ფით სის­ხლის ტიპს იღებს, რო­გორც ორ­სულ პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში. ტილ­მა და მის­მა გუნ­დმა სამი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს იშ­ვი­ა­თი სის­ხლის ტი­პით, რო­მელ­თაც არ ჰქონ­დათ ეს მუ­ტა­ცია, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ზოგ­ჯერ სის­ხლის დარ­ღვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ან­ტი­გე­ნის დათ­რგუნ­ვას იწ­ვევ­დეს.

"MAL არის ძა­ლი­ან პა­ტა­რა პრო­ტე­ი­ნი სა­ინ­ტე­რე­სო თვი­სე­ბე­ბით, რაც მის გა­მოვ­ლე­ნას არ­თუ­ლებ­და. ამი­ტომ სა­ჭი­რო გახ­და რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვის წარ­მო­ე­ბა, რათა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დაგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა და სის­ხლის ჯგუ­ფის ახა­ლი სის­ტე­მა დაგ­ვემ­ტკი­ცე­ბი­ნა", - გან­მარ­ტავს და­სავ­ლეთ ინ­გლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის უჯრე­დუ­ლი ბი­ო­ლო­გი ტიმ სატჩვე­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ MAL პრო­ტე­ი­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს უჯრე­დუ­ლი მემ­ბრა­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და უჯრე­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბის პრო­ცეს­ში. უფრო მე­ტიც, წინა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ AnWj ახალ­შო­ბი­ლებ­ში არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მხო­ლოდ და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ჩნდე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა AnWj-უარ­ყო­ფი­თი პა­ცი­ენ­ტი ერ­თსა და იმა­ვე მუ­ტა­ცი­ას ფლობ­და. თუმ­ცა, სხვა უჯრე­დუ­ლი ანო­მა­ლი­ე­ბი ან და­ა­ვა­დე­ბე­ბი ამ მუ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდა.

ახლა, როცა მეც­ნი­ე­რებ­მა MAL მუ­ტა­ცი­ის გე­ნე­ტი­კუ­რი მარ­კე­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს, პა­ცი­ენ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და იმის და­სად­გე­ნად, არის თუ არა მათი MAL უარ­ყო­ფი­თი სის­ხლის ტიპი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ან გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ან­ტი­გე­ნის დათ­რგუნ­ვით, რაც შე­საძ­ლოა სხვა, ფა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მის ნი­შა­ნი იყოს.

"სის­ხლის ეს იშ­ვი­ა­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი პა­ცი­ენ­ტებ­ზე და­მან­გრე­ველ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს, ამი­ტომ, რაც უფრო მეტს გა­ვი­გებთ მათ შე­სა­ხებ, მით მეტი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას შევ­ძლებთ", - ამ­ბო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბ ბ ლ ე ბლე ბლე
3

Ნაცური წითელი აღმოაჩინეს ეხლა ქოც ნაც ნარევ ზებრისფერს იკვლევენოოო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია - მეცნიერებმა სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია -  მეცნიერებმა სისხლის  ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

1972 წელს ორსული ქალის სისხლის ნიმუშის აღებისას ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მასში საერთოდ არ არსებობდა მოლეკულა, რომელიც იმ დროს სისხლის ყველა აღმოჩენილი ჯგუფის შემადგენელ ერითროციტში გვხვდებოდა.

50 წლის შემდეგ, ამ უცნაურმა აღმოჩენამ ბრიტანელი და ისრაელელი მეცნიერები აიძულა, ადამიანებში სისხლის ჯგუფის ახალი სისტემა აღეწერათ.

"ეს დიდი მიღწევაა და მრავალწლიანი გუნდური მუშაობის კულმინაცია, რომ შევძელით იმ პაციენტებს, რომლებიც ამ ჯგუფის სისხლს ატარებენ, მკურნალობის მათთვის მორგებული მეთოდი შევთავაზოთ", - ამბობს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ჰემატოლოგი ლუიზა ტილი, რომელიც 20 წლის განმავლობაში პირადად იკვლევდა ამ იშვიათ მოვლენას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ABO სისხლის ჯგუფებისა და რეზუს-ფაქტორის შესახებ უფრო მეტი ვიცით, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს სინამდვილეში მრავალი სხვადასხვა სისხლის ჯგუფის სისტემა გააჩნიათ, რომლებიც დაფუძნებულია უჯრედის ზედაპირის პროტეინებსა და შაქრის ფართო სპექტრზე, რომლებიც ჩვენს სისხლის უჯრედებს ფარავს.

ჩვენი ორგანიზმი ამ ანტიგენ მოლეკულებს, სხვა დანიშნულებების გარდა, იდენტიფიკაციის მარკერებად იყენებს, რათა "საკუთარი" განასხვავოს პოტენციურად საზიანო "სხვისგან.“

სისხლის პლაზმაში არსებული ანტისხეულები ამოიცნობენ უცხო ანტიგენ მარკერებს და თუ ეს მარკერები სისხლის გადასხმის დროს არ ემთხვევა, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლე ფატალურად დასრულდეს.

სისხლის ძირითადი ჯგუფების უმეტესობა XX საუკუნის დასაწყისში იქნა აღმოჩენილი. მას შემდეგ აღმოჩენილი მრავალი სისტემა, როგორიცაა Er სისხლის სისტემა, რომელიც პირველად 2022 წელს აღწერეს მკვლევარებმა, მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებზე ახდენს ზემოქმედებას. იგივე შეეხება სისხლის ახალ ჯგუფს.

"მუშაობა რთული იყო, რადგან გენეტიკური შემთხვევები ძალიან იშვიათია", - განმარტავს ტილი.

ადრინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ 99.9%-ზე მეტ ადამიანს აქვს AnWj ანტიგენი, რომელიც არ არსებობდა 1972 წლის პაციენტის სისხლში. ეს ანტიგენი მიელინისა და ლიმფოციტების პროტეინზე მდებარეობს, რის გამოც მკვლევარებმა ახლად აღწერილ სისტემას MAL-ის სისხლის ჯგუფი უწოდეს.

როდესაც ადამიანს MAL გენი მუტირებული აქვს, ის AnWj-უარყოფით სისხლის ტიპს იღებს, როგორც ორსულ პაციენტის შემთხვევაში. ტილმა და მისმა გუნდმა სამი პაციენტი გამოავლინეს იშვიათი სისხლის ტიპით, რომელთაც არ ჰქონდათ ეს მუტაცია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგჯერ სისხლის დარღვევები შეიძლება ანტიგენის დათრგუნვას იწვევდეს.

"MAL არის ძალიან პატარა პროტეინი საინტერესო თვისებებით, რაც მის გამოვლენას ართულებდა. ამიტომ საჭირო გახდა რამდენიმე მიმართულებით კვლევის წარმოება, რათა მტკიცებულებები დაგვეგროვებინა და სისხლის ჯგუფის ახალი სისტემა დაგვემტკიცებინა", - განმარტავს დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგი ტიმ სატჩველი.

ცნობილია, რომ MAL პროტეინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედული მემბრანის სტაბილურობის შენარჩუნებასა და უჯრედული მოძრაობის პროცესში. უფრო მეტიც, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ AnWj ახალშობილებში არ არის წარმოდგენილი და მხოლოდ დაბადების შემდეგ ჩნდება.

საინტერესოა, რომ კვლევაში ჩართული ყველა AnWj-უარყოფითი პაციენტი ერთსა და იმავე მუტაციას ფლობდა. თუმცა, სხვა უჯრედული ანომალიები ან დაავადებები ამ მუტაციასთან დაკავშირებული არ აღმოჩნდა.

ახლა, როცა მეცნიერებმა MAL მუტაციის გენეტიკური მარკერები გამოავლინეს, პაციენტების ტესტირება შესაძლებელი გახდა იმის დასადგენად, არის თუ არა მათი MAL უარყოფითი სისხლის ტიპი მემკვიდრეობითი ან განპირობებული ანტიგენის დათრგუნვით, რაც შესაძლოა სხვა, ფარული სამედიცინო პრობლემის ნიშანი იყოს.

"სისხლის ეს იშვიათი თავისებურებები პაციენტებზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს, ამიტომ, რაც უფრო მეტს გავიგებთ მათ შესახებ, მით მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ", - ამბობენ მეცნიერები. წყარო