მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიდა ქართლში მამაკაცს გერი, რომელიც შშმ პირი იყო, ორი თვე ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი და აშიმშილებდა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები
შიდა ქართლში მამაკაცს გერი, რომელიც შშმ პირი იყო, ორი თვე ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი და აშიმშილებდა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

6 წელი მი­უ­სა­ჯეს პირს, რო­მელ­საც, პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, გერი, შშმ პირი ორი თვის მან­ძილ­ზე ოთახ­ში ჰყავ­და გა­მო­კე­ტი­ლი. უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას qartli.ge ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ფაქ­ტი შიდა ქარ­თლში მოხ­და და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი ახლა დას­რულ­და.

  • ირ­კვე­ვა, რომ მსჯავ­რდე­ბულ­მა გერს, რო­მე­ლიც შშმ პირი იყო და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა, თა­ვის მოვ­ლა და კვე­ბა არ შე­ეძ­ლო, თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბო­და.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდე­ბულს მი­აჩ­ნდა, რომ გერი თა­ვი­სი ოჯა­ხი­სათ­ვის წარ­მო­ად­გენ­და ზედ­მეტ ტვირთს.

"2022 წლის მარ­ტი­დან 5 მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში ჩა­კე­ტი­ლი ჰყავ­და სახ­ლის სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გის, მცი­რე ზო­მის ოთახ­ში, რო­მელ­შიც და­ზა­რა­ლე­ბულს არ ჰქონ­და ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, არ ჰქონ­და სა­თა­ნა­დო მოვ­ლა და კვე­ბა, რის გა­მოც იგი გა­ნიც­დი­და ძლი­ერ ფი­ზი­კურ და ფსი­ქი­კურ ტკი­ვილ­სა და მო­რა­ლურ ტან­ჯვას" - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბულს და­მა­ტე­ბით და­ე­კის­რა ჯა­რი­მა – 2000 ლარი.

პრო­კუ­რო­რი ოთარ დოხ­ნა­ძე ითხოვ­და უფრო მკაც­რი სას­ჯე­ლის და­კის­რე­ბას, მან გო­რის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა. კერ­ძოდ ითხოვ­და იმ მუხ­ლით გა­სა­მარ­თლე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას, ჩა­დე­ნი­ლი დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ.

სა­სა­მარ­თლომ გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ არ ჩათ­ვა­ლა ქმე­დე­ბა "თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თად". სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი უალ­ტერ­ნა­ტი­ვო, უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არა­საკ­მა­რი­სო­ბის გამო მი­ი­ღო, ხოლო ლო­გი­კუ­რად წარ­მო­შო­ბი­ლი გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი გა­და­წყვი­ტა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შიდა ქართლში მამაკაცს გერი, რომელიც შშმ პირი იყო, ორი თვე ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი და აშიმშილებდა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

შიდა ქართლში მამაკაცს გერი, რომელიც შშმ პირი იყო, ორი თვე ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი და აშიმშილებდა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

6 წელი მიუსაჯეს პირს, რომელსაც, პროკურორის განცხადებით, გერი, შშმ პირი ორი თვის მანძილზე ოთახში ჰყავდა გამოკეტილი. უმძიმესი ფაქტის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფაქტი შიდა ქართლში მოხდა და სასამართლო განხილვები ახლა დასრულდა.

  • ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა გერს, რომელიც შშმ პირი იყო და დამოუკიდებლად გადაადგილება, თავის მოვლა და კვება არ შეეძლო, თავისუფლება აღუკვეთა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

პროკურორის ინფორმაციით, მსჯავრდებულს მიაჩნდა, რომ გერი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს.

"2022 წლის მარტიდან 5 მაისამდე პერიოდში ჩაკეტილი ჰყავდა სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, არ ჰქონდა სათანადო მოვლა და კვება, რის გამოც იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას'' - აღნიშნა პროკურორმა.

გამოცემის ცნობითვე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს დამატებით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

პროკურორი ოთარ დოხნაძე ითხოვდა უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრებას, მან გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კერძოდ ითხოვდა იმ მუხლით გასამართლებას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

სასამართლომ განმარტა, თუ რატომ არ ჩათვალა ქმედება ,,თავისუფლების აღკვეთად''. სასამართლომ განაცხადა, რომ გამამართლებელი განაჩენი უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო მიიღო, ხოლო ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.