ავტორი:

რუსეთში მართლმადიდებლური მესენჯერი, სახელად "ზოსიმა" შეიქმნება

რუსეთში მართლმადიდებლური მესენჯერი, სახელად "ზოსიმა" შეიქმნება

რუსეთში ტექსტური შეტყობინებებისთვის, მართლმადიდებლური მესენჯერი, სახელად "ზოსიმა" შეიქმნება. როგორც РИА Новости წერს, შეტყობინებების აპლიკაციის შექმნას გეგმავს ფონდი, რომელიც ეკლესიების რესტავრაციით არის დაკავებული.

  • ფონდის პრეზიდენტი ალექსეი აგაფოვი ამბობს, რომ "ზოსიმა" ხელმისაწვდომი იქნება მობილურ პლატფორმებზე. მისივე თქმით, აპლიკაცია იქნება WhatsApp-ის მსგავსი, რომელიც რუსეთში აკრძალულია

"ეს იქნება მართლმადიდებლური მესენჯერი სახელად Зосима - წმინდანის პატივსაცემად. დასაწყისში ის შეიქმნა, რათა მომხმარებლებს ეკლესიის შესახებ ინფორმაცია გაეცვალათ, თუმცა ახლა უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, მათ შორის, შესაძლებელი იქნება შემოწირულობების შეგროვება ეკლესიისთვის", - ამბობს აგაფოვი.

ცნობისთვის, ზოსიმა სოლოვეცკი რუსეთის მართლამდიდებლური ეკლესიის წმინდანია, რომელიც მე-15 საუკუნეში მოღვაწეობდა.