ავტორი:

ესპანეთში მცხოვრები ქართველი პრინცის საიდუმლო ქორწინება - ვინ არის უგო ბაგრატიონის რჩეული და რა დაარქვა წყვილმა ქალიშვილს? (ფოტოები)

ესპანეთში მცხოვრები ქართველი პრინცის საიდუმლო ქორწინება - ვინ არის უგო ბაგრატიონის რჩეული და რა დაარქვა წყვილმა ქალიშვილს? (ფოტოები)

ესპანეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველი პრინცის შესახებ Ambebi.ge-ზე არაერთი მასალა გამოგვიქვეყნებია. უგო ბაგრატიონი ქართულმა საზოგადოებამ წლების წინ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწილიდან გაიცნო.

უგო ესპანეთში ცხოვრობს, მუშაობს უძრავი ქონების სააგენტოში და მისი საქმიანობა ძირითადად, რამდენიმე ათეულ მილიონად შეფასებული ვილების გაყიდვასთან არის დაკავშირებული.

უგოს პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია, ის არ კონტაქტობს ქართულ მედიასთან, თუმცა ადრე ვწერდით, რომ შეყვარებული იყო. მოგვიანებით კი საყვარელ ქალთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელიდან წაშალა.

ახლახან, უგო ბაგრატიონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამსახური შეიცვალა, sothebysrealty აღმოსავლეთ ანდალუზიის რეგიონალური დირექტორი გახდა.

უგო ბაგრატიონი დედასთან ერთად

პროფილი იგივეა, პრინცი ისევ მილიონებად ღირებულ სახლებს გაყიდის. "შესაძლებლობები უსასრულოა" - წერს კომენტარებში ქალი, ნეკია ბაგრატიონი, რომელიც სწორედ ის გოგონაა, რომელზეც წლების წინ იყო უგო შეყვარებული და მოგვიანებით მისი ფოტოები სოციალური ქსელიდან წაშალა.

  • როგორც გავარკვიეთ ქართველმა პრინცმა სოციალურ ქსელში საყვარელი ქალის ფოტოების გაზიარება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2022 წელს წყვილმა იქორწინა. წყვილმა ქორწილი ესპანეთში, მარბიელაზე გადაიხადა.

უგო ბაგრატიონის მშობლების შესახებ...

უგო ბაგრატიონ-მუხრანელთა საგვარეულოს უფროსის, უფლისწულ ხორხე ბაგრატიონისა და მისი მეორე მეუღლის, ნურია ლოპესის ვაჟია. რაც შეეხება პატარძალს, ქალი სან ფრანცისკოდან არის და Gulf International Bank-ის ცენტრალიზებულ ციფრულ დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.

რა ვიცით, ბაგრატიონის ცოლის შესახებ...

ნეკიას ქალიშვილობის გვარი ლეინია, უყვარს ტენისის თამაში და კითხვა, მუშაობს ბაჰრეინში. ფლობს ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ ენებს. ქალი უგოზე 5 წლით უმცროსია.

უგოს და ნეკიას უკვე საერთო ქალიშვილიც ჰყავთ, გეორგინა გაბრიელა.

უგო შვილთან ერთად

ნეკია ფემინისტია, ის ერთ-ერთ თავის ბლოგში წერს:

- მე ყოველთვის ვპოულობდი ძალას ცოდნის ძიებაში. ბავშვობიდანვე მივხვდი, რომ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებდი, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, მაგრამ ვაკონტროლებდი იმას, თუ რა ინფორმაციას ვიღებდი და როგორ მივცემდი საშუალებას, რომ მას ჩემზე, ჩემს აზრებზე და განვითარებაზე გავლენა მოეხდინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარშემო ბევრ მაგალითს ვხედავდი გამძლეობისა და შინაგანი ძალის, მე მოვდივარ ოჯახიდან, რომელიც იმდენად იყო დაკავებული გადარჩენით, რომ თავად უნდა მეფიქრა იმაზე, თუ რა იქნებოდა ჩემთვის უკეთესი.

19 წლიდან 12 ქვეყანაში ვიცხოვრე და ვიმუშავე, ამან საშუალება მომცა შემესისხლხორცებინა მრავალფეროვანი გარემო და მიმეღწია წარმატებისთვის. დიდი ნაწილი იმისა, ვინც ვარ და საიდანაც ვიღებ ძალას, ლიტერატურაა. ბავშვობიდანვე ვკითხულობდი. იცით, როგორ არის, როცა ადამიანი ზოგჯერ პატარა სივრცეშიც გრძნობს თავს უსაფრთხოდ?

შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვკითხულობდი ყველგან, სადაც შევძლებდი. ვიპოვიდი დიდ მუყაოს ყუთებს, ჩავძვრებოდი შიგნით ფანრით და ვკითხულობდი ჟურნალს, წიგნს, რასაც კი ვშოულობდი. ჩემი დედა, დედინაცვალი და ჩემი და - სამივე თავიანთი გზით წარმოადგენენ სიძლიერის წარმოუდგენელ მაგალითებს მუდმივი წნეხისა და გაურკვევლობის პირობებში, რასაც განიცდიან მარტოხელა დედები, ძალადობის მსხვერპლები, ქალები, რომლებიც მამრობითი სქესის დომინირებულ სფეროებში მუშაობენ და ზოგადად, ქალები.

წაიკითხეთ ასევე: